მილიარდელი დევიდ კოხი, რომელიც ამერიკაში რესპუბლიკურ პარტიას აფინანსებდა, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი სიმსივნეა, რომელსაც ის წლების განმავლობაში ებრძოდა.

მილიარდელისა და ქველმოქმედის გარდაცვალება მისმა ძმამ, ჩარლზ კოხმა დაადასტურა. მისი განცხადებით, დევიდს პროსტატის კიბოს დიაგნოზი 27 წლის წინ დაუსვეს.

Forbes-ის მიხედვით, ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებში მე-11 ადგილზე იყო. ის ძმასთან ერთად ფლობდა Koch Industries-ს, თუმცა თავისი თანამდებობიდან 2018 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა. კოხებს დიდი გავლენა ჰქონდათ კონსერვატიულ მოძრაობაზე, რის გამოც ამერიკის ლიბერალური ნაწილი მათ ხშირად აკრიტიკებდა.

"ამერიკის პრობლემას კოხები წარმოადგენენ", — წერია ტრანსპარანტზე.

ფოტო: Getty Images

კოხი ასევე აფინანსებდა ხელოვნებას, განსაკუთრებით კი ბალეტის ინდუსტრიას. გასულ წელს, მან ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრს 100 მილიონი დოლარი შესწირა, ხოლო მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს — $65 მლნ.

ფორბსის მიხედვით, კოხის ქონება 42,4 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.