პოლიციამ ბათუმში ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. უწყების განცხადებით, ბრალდებულები ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვის მცდელობისას აიყვანეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 19-177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე ვადით.