მარტინ სკორსეზე, რომელიც მარველს და თანამედროვე კინოს აძაგებდა, AI-ის ფანი გამოდგა
ფოტო: Getty Images
ვინ-ვინ და თანამედროვე კინოინდუსტრიის თავგამოდებული კრიტიკოსი თუ ყველაზე საკამათო ახალი ტექნოლოგიის მხარდამჭერი იქნებოდა, ვერ ვიფიქრებდით. როგორც ცნობილი გახდა, მარტინ სკორსეზე ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპანიას კონსულტაციას უწევს "შემოქმედებითობის საზღვრების გასაფართოებლად და მაყურებლისთვის უფრო მრავალფეროვანი გამოცდილების შესათავაზებლად". ამასთან, ოსკაროსანი რეჟისორი აღიარებს, რომ კომპანიის გენერაციულ ტექნოლოგიას თავადაც იყენებს სცენის ვიზუალური ორგანიზების ("სთორიბორდის") შესაქმნელად.
"კინო ახალი მედიუმია, დაახლოებით, 125 წელს ითვლის მხოლოდ, ასე რომ, ღია უნდა ვიყოთ მისი განვითარების შესაძლებლობების მიმართ", — აცხადებს სკორსეზე, — "Hugo-ის გადაღებისას, 3D ტექნოლოგია გამოვიყენე, The Irishman-ში კი — გაახალგაზრდავების ეფექტი. ახლა, ამ ხელსაწყოს საშუალებით, ჩემს გუნდს შემიძლია უფრო მკაფიოდ გავუზიარო ჩემი ხედვა. [...] როცა ასეთი ინსტრუმენტი გაქვს, ყველაფერი უფრო სწრაფად გამოგივა და ფილმზე მუშაობის დროს დაზოგავ".
AI კომპანია, რომელთანაც სკორსეზე თანამშრომლობს, Black Forest Labs გახლავთ. მისი აღმასრულებელი დირექტორის, რობინ რომბახის თქმით, ოსკაროსან რეჟისორთან პარტნიორობა მოწმობს, რომ "ეს საქმე გამოდის".
სკორსეზეს გარდა, კიდევ რამდენიმე ცნობილ რეჟისორს ჰგონია, რომ "ეს საქმე გამოდის". მათ შორისაა ავატარის შემქმნელი ჯეიმს კამერონი და ბეჭდების მბრძანებლის რეჟისორი პიტერ ჯექსონი, რომელიც AI-ს სპეცეფექტებს ადარებს.
თუმცა, არსებობენ ისეთი ხელოვანებიც, რომლებიც გენერაციული ხელოვნური ინტელექტისადმი მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავენ. "შევე*ი ხელოვნურ ინტელექტს", — განაცხადა ლეგენდარულმა გილერმო დელ ტორომ კანის წლევანდელ კინოფესტივალზე. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე AI გამოვიყენოო, აღნიშნა მექსიკელმა რეჟისორმა შარშან.
83 წლის მარტინ სკორსეზე კი წლების განმავლობაში არ ერიდებოდა თავისი კოლეგების ნამუშევრების კრიტიკას. 2019 წელს მან განაცხადა, რომ "კინოთეატრებში მარველის ფილმები არ უნდა გადიოდეს", რადგან ეს ფილმები "კინო არაა". მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ჩვენს დროში "კინო ღირსებასა და ღირებულებას მოკლებულია, დაკნინებულია ყველა მხრივ, განსაკუთრებით კი მხატვრულობით". კინოხელოვნებაზე ზრუნვას დღევანდელ კინოინდუსტრიას ვერ მივანდობთო, თქვა სკორსეზემ 2021 წელსაც.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები