თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსმა გეზის ფილიალში მომსახურების ახალი, უნივერსალიზებული მოდელი დანერგა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპს ეფუძნება. სატვირთო და კომერციული ტრანსპორტის მფლობელებს ერთ სივრცეში სრული ტექნიკური მომსახურების მიღება შეუძლიათ. სიახლე კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის განვითარებას ემსახურება.
ფოტო: თეგეტა
განახლებული მოდელის მთავარი არსი — მომხმარებელს სერვისცენტრში მისვლიდან პროცესის დასრულებამდე ერთი სერვისის მრჩეველი ემსახურება. ის სრულად უზრუნველყოფს ყველა საჭირო პროცედურას — ავტომობილის რეგისტრაციას, ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვას, შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაციას, დოკუმენტაციის მოწესრიგებასა და ანგარიშსწორებას. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს დროის დანახარჯს და ამარტივებს მომსახურების სრულ ციკლს.
ვახტანგ ზივზივაძე, თეგეტა მოტორსის გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი: “გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზაციის მთავარი მიზანი მომხმარებლის გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესება და პროცესების მაქსიმალურად გამარტივება იყო. თეგეტა მოტორსი უკვე 30 წელზე მეტია, მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს ავითარებს და ეს პროექტიც სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. დღეს მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის ეფექტიანად მართვა, ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო, ერთ სივრცეში შეგვეთავაზებინა სრულყოფილი და კომფორტული მომსახურება. უნივერსალიზებული მოდელი ერთი ფანჯრის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს პროცესის ყველა ეტაპზე ერთი სერვისის მრჩეველი ემსახურება, რომელიც კოორდინაციას უწევს, როგორც ტექნიკურ პროცესებს, ისე სხვა ყველა საჭირო მიმართულებას. შედეგად, მომხმარებელი ზოგავს დროს და მომსახურებას ბევრად უფრო სწრაფად და ორგანიზებულად იღებს“.
ფოტო: თეგეტა
გეზის ფილიალში მომხმარებელს შეუძლია, ერთ სივრცეში მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება — სავალი ნაწილის, ძრავის, ელექტროსისტემების, სამუხრუჭე სისტემისა და გამონაბოლქვის დიაგნოსტიკა. ფილიალში ფუნქციონირებს დიზელის საწვავის სისტემების, ძალური გადაცემის აგრეგატებისა და Thermo King-ის სამაცივრე სისტემების სერვისიც. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ვულკანიზაცია, სამღებრო-სათუნუქე და სარობოტე სამუშაოები. ფილიალში მოწყობილია რეგიონში უნიკალური, 22-მეტრიანი სამღებრო სივრცე, სადაც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებების სრულად შეღებვაა შესაძლებელი. სერვისცენტრში ფუნქციონირებს, როგორც სტაციონარული, ისე მობილური სერვისის ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს ადგილზე ემსახურებიან.
ფოტო: თეგეტა
გამორჩეულია სერვისი Health Check, რომელიც ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის პრევენციულ შეფასებას გულისხმობს. სერვისცენტრში მომართვისას, კონკრეტული დაზიანების მიუხედავად, მენეჯერი ავტომობილს სრულად ათვალიერებს, შედეგებს სისტემაში ასახავს და მომხმარებელს დეტალურ აქტს უმზადებს რეკომენდაციებითა და განფასებით. ეს მიდგომა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პოტენციური ტექნიკური რისკები წინასწარ აღმოაჩინოს და მასშტაბურ დაზიანებამდე აღმოფხვრას.
უნივერსალური სერვისების დანერგვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კერძო სექტორზე, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ბიზნესზე, რომელთათვისაც ავტოპარკის გაუთვალისწინებელი შეფერხება პირდაპირ კავშირშია საოპერაციო დანაკარგებთან. ერთი ფანჯრის პრინციპი და პრევენციული სერვისები კი ამცირებს ტექნიკურ რისკებს, აუმჯობესებს ბიზნესპროცესების უწყვეტობას და მცირე და საშუალო ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს.
“გეზის ფილიალი ყოველდღიურად ემსახურება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობაში ჩართულ პირებს, სადაც დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რესურსია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა ნებისმიერი ტიპის ტექნიკური მომსახურება ერთ სივრცეში, სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიიღოს“, — აღნიშნავს ვახტანგ ზივზივაძე.
მომსახურების მოლოდინის პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია თეგეტა ლაუნჯის სივრცე, რომელიც მოიცავს მოსასვენებელ ზონას, კაფე საირმე ბეიქერის მომსახურებით, ასევე საშხაპე და სამრეცხაო სივრცეებს — სერვისებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროა საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლაში ჩართული მძღოლებისთვის.
გეზის ფილიალი საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, მათ შორის არის MAN, Bridgestone, Michelin, ZF და სხვა, რაც პირდაპირ აისახება როგორც ტექნიკურ სტანდარტებზე, ისე მომსახურების ხარისხზე. ფილიალში მისულ მომხმარებლებს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი ხვდება, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადებასა და საერთაშორისო ტრენინგებშიც მონაწილეობენ. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ჰაბად აქცევს სატვირთო და კომერციული ტრანსპორტის მომსახურების მიმართულებით.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები