ადამიანებსა და ცხოველებს იმაზე მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ამ ქვიზში მოგიყვებით ადამიანთან სხვადასხვა ცოცხალი არსების მსგავსებაზე და შენ უნდა გამოიცნო, რომელ ცხოველზე გესაუბრებით?

ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია

ტესტის დაწყება

1 / 10 ჩვენ ორივეს გვაქვს ძილის REM ფაზა და ვხედავთ სიზმრებს, ორივე ვგრძნობთ სტრესსა და შფოთვას, ორივეს გვიყვარს თამაში ახალგაზრდობაში, ორივე ვეძებთ სიახლესა და გართობას

2 / 10 ჩვენ ორივეს გვაქვს კომპლექსური ენა და დიალექტები რეგიონის მიხედვით, ორივე ვსწავლობთ ახალ ვოკალიზაციებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ორივე ვიყენებთ ხმას ემოციების გადასაცემად

3 / 10 ორივეს გვაქვს გრძელვადიანი მეხსიერება, ორივე ვსწავლობთ სხვების ქცევაზე დაკვირვებით, ორივეს გვაქვს პრობლემების გადაჭრის უნარი, ორივეს შეგვიძლია გავხსნათ დახურული კონტეინერები

4 / 10 ორივეს გვაქვს გამოხატული ემპათია, ორივე ვგლოვობთ გარდაცვლილ ახლობელს, სახეები და ადგილები ორივეს ათწლეულების განმავლობაში გვახსოვს

5 / 10 ორივე ვსწავლობთ მშობლებისგან, ორივეს გვაქვს ჯგუფში კულტურული ტრადიციები, ორივე ვთამაშობთ სიამოვნებისთვის, სარკეში ორივე ვცნობთ საკუთარ თავს

6 / 10 ორივე ვიძინებთ ღამით და ვფხიზლობთ დღისით, ორივე კარგად ვხედავთ ფერებს, ორივეს გვაქვს გამოხატული სოციალური იერარქია, ორივე ვჭამთ ხილს, ბოსტნეულსა და ხორცს

7 / 10 ორივეს გვაქვს საჭმლის მომნელებელი მსგავსი სისტემა, ორივეს გვაქვს გულის მსგავსი სტრუქტურა, ორივეს კანი მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, ორივეს შეგვიძლია სარკე გამოვიყენოთ გარემოს შესასწავლად

8 / 10 ორივეს გვაქვს გამოხატული პიროვნება, ორივე ვიმახსოვრებთ ადამიანის სახეებს წლების განმავლობაში, ორივე ვსჯით მათ, ვინც ჩვენს ჯგუფს ავნო, ორივეს გვიყვარს თამაში, ზრდასრულობაშიც კი

9 / 10 ორივე ვქმნით გრძელვადიან წყვილებს, ერთად ვზრდით შვილებს, ორივეს გვახასიათებს პარტნიორისადმი ერთგულება

10 / 10 ორივეს გვაქვს კბილების მსგავსი სტრუქტურა — საჭრელი, ეშვი და საღეჭი, ორივე ვჭამთ ხილს, თხილსა და ხორცს, ორივეს გვიყვარს ტკბილეული

იტვირთება...
ერთი წუთით...