G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე
"დიდი შვიდეულის" (G7) სამიტის შემდეგ, ლიდერები საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი "იღებენ ვალდებულებას გააძლიერონ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე" და ახალი სანქციების დაწესებას აანონსებენ.
"დიდი შვიდეულის" ლიდერები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებენ და მხარს უჭერენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და უსაფრთხოებას.
ლიდერები ასევე შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე და განიხილავენ უკრაინისთვის ლიცენზიის გახანგრძლივებას, რაც მათ სამხედრო წარმოების გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.
"დიდი შვიდეულის" ლიდერები, ერთიანები ვართ უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისადმი ურყევ მხარდაჭერაში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც განიცდის თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ვაფასებთ უკრაინის გამძლეობასა და ბოლო თვეებში ბრძოლის ველზე მიღწეულ პროგრესს და ხაზს ვუსვამთ, რომ ამჟამად ახალი იმპულსი არსებობს.
ამ ახალი იმპულსის მხარდასაჭერად და დასაჩქარებლად, ვთანხმდებით, გავზარდოთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების, დამატებითი სისტემებისა და გადამჭრელი რაკეტების, ასევე შორი მოქმედების შესაძლებლობების მიწოდება. ასევე მზად ვართ განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გახანგრძლივებას, რაც უკრაინას სამხედრო წარმოების გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.
ხაზს ვუსვამთ ენერგეტიკული მდგრადობის მნიშვნელობას, უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებებისა და პრიორიტეტების საფუძველზე. ვთანხმდებით, გავუწიოთ დამატებითი მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ მომავალი ზამთარი წარმატებით გადაიტანოს.
ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე. ამ კონტექსტში, გავამკაცრებთ სანქციებს, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორების წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ახლა სწორი დროა დამატებითი ზომების მისაღებად, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მიზნით," — ვკითხულობთ G7-ის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
ცნობისათვის, "დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკ რუბიოს და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
"დიდი შვიდეულის" ლიდერების განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ისინი მიესალმებიან შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების გამოცხადებას, რომლის დამსახურებითაც ირანი ვერ შეძლებს ბირთვული იარაღის მოპოვებას და რეგიონში ბალისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების შექმნას.
"მივესალმებით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების გამოცხადებას, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობითა და შუამავალი ქვეყნების მხარდაჭერით იქნა მიღწეული. ეს ისტორიულ შესაძლებლობას ქმნის, რათა ირანმა ვერ მოიპოვოს ბირთვული იარაღი და გადაიჭრას მის რეგიონულ და ბალისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ შეთანხმებას და მზად ვართ, მის განხორციელებაში წვლილი შევიტანოთ.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ შეზღუდვებისა და გადასახადების გარეშე ტრანზიტის უფლება საერთაშორისო ვაჭრობის ფუნდამენტური პრინციპია. ვთანხმდებით, რომ საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნულ, დამოუკიდებელ და თავდაცვით ინიციატივას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობაში — სავაჭრო გემების დაცვით, კომერციული გადაზიდვების ოპერატორების დარწმუნებითა და ნაღმების სრულად განეიტრალების დადასტურების მხარდაჭერით.
მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის შემდგომ ძლიერ და ყოვლისმომცველ დიპლომატიურ შეთანხმებას, რომელსაც შეუძლია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხაზს ვუსვამთ, რომ ამ მიზნით მოლაპარაკებებმა უნდა მოიცვას ირანისგან მომდინარე რეგიონული და გლობალური საფრთხეები და უზრუნველყოს, რომ ირანი არასოდეს მოიპოვებს ბირთვულ იარაღს. ვთანხმდებით, რომ ასეთ მოლაპარაკებებს სარგებელს მოუტანს შესაბამისი რეგიონული და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA), მონაწილეობა. კვლავ ვადასტურებთ, რომ ირანი არასოდეს მოიპოვებს ბირთვულ იარაღს.
ლიბანში მხარს ვუჭერთ ლიბანის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც დაუყოვნებელი და მტკიცე ცეცხლის შეწყვეტის გზით მიზნად ისახავს "ჰეზბოლას" განიარაღებას, იარაღზე სახელმწიფოს ექსკლუზიური კონტროლის დამყარებას და ლიბანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას შესაბამისი საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებით.
ღაზაში დავაჩქარებთ ჰუმანიტარულ და აღდგენით ძალისხმევას, ასევე შესაბამისი პოლიტიკური და უსაფრთხოების ზომების სწრაფ განხორციელებას. მოვუწოდებთ დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის შეწყვეტისკენ.
ვიღებთ ვალდებულებას, დავაჩქაროთ ენერგომომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაცია, რათა შემცირდეს მსოფლიოს მოწყვლადობა ჰორმუზის სრუტის მიმართ და გაიზარდოს ენერგეტიკული მარაგები. მივესალმებით კანადის პოტენციალს, მომდევნო წლებში მსოფლიო ბაზრებს მნიშვნელოვანი დამატებითი სიმძლავრე მიაწოდოს," — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები