რა შემატეს სამყაროს ნობელის პრემიის წლევანდელმა რჩეულებმა
2019 წლის ნობელიანტთა სრული სია უკვე ცნობილია. სექსუალური შევიწროების სკანდალის გამო შარშან ლიტერატურის დარგში გამარჯვებული არ დასახელებულა. ეს დანაკლისი კომიტეტმა წელს აანაზღაურა
2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატთა გამოვლენა 7 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდა. 2018 წელს კომიტეტი სკანდალში გაეხვა: ნობელის კომიტეტთან დაახლოებული პირი, ჟან კლოდ არნო თვრამეტმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. ამიტომაც, შარშან ლიტერატურის დარგში გამარჯვებული არ დასახელებულა. ამ მოცემულობის ფონზე, ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ წლევანდელ ცერემონიას ექსცესების გარეშე ჩაევლო, თუმცა ეს ასე მაინც არ მოხდა.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ წლევანდელი კონკურსის ყველა გამარჯვებულს.
ფიზიოლოგია / მედიცინა
2019 წლის ფიზიოლოგია/მედიცინის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებულის დასახელება 7 ოქტომბერს, სტოკჰოლმის გარეუბან სოლნაში მდებარე შვედეთის სამეფო ინსტიტუტში შედგა. კომიტეტის წლევანდელი ფავორიტი უჯრედისა და ჟანგბადის ურთიერთობის შემსწავლელი მეცნიერების გუნდი გახდა.
ჟანგბადის ნაკლებობისას უჯრედთა ადაპტაცია
მკვლევარებმა დეტალურად აღწერეს თუ როგორ შეიგრძნობს უჯრედი ჟანგბადს და რა პასუხს იძლევა მისი ნაკლებობისას.
ორგანიზმის ქსოვილში შესაძლოა ჟანგბადის ნაკლებობა ბევრი მიზეზით წარმოიქმნას. მაგალითად: ფიზიკური ვარჯიშისას ან ინსულტის დროს, ტვინის ქსოვილამდე სისხლის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ. უჯრედის მიერ ჟანგბადის შეგრძნების უნარს ასევე დიდი როლი აქვს სიმსივნური ზრდის პროცესშიც — ამ დროს უჯრედების უნორმო გამრავლებამ შესაძლოა ქსოვილის შიგნით არსებული ჟანგბადი სრულად ამოწუროს.
მკვლევართა ნამუშევარი თავისი მნიშვნელობით მართლაც ელეგანტურია: მათ მოახერხეს და აღწერეს საბაზისო ფიზიოლოგიური პროცესი, რაც დიდ სიმაღლზე მცხოვრებ ზოგიერთი სახეობის ცხოველთა თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია და ამასთანავე მათ მიერ აღწერილმა უჯრედულმა პროცესმა სხვა მკვლევარებს საშუალება მისცა უკეთ გაეცნოთ ანემიის, კიბოს და სხვა პათოლოგიების მკურნალობის პრინციპები.
აღმოჩენის პარალელურად უკვე დაიწყო ანემიის სამკურნალო პრეპარატების კვლევა. ვარაუდობენ, რომ მედიკამენტი პაციენტებს სისხლის დიდი დანაკარგის სწრაფად შევსებაში დაეხმარება. ასევე ბიოლოგიური კვლევის პროცესშია კიბოსა და გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებები.
ფიზიკა
2019 წლის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებულები შვედეთის სამეფო აკადემიაში 8 ოქტომბერს გამოაცხადეს. კომიტეტმა გამარჯვება კოსმოლოგ-ფიზიკოსთა ტრიოს არგუნა.
მათმა აღმოჩენებმა სამყაროს აღქმის ჩვენეული კონცეფცია სამუდამოდ შეცვალეს
ჯეიმს პიბლსი
პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ
ფოტო: Niklas Elmedhed / Nobel Media
მიშელ მერი
ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია
ფოტო: Niklas Elmedhed / Nobel Media
დიდიე ქუელო
ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია;
კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
ფოტო: Niklas Elmedhed / Nobel Media
სამყაროს ევოლუცია, ანუ დიდი აფეთქებიდან დღემდე
კანადელ მეცნიერს, ჯეიმს პიბლსს ჯილდო სამყაროს ევოლუციის შესახებ კვლევაში მიღწეული წარმატებებისთვის ერგო. მისი კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო.
კანადელი ასტროფიზიკოსი დაახლოებით 20 წელი მუშაობდა თავის აწ უკვე ნობელის ჯილდოს მფლობელ ნაშრომზე. იგი პირველი გახლდათ, ვინც დიდი აფეთქებიდან 400 000 წლის შემდეგ არსებული მიკროტალღური რადიაციის შესახებ გამოთქვა მოსაზრება და ამგვარად მოახერხა აღეწერა ჩვენი სამყაროს მოწყობა განვითარების ასეთ ადრეულ ეტაპზე. მის მიერ მოწოდებულმა თეორიამ საშუალება მისცა მეცნიერებს გაეაზრებინათ, რომ სამყაროს მხოლოდ 5% არის ჩვენთვის ცნობილი და დანარჩენი 95% უცნობ ბნელ მატერიას უჭირავს. მისი დამსახურებაა, რომ კოსმოლოგია ფუნდამენტური, მათემატიკური მეცნიერება გახდა.
ეგზოპლანეტები და მზე-დედამიწის მსგავსი მოდელები
1992 წელს ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა არსებული პირველი პლანეტა აღმოაჩინეს. სწორედ იმ პერიოდში მკვლევართა შორის აქტიურად მუსირებდა აზრი, რომ, შესაძლოა, მზის სისტემის მიღმა არსებული ვარსკვლავების ირგვლივ პლანეტები სულაც არ ყალიბდებიან.
მერისა და ქუელოს აზრით, პლანეტის გრავიტაციას აუცილებლად ექნებოდა მნიშვნელოვანი გავლენა მისსავე ვარსკვლავზე და ისინი ერთმანეთის მიმართ ერთგვარ მოძრაობაში იქნებოდნენ. ამგვარი ტიპის "წინ და უკან გადაადგილება" აუცილებლად აისახებოდა ვარსკვლავიდან გამოსხივებული სინათლის ტალღის სიგრძეზეც.
ეგზოპლანეტების ძებნის ასეთმა ტექნიკამ გაამართლა და 1995 წლის 6 ოქტომბერს მერიმ და ქუელომ სამყაროში მზე-დედამიწის მოდელის მქონე პლანეტების არსებობის დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა წარმოადგინეს. ამ აღმოჩენიდან დღემდე ასტრონომებისთვის უკვე 4 000-ზე მეტი ეგზოპლანეტის შესახებ არის ცნობილი.
ნობელიანტი მკვლევარების შემუშავებულმა ტექნიკამ ჩვენს ირგვლივ არსებული სამყარო უფრო მრავალფეროვანი გახადა.
ქიმია
2019 წლის ქიმიის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებულები შვედეთის სამეფო აკადემიაში 9 ოქტომბერს გამოაცხადეს. კომიტეტის წლევანდელი ფავორიტები ლითიუმ-იონის ელემენტების შემქმნელები გახდნენ.
ლითიუმ-იონის ელემენტები კაცობრიობისთვის მოპოვებული უდიდესი სარგებელია
ჯონ გუდინაფი
ტეხასის უნივერსიტეტი, აშშ
ფოტო: Niklas Elmehed / Nobel Media
სტენლი ვაითინჰემი
ბინჰემტონის უნივერსიტეტი, აშშ
ფოტო: Niklas Elmehed / Nobel Media
აკირა იოშინო
მეიჰოს უნივერსიტეტი, იაპონია
ფოტო: Niklas Elmehed / Nobel Media
ლითიუმ-იონის ელემენტი
1970-იან წლების ნავთობის კრიზისის ფონზე ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიება აქტიურად დაიწყო. სტენლი ვაითინჰემი ამ პერიოდიდან მოყოლებული მუშაობდა არაბუნებრივ წიაღისეულზე მომუშავე ენერგო-ტექნოლოგიაზე. მან ენერგიით მდიდარი ნივთიერება, ტიტანის დისულფიდი აღმოაჩინა. ამან მას საშუალება მისცა შეექმნა კათოდი — ლითიუმის ელემენტის დადებითი ელექტროდი. მალევე მან შექმნა დამუხტვადი ელემენტის უარყოფითი ელექტროდი, ანოდი. ამისათვის მეცნიერმა ლითიუმის მეტალი გამოიყენა. ამ აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა კომპაქტური ელემენტების კონცეფცია რეალური გამხდარიყო.
ჯონ გუდინაფმა ივარაუდა, რომ კათოდის ხარისხი გამოსწორდებოდა, თუ მის შესაქმნელად სულფიდის ნაცვლად მეტალის დიოქსიდს გამოიყენებდნენ. სწორედ ეს კონცეფცია დახვეწა ამ მეცნიერმა 1980-იან წლებში ლითიუმის ელემენტში კობალტის ოქსიდის გამოყენებით.
გუდინაფის კათოდი საბაზისო ათვლის წერტილი გახდა აკირა იოშინოსთვის, რომელმაც პირველი კომერციული ლითიუმ-იონის ელემენტი 1985 წელს დაამზადა. მისი პროდუქტი ძალზე უსაფრთხო გახლდათ, რადგანაც იაპონელმა მეცნიერმა ლითიუმის მეტალის ნაცვლად ნახშირბადის ბოჭკო, იგივე კარბონი გამოიყენა.
ლითიუმ-იონის ელემენტი გვხვდება ყველგან — მობილური ტელეფონებიდან ელექტრო-ავტომობილებამდე. დროის სვლასთან ერთად, ის სულ უფრო დახვეწილი, მსუბუქი, უსაფრთხო და ტევადი ხდება. თანამედროვე ცხოვრებაში ამ უმნიშვნელოვანეს, მაგრამ ლამის უხილავ დეტალს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მის გარეშე არსებობა გაცილებით რთული იქნებოდა.
ლიტერატურა
2018 წელს შვედეთის აკადემია სკანდალში გაეხვა: ნობელის კომიტეტთან დაახლოებული პირი, ჟან კლოდ არნო თვრამეტმა ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაში. ამის გამო შარშან პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცა, წელს კი ორივე წლის ლაურეატი ერთდროულად გამოავლინეს.
ოლგა ტოკარჩუკი
მწერალი
ფოტო: Niklas Elmehed / Nobel Media.
პეტერ ჰანდკე
მწერალი და მთარგმნელი
ფოტო: Niklas Elmehed / Nobel Media.
2018 წლის პრემია
2018 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში ოლგა ტოკარჩუკი გახდა.
მხატვრული წარმოსახვისთვის, რომელიც ამომწურავი სისავსით გადმოსცემს საზღვრების გადაკვეთის სურვილით ნასაზრდოებ სიცოცხლეს
ოლგა ტოკარჩუკი პოლონელი მწერალი და აქტივისტია. ტოკარჩუკის სამწერლობო დებიუტი 1993 წელს შედგა. სამი წლის შემდეგ, 1996 წელს გამოშვებულმა რომანმა, პირველყოფილობის ხანა და სხვა ეპოქები მწერალი პოლონეთში საზოგადოდ ცნობილი გახადა, ეს რომანი ინგლისურად მხოლოდ 2010 წელს ითარგმნა. ტოკარჩუკის შემოქმედების მწვერვალად ისტორიული რომანი, იაკობის წიგნები მიიჩნევა. 2018 წელს პოლონელმა მწერალმა პრესტიჟული ბუკერის ჯილდო მოიგო ნაშრომისათვის გაქცეულები, რომელიც 2007 წელს გამოიცა პოლონურად და ინგლისურად 10 შემდეგ ითარგმნა.
ოლგა ტოკარჩუკი თანამედროვე პოლონურ ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად ითვლება.
2019 წლის პრემია
2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში პეტერ ჰანდკე გახდა.
ევროპის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი
პეტერ ჰანდკე კი ავსტრიელი მწერალი და მთარგმნელია. მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრებად პიესა სოფლების შესახებ და ნოველა გამეორება მიიჩნევა. მასვე ეკუთვნის ვიმ ვენდერსის ფილმის Wings of Desire სცენარი.
ჰანდკეს გამარჯვება ცოტათი მოულოდნელი აღმოჩნდა, წინა წლის სკანდალური მოვლენების ფონზე, რადგანაც მწერლის სახელს რამდენიმე გახმაურებული სკანდალი უკავშირდება.
ავსტრიელი რომანისტის სანახევროდ სლოვენიელია და მას არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი აზრი იუგოსლავიაში მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირების შესახებ. ჰანდკე ხშირად უარყოფდა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის სახელით ცნობილ მოვლენას, რასაც ათასობით მუსლიმი ბოსნიელი შეეწირა.
სწორედ მან წარმოთქვა სიტყვა სერბეთი ომის კრიმინალის, სლობოდან მილოშევიჩის დასაფლავებაზე. თავისი ამ გადაწყვეტილების გამო ჰანდკე მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, რის გამოც იგი ჰაინრიხ ჰაინეს პრიზის ნომინაციიდან მოხსნეს. 2014 წელს იბსენის საერთაშორისო ჯილდოს მიღებამაც უხმაუროდ არ ჩაიარა — ავსტრიელის გამარჯვებას ნორვეგიაში პროტესტი მოყვა. იმავე წელს ჰანდკემ ნობელის პრემიის კონცეფცია მკაცრად გააკრიტიკა და იგი "ლიტერატურაში სიყალბის კანონიზაციაში" დაადანაშაულა.
მშვიდობა
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს სტოკჰოლმის ნაცვლად ოსლოში აცხადებენ — გადაწყვეტილების ავტორი თავად ალფრედ ნობელი გახლდათ. ეს ტრადიაციად ქცეული გამონაკლისი არც წელს დაირღვა. კომიტეტის წლევანდელი რჩეული ეთიოპიის პრემიერმინისტრი გახდა.
ჯილდო გადაეცემა მშვიდობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის. უფრო კონკრეტულად, მეზობელ ერიტრეასთან სასაზღვრო კონფლიქტის მოსაგვარებლად მიღებული ინიციატივისთვის
აბი აჰმედი
ეთიოპიის პრემიერმინისტრი
ფოტო: Niklas Elmehed / Nobel Media
რეგიონში მშვიდობისკენ მიმავალი რთული გზა
აბი აჰმედი ეთიოპიის პრემიერმინისტრის პოსტს 2018 წლის აპრილიდან იკავებს. მას პოლიტიკური კურსი დემოკრატიისკენ აქვს აღებული და ღრმად სწამს გამოხატვის თავისუფლების დიდი მნიშვნელობის. მისი მმართველობის პირობებში ათასობით პოლიტ. პატიმარი გათავისუფლდა ციხიდან, მედიას ცენზურა მოეხსნა, აქამდე აკრძალულ ოპოზიციურ პარტიებს ლეგალურად მუშაობის უფლება მიეცათ, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვნენ ქალები და კორუმპირებული ჩინოვნიკები თანამდებობიდან განთავისუფლდნენ.
თანამდებობაზე მოსვლიდან მალევე აბი აჰმედიმ ერიტრეას პრეზიდენტთან, ისაიას აფევერკისთან თანამშრომლობით სწრაფად შეიმუშავა სამშვიდობო შეთანხმების პრინციპები და ორ ქვეყანას შორის არსებული 20 წლიანი კონფლიქტი საბოლოოდ სამშვიდობო ხელშეკრულების დამტკიცებით დასრულდა.
ერიტრეასთან დიპლომატიური კავშირის აღდგენის კვალდაკვალ ეთიოპიის პრემიერმინისტრმა ურთიერთობები დაათბო ასევე მეზობელ ჯიბუტისთან. აბი აჰმედი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კენიასა და სომალის შორის მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაში. მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდისკენ გადაინაცვლა სამოქალაქო კონფლიქტმა სუდანშიც. 2019 წლის 17 აგვისტოს მხარეებს შორის დაპირისპირება განახლებული კონსტიტუციის მიღებით და ქვეყნის მმართველობის მშვიდობიანი გადაცემით დასრულდა. მთელ ამ პროცესში აჰმედიმ საკვანძო როლი შეასრულა.
ეკონომიკა
ნობელის პრემია ეკონომიკაში სხვა ნომინაციებთან შედარებით უფრო ახალია და იგი 1968 წლიდან გაიცემა. 2019 წლის ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებულები შვედეთის სამეფო აკადემიაში 14 ოქტომბერს გამოაცხადეს. კომიტეტის წლევანდელი ფავორიტი სიღარიბის დასაძლევად მომუშავე ეკონომისტთა სამეული გახდა.
წლევანდელმა ლაურეატებმა გლობალურ სიღარიბესთან ბრძოლის ახალი და უფრო ეფექტური მიდგომა შეიმუშავეს
აბედჯიდ ბენერჯი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, აშშ
ფოტო: Niklas Elmehed / Nobel Media
ესთერ დიუფლო
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, აშშ
ფოტო: Niklas Elmehed / Nobel Media
მაიკლ კრემერი
ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ
ფოტო: Niklas Elmehed / Nobel Media
პატარა ცვლილებებით, დიდი შედეგისკენ
მკვლევართა ჯგუფის ნოვატორული იდეა თავისი არსით საკმაოდ მარტივია: გლობალური პრობლემის გადასაჭრელად იგი უფრო მცირე ნაწილებად უნდა დაჰყო და მათ მოგვარებას შეუდგე. მათი მიდგომა პრაქტიკაში საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.
1990-იანი წლების შუაში, მაიკლ კრემერმა თავის კოლეგებთან ერთად თვალნათლივ წარმოაჩინა მისი ნოვატორული მიდგომის ეფექტურობა. ეს დასკვნა მან დასავლეთ კენიის სკოლებში ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევით განამტკიცა. მოგვიანებით იგივე ტიპის მიდგომა აბედჯიდ ბენერჯიმ და ესთერ დიუფლომ გამოიყენეს ამჯერად სხვა სფეროში და სხვა ქვეყანაში. მოცემულ მომენტში ამ კვლევის მეთოდები განვითარებად ეკონომიკებში სრულად დომინირებს.
ლაურეატთა შრომის შედეგად გლობალურ სიღარიბესთან პრაქტიკული ბრძოლის ტაქტიკა შეიცვალა. მათი დამსახურებით ინდოეთში მცხოვრები 5 მილიონზე მეტი ბავშვის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა — მათ უფრო ეფექტური სწავლების მეთოდოლოგია დახვდათ სკოლებში. ეკონომისტთა ტრიოს შემუშავებულია ასევე პრევენციული ჯანდაცვის სისტემის მძიმე სუბსიდირების იდეაც, რომელსაც მრავალ ქვეყანაში უკვე პრაქტიკაში იყენებენ.
2019 წლის ნობელის პრემიების გადაცემის საზეიმო ცერემონია 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები