კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია
ფოტო: კოკა-კოლა
საქართველო მსოფლიო საფეხბურთო ზეიმის ნაწილია
ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი (FIFA World Cup™) და კოკა-კოლა (Coca-Cola Global) უკვე ათწლეულებია განუყოფელი პარტნიორები არიან. მსოფლიო ჩემპიონატი, თავისი ისტორიითა და ემოციებით, კოკა-კოლას გარეშე წარმოუდგენელია, ისევე როგორც კოკა-კოლას გლობალური საფეხბურთო კამპანიები ფიფას (FIFA) გარეშე. ეს არის პარტნიორობა, რომელიც მთელი მსოფლიოს მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს და ფეხბურთის სიყვარულს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია გულშემატკივრებისთვის საქართველოში განსაკუთრებულ საფეხბურთო ზეიმს ქმნის. მსოფლიო ბრენდმა ფიფას გლობალური პარტნიორები — KIA და McDonald's — საქართველოშიც გააერთიანა, იმისთვის, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოცია, გამორჩეული პრიზები და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზოს.
ეს უნიკალური თანამშრომლობა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად მიიღოს სრულიად ახალი გამოცდილება და თავად გახდეს წლის ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო მოვლენის ნაწილი.
გრანდიოზული კამპანია, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს აერთიანებს
1 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ, კოკა-კოლას მასშტაბურ საპრიზო კამპანიაში ჩაერთონ და ისეთი გამორჩეული პრიზები მიიღონ, რომლებიც ემოციებით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასშტაბს შეესაბამება, მომხმარებლების ცხოვრების ხარისხზე გავლენას ახდენს და მათთვის კომფორტს ქმნის.
რატომ ირჩევენ და ყიდულობენ მომხმარებლები კოკა-კოლას?
გარდა იმისა, რომ კოკა-კოლა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ხარისხიანი ბრენდია, ასევე ის მუდმივად ცდილობს უფრო სასიამოვნო და კომფორტული ყოველდღიურობის შექმნას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მიმდინარე მასშტაბური საპრიზო კამპანიაც, რომელიც მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ფეხბურთისადმი სიყვარულთან ერთად ცხოვრების ხარისხიც გაიუმჯობესონ.
კამპანიაში მონაწილეობის მიღების წესები მარტივია: მომხმარებლებმა უნდა შეიძინონ კოკა-კოლა კლასიკი (Coca-Cola Classic), კოკა-კოლა ზერო (Coca-Cola Zero), ფანტა ფორთოხალი (Fanta Orange) ან ფანტა ბროწეული (Fanta Pomegranate) ყვითელი თავსახურით; ბოთლის ეტიკეტზე დატანილი QR კოდის საშუალებით გადმოწერონ აპლიკაცია — Coca-Cola Rewards Georgia და შემდეგ ამავე აპლიკაციაში თავსახურის ქვეშ მოთავსებული 10-ნიშნა კოდი შეიყვანონ. თითოეული კოდი გათამაშების 1 ბილეთია.
გრანდიოზული ფინალი — გამარჯვებულები 2026 წლის 19 ივლისს, 20:00 საათზე პირდაპირი ეთერის ფორმატით სპორტული მაუწყებლის Setanta-ს სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე, ასევე Coca-Cola Bottlers Georgia-სა და KIA Georgia-ს Facebook Live-ის საშუალებით გამოვლინდებიან.
ფიფასა და კოკა-კოლას გრანდიოზულ საპრიზო კამპანიას 5 გამარჯვებული ეყოლება:
- I გამარჯვებული — 5 000-ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი;
- II გამარჯვებული — 10 000-ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი;
- III გამარჯვებული — Sony K-65XR80M2 ტელევიზორისა და PlayStation 5-ის მფლობელი გახდება;
- IV გამარჯვებული — გეიმინგ-კომპიუტერის კომპლექტი;
- V გამარჯვებული — სრულიად ახალი ელექტრო ავტომობილი — KIA EV6 GT Line.
KIA EV6 — მთავარი პრიზი, რომელიც მომავლის მართვის გამოცდილებას გთავაზობთ
კამპანიის მთავარი პრიზი — KIA EV6 GT Line — თანამედროვე ელექტრომობილების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია.
EV6 — KIA-ს პირველი სრულად ელექტრო ავტომობილია. ეს ავტომობილი არ შექმნილა ადაპტირებული ბენზინის მანქანის საფუძველზე, არამედ თავიდანვე მხოლოდ ელექტრო პლატფორმისთვის იყო გათვალისწინებული, რაც ამ ავტომანქანას უფრო მეტ სივრცეს, კომფორტსა და ეფექტურობას ანიჭებს.
ელექტრომობილი ერთი დამუხტვით 455 კილომეტრის გავლას ახერხებს. სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის წყალობით ბატარეის 10%-დან 80%-მდე შევსება დაახლოებით 18 წუთშია შესაძლებელი.
EV6 არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით, არამედ საერთაშორისო აღიარებითაც გამოირჩევა. ელექტრო ავტომობილის ეს მოდელი 2022 წელს ევროპის წლის ავტომობილის (European Car of the Year 2022) გამარჯვებულია და ამავე მოდელს სხვადასხვა დროს 30-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. მას ასევე მინიჭებული აქვს — მსოფლიოს საუკეთესო სპორტული ავტომობილის (World Performance Car 2023) და ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო მრავალფუნქციური ავტომობილის (North American Utility Vehicle of the Year 2023) სტატუსი. ავტოინდუსტრიაში იშვიათია, რომ ერთი მოდელის ავტომობილს ამდენი ჯილდო ჰქონდეს მიღებული.
ელეგანტური დიზაინი, ინოვაციური ტექნოლოგიები, მაღალი წარმადობა და კომფორტი KIA EV6-ს იმ ელექტრო ავტომობილად აქცევს, რომლითაც მომავლის მანქანები დღესვე ხელმისაწვდომი ხდება.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის კოკა-კოლას მასშტაბური კამპანია მხოლოდ ფინალური პრიზებით არ შემოიფარგლება. Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში მომხმარებლებს მთელი კამპანიის განმავლობაში (19 ივლისამდე) სხვადასხვა აქტივობა დახვდებათ, რომლებიც გამარჯვებისა და დასაჩუქრებისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.
McDonald's-ის მინი-თამაშები (15 ივნისი – 20 ივლისი) — McDonald's-ის აპლიკაციის 150 000, 100 000 და 80 000-იანი ქულებით ყოველკვირეულად სამი მონაწილე დასაჩუქრდება. პირველ ადგილზე გასული კი მაკდონალდსის სასაჩუქრე ჩანთასა და KIA-ს ბრენდირებულ საჩუქრებს მიიღებს.
Setanta-ს ქვიზები (21 ივნისიდან) — Coca-Cola Rewards აპლიკაციაში ყოველდღიურად, 12:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაზე სამი ახალი კითხვა გამოქვეყნდება. ოთხი კვირის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით, ლიდერბორდის საუკეთესო 10 მონაწილე განსაკუთრებულ პრიზებს მიიღებს. გამარჯვებისთვის გადამწყვეტი იქნება კითხვებზე ყველაზე სწრაფი და სწორი პასუხების გაცემა. ყოველკვირეულ გამარჯვებულებს PlayStation 5, FC26 დისკი, KIA-ს ექსკლუზიური ბრენდირებული საჩუქრები და Setanta-ს წლიური ვაუჩერი გადაეცემათ.
მომხმარებლებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა, კოკა-კოლას აპლიკაციაში დაგროვებული ქულები მრავალფეროვან და მათთვის სასურველ ვაუჩერებში გადაცვალონ.
შექმენი დაუვიწყარი მომენტები კოკა-კოლასთან ერთად!!!
გახდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) განსაკუთრებული ისტორიის ნაწილი!!!
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
კომენტარები