ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა გააუქმა და ის დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მას 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

კოშაძე 2019 წლის 17 ივლისს დაკავეს. შინაგან საქმეთ სამინისტრო მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.

მაშინ ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ კოშაძეს იარაღი ჩაუდეს და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მას დაჭერით დაემუქრა.

ოქრუაშვილი ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში 25 ივლისს დააკავეს, 27 ივლისს კი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.