მერიამ საბურთალოზე ფერდის ჩამოშლის გამო მშენებლობა შეაჩერა და კომპანია 30 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის მერია საბურთალოზე, დანელიას ქუჩაზე კლდის ჩამოშლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, 13 მაისს სამშენებლო ობიექტზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მძიმე ტექნიკა დააზიანა. მომხდარის გამო მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია "იდეა პანორამა 2" უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დააჯარიმა და სამუშაოები შეაჩერა.
მერიაში განმარტავენ, რომ მშენებლობა ნებართვის ფარგლებში მიმდინარეობდა, თუმცა დაირღვა უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი. სამუშაოების განახლება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც მომზადდება გამაგრებითი პროექტი, ჩატარდება ექსპერტიზა და ფერდის მდგრადობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი.
"დანელიას ქუჩაზე მშენებლობა ნებართვის ფარგლებში ხორციელდება. ამ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის პროცესი შეაჩერა და მშენებელი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე დააჯარიმა 30 000 ლარით.
ვაკის რაიონში N01.14.05.009.142 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 მარტის N7832707 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 6 მარტიდან 2029 წლის 6 მარტის ჩათვლით. (დამკვეთი: "იდეა პანორამა 2" (ს/ნ 405606045)).
მიმდინარე წლის 13 მაისს ობიექტზე დაფიქსირდა ფერდის (კლდის) ნაწილის ჩამოშლა, რამაც გამოიწვია სამშენებლო მოედანზე მომუშავე მძიმე ტექნიკის დაზიანება.
გამომდინარე იქიდან, რომ დაირღვა საქართველოს მთავრობის 27.05.2014 წლის N361 დადგენილება "მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ", სამსახურმა სამართალდამრღვევი პირის მიმართ 2026 წლის 13 მაისს მიიღო N003980 დადგენილება 30 000 ლარით დაჯარიმების შესახებ.
ასევე, სამშენებლო პროცესის შეჩერების დადგენილება (N შ-150/26 13.05.2026 წ.), რომელიც ძალაშია მშენებლობის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფამდე. კერძოდ, საჭიროა შესაბამისად დამუშავებული კონსტრუქციული პროექტისა და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განხორციელდეს გამაგრებითი სამუშაოები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ფერდის მდგრადობა და მომიჯნავე საკადასტრო კოდებზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება. ასევე, გამაგრების სამუშაოების დასრულების შემდგომ, სავალდებულოა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურებული იქნება განხორციელებული სამუშაოების შესაბამისობა ფერდის გამაგრების პროექტთან და მომიჯნავე საკადასტრო კოდებზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება", — აცხადებენ მერიაში (განცხადებას IPN ავრველებს).
შეგახსენებთ, 13 მაისს პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ტატა ხვედელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ კლდის ნაწილი ჩამოინგრა.
"ამ წუთებში დანელიას ქუჩაზე, საბურთალოზე ხდება ეს ფაქტი. ეს არის ოცნების ქაოტური და კორუმპირებული ურბანული პოლიტიკა, რომლის შედეგებსაც მერე მოქალაქეები ვიღებთ", — დაწერა ტატა ახვლედიანმა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები