რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსგენდერი პერსონაჟის გამოჩენა ჩემი ცოლის დაქალებში
ფოტო: ჩემი ცოლის დაქალები / ფორმულა კრეატივი
ჩემი ცოლის დაქალებს, პოპულარულ ქართულ სერიალს, რომელიც უკვე ათი სეზონია რუსთავი 2-ის ეთერში გადის, სოციალური პასუხისმგებლობაზე პრეტენზია არასოდეს ჰქონია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სერიალის შემქმნელები მტკივნეულ თემებზე "საუბარს" არასოდეს გაურბოდნენ.
ჩემი ცოლის დაქალები კომედიური შოუა, რომელიც გროტესკით გადმოსცემს ქართული საზოგადოების ზნე-ჩვეულებებს და ამ გროტესკსა და სიცილ-ხარხარში, ხანდახან, მტკივნეულ თემებსაც ეხება.
სერიალში გამოჩნდა LGBTQI პერსონაჟი, რომელიც მარგინალიზებული არ იყო და საზოგადოებას აჩვენა, რომ გეი მამაკაცი აუცილებლად ფემინური არ არის - ისე, როგორც ეს ყველა სამხრეთ ამერიკულ საპნის ოპერაშია. სწორედ ამ საპნის ოპერებმა ჩამოაყალიბა თავის დროზე ის მავნებლური სტერეოტიპი, რომელიც საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ აქვთ.
აქვე იყო წამოჭრილი მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევის თემა, როდესაც ნატაშკამ უარი თქვა მსხვერპლის როლზე და დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება.
აქ ვნახეთ გაუპატიურების და მასთან დაკავშირებული სტიგმების, საზოგადოების დამოკიდებულებისა და სხვა მნიშვნელოვანი თემებიც.
თუმცა, ტრანსგენდერი პერსონაჟის გამოჩენა, სერიალის ყველაზე თამამი ნაბიჯია. ტრანსგენდერი პერსონაჟები და ამ მოწყვლად ჯგუფთან დაკავშირებული თემები, არათუ საქართველოში, არამედ ჰოლივუდშიც დიდი პრობლემაა. მაგალითად, წლევანდელ Emmy-ზე, სერიალ Transparent-ის ვარსკვლავმა ჯეფრი ტემბორმა, ჯილდოს მიღების სამადლობელ სიტყვაში, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტელე და კინო პროდიუსერებმა უფრო მეტი ტრანსგენდერი ადამიანი უნდა დაასაქმონ შოუ-ბიზნესში და მისცენ მათ როლები.
"იმედი მაქვს, რომ მე ბოლო მამაკაცი ვარ, რომელიც ტრანსგენდერი ქალის როლს თამაშობს და შემდგომში, ასეთ როლებზე, ტრანსგენდერ ადამიანებს დაამტკიცებენ", განაცხადა ტემბორმა.
Transparent ამაზონის სერიალია, რომელიც 70 წელს მიღწეული მამაკაცის ისტორიას მოგვითხრობს. მთავარი პერსონაჟი მორა ფეფერმანი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც მთელი ცხოვრება ნიღაბს ატარებდა, დაქორწინდა ქალზე, რომელთანაც 3 შვილი ეყოლა, იყო საზოგადოებისთვის "მისაღები" ადამიანი და მთელი თავისი ცხოვრება საკუთარ თავში მალავდა ქალს, რომელიც სინამდვილეში იყო.
ტრანსგენდერი ადამიანი არის ადამიანი, რომელიც დაბადებისას მინიჭებულ ანუ ბიოლოგიურ სქესთან თვითიდენტიფიკაციას არ ახდენს. ანუ მარტივად, რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელიც არის ქალი ან კაცი და ის დაიბადა საპირისპირო სქესის სხეულით.
ტრანსგენდერი ადამიანები LGBTQI თემის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. ხშირად, ისინი სიძულვილის ობიექტები თავად ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი ადამიანების მხრიდანაც კი ხდებიან. ეს დამოკიდებულება, დასავლეთში, ასე თუ ისე, შეიცვალა, მაგრამ საქართველოში, პოსტ-საბჭოთა სივრცესა და სხვა კონსერვატიულ ქვეყნებში სიტუაცია უარესობისკენ მიდის.
ტრანსგენდერი ადამიანები ხშირად ხდებიან ფატალური დანაშაულების მსხვერპლებიც. მაგალითად, საქართველოში ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი მოკლეს. ამ მკვლელობაზე საზოგადოების დამოკიდებულება შოკისმომგვრელი იყო. საქართველოში, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ადამიანის მკვლელობა არათუ გამართლებულად, არამედ სასიხარულოდაც მიაჩნიათ. Facebook-ზე სხვადასხვა ჯგუფებსა და გვერდებზე დატოვებული კომენტარები ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს შოკში ჩააგდებს. საქმე ისაა, რომ ქართველებს, მკვლელობა, მკვლელობის გამო გამოხატული სიხარული და მოკლულთა გვამებზე ვირტუალური როკვა ნორმალურად მიაჩნიათ, სამაგიეროდ ავადმყოფებად და საზოგადოების ხორცმეტებად აღიქვამენ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ უმრავლესობისგან ოდნავ განსხვავებულები მოევლინნენ ამ ქვეყანას.
ტრანსგენდერი ადამიანები ქართველ ტელე-მაყურებელს ადრეც უნახავს. ქართველი ტრანსგენდერები ხშირად იყვნენ ბულვარული და ყვითელი გადაცემების სტუმრები, სადაც წამყვანებისა და პროდიუსერების დამსახურებით "სკანდალურ" და სასაცილო სტუმრებად იყვნენ წარმოჩენილები. ქართველი მაყურებელი, ყოველი ასეთი გადაცემის შემდეგ ვირტუალურ ისტერიკას აწყობდა და ტელეარხებს "პროპაგანდის" შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. პროპაგანდაზე ამ სტატიაში არ ვისაუბრებ, რადგან ეს ვრცელი და აბსურდული თემაა, რომელიც ცალკე ყურადღებას საჭიროებს. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, თუ რატომ თანხმდებოდნენ ქართველი ტრანსგენდერები ასეთ გადაცემებში მონაწილეობას. საქმე ისაა, რომ ეს ერთადერთი ხერხია, რომლითაც მათ შეუძლიათ ოდნავ დაცულად იგრძნონ თავი. თუ ტრანსგენდერი ან სხვა უმცირესობის წარმომადგენელი ადამიანი თავს "გაიმასხარავებს" და საზოგადოებას თავს შეაცოდებს, წარმოუდგება მას როგორც შოუმენი, მოკარდაშიანო პერსონაჟი, ეს მასზე ძალადობის შანსებს ასე თუ ისე ამცირებს, ოდნავ, უმნიშვნელოდ, მაგრამ ტრანსგენდერების ცხოვრებაში ასეთი პროპორციაც კი დიდი შვებაა. ასეთი პერსონაჟები ჰომოფობიითა და ტრანსფობიით დაავადებული საზოგადოებისთვის "საფრთხეს" აღარ წარმოადგენენ, რადგან საზოგადოებამ იცის, რომ ისინი უბრალოდ ჯამბაზები არიან. ცხადია, ეს ადამიანები ბოლომდე დაცულები არ არიან და ამას ქართველი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაც ადასტურებს.
ჰომოფობია და ტრანსფობია, ძირითად შემთხვევაში, უვიცობით არის გამოწვეული და ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, გია ჯაჯანიძის შოუში, ვინმე ტიგინას, მობაბულიკო ბარდის გამოსვლაა. როდესაც, მან, ამ შოუში მიწვეულ კესარია აბრამიას ასეთი აბსურდული შეკითხვა დაუსვა:
"აი, შენი მესმის, ტო! მაგრამ აი, ხო ხვდები, ვიღაცა, რო დაგინახავს და შენ გამოგყვება ის ხო დაღუპულია, ტო?" - ტოების განლაგება ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ფრაზა დაახლოებით ასე ჟღერდა. ტიგინას და სხვა მობაბულიკო ქართველებს, რომლებსაც ძველბიჭური ტონით და K-pax-ის საუნდტრეკის ფონზე წაკითხული ლექსები "ევასებათ", ჰგონიათ, რომ ტრანსგენდერობა და ჰომოსექსუალობა გადამდებია ან "მათი ყურებით" შეიძლება ვიღაც "მათნაირი" გახდეს.
როცა ასეთ უვიც ადამიანებს, რომლებისაც ელემენტარული რაღაცების გაგება და სწავლა ან არ უნდათ ან ეზარებათ, ეუბნები, რომ ისინი ცდებიან და საჭიროა საკითხზე მეტი ინფორმაცია მოიპოვონ, აუცილებლად ირონიულად გიპასუხებენ: "ჰო, ჩვენ გოიმები და ბნელები ვართ". ეს ფრაზა ქართული საზოგადოების უემპათიურობას უსვამს ხაზს და სიმპტომატურია იმ სოციო-კულტურული სივრცისთვის, რომელშიც ადამიანების ბედი ვაკურ-ვერულ კასტურ სისტემაზეა დამოკიდებული და გოიმებსა და სვეტებს შორის არსებულ უფსკრულში იჩეხება. ჩვენთვის მთავარია, რომ ვიყოთ კაი ტიპები უბანში, გია ჯაჯანიძის შოუში, ჟურნალ "თბილისელებში", ვამტკიცოთ და ფაქტებად გავასაღოთ ის, რაც უბრალოდ არ ვიცით, ვიდრე ერთხელ მაინც დავინტერესდეთ ადამიანების ცხოვრებით, მათი ბრძოლით და პრობლემებით, ვისწავლოთ მათი გაგება და ვეცადოთ, დავინახოთ სამყარო მათი თვალით და არა აბსტრაქტულ სუფრულ-"ბუშიდოზე" დაფუძნებული მენტალიტეტით.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ახალი ტრანსგენდერი პერსონაჟი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს იმ ცხოვრებას, რომელიც ამ ჯგუფის ადამიანებს აქვთ.
ნინო, რომელიც ჩემი ცოლის დაქალების მეათე სეზონის მეექვსე სერიაში გამოჩნდა, ეკრანზე, ჯამში, სულ 5 წუთის განმავლობაში ჩანდა, მაგრამ ეს ხუთი წუთი ძალიან კარგად აღწერს იმ პრობლემებს, რომლებიც ტრანსგენდერ ადამიანებს აქვთ.
ნინოს ცხოვრებას საუკეთესოდ აღწერს ის კადრი, რომელშიც ის საერთოდ არ ჩანს. როცა ნელიკო მის კარზე დააკაკუნებს, რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ გაბრუნდება და უცებ, კადრის უკნიდან ისმის საკეტის ჩხაკუნი. ნინოს კარი სამჯერ აქვს გადაკეტილი (დიახ, დავთვალე). დააკვირდით სხვა მეზობლებს. როკერი ნოდოც და ახალგაზრდა წყვილიც კარს მაშინვე აღებენ, ისე, რომ კარი ჩაკეტილიც არ აქვთ. აი, ნინოს კი, იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, სახლის სამმაგად ჩარაზვა უწევს. ცხადია, ერთხელ ჩაკეტვაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ეს კარგად აჩვენებს იმ ფსიქიკურ მდგომარეობას და შიშს, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს აქვთ.
შემდეგ კადრში ნელიკოს შოკირებულ სახეს ვხედავთ.
ფოტო: ჩემი ცოლის დაქალები
ნელიკოს ასეთი რეაქცია გასაკვირი არ არის - ქვეყანაში, სადაც ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობა თითქმის ნულოვანია და ნულზე ზემოთ მხოლოდ ზემოთხსენებულ ყვითელ გადაცემებშია. ბაია დვალიშვილის პერსონაჟი ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და ტოლერანტი გმირია, რომელიც ყველაფერში ხედავს პოზიტივის, აქვს ემპათიისა და მგრძნობელობის მაღალი ხარისხი. ამ სცენაში მასაც უჭირს პირველადი შოკის გადალახვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ახერხებს და ნინოს სტუმრად ეპატიჟება.
მსახიობი გიორგი მარშანია როლს უზადოდ ასრულებს. ნელიკოს მოპატიჟების გაგონებისას, ის ზუსტად გამოხატავს იმ უნდობლობას და ოდნავ ირონიულ დამოკიდებულებას, რომელიც ნინოს ან ნებისმიერ სხვა ტრანსგენდერ ადამიანს ექნებოდა ნელიკოს მიმართ.
ფოტო: ჩემი ცოლის დაქალები
ამ ღიმილში ჩანს, რომ ნინომ ნელიკოს პოლიტკორექტულობისა და შოკის შინაგანი ბრძოლა მარტივად დაინახა. ნინოსთვის ნელიკოს დაბნეულობა სახალისოა, ოდნავ ირონიულიც და თან შვებაც იგრძნობა, რადგან ის, ჩხუბს, ლანძღვასა და ძალადობასაა მიჩვეული. ამიტომ თავადაც დაბნეულია.
მისთვის იმდენად წარმოუდგენელია, ნელიკოს გულწრფელი ფრაზა: "[...] მინდა მეზობლები გავიცნო", რომ:
ფოტო: ჩემი ცოლის დაქალები
სადარბაზოს ათვალიერებს, ეჭვი აქვს, ვინმე მახეს ხომ არ უგებს.
წვეულებაზე მისული ნინო, საკუთარ იდენტობას არ მალავს, ის თავისი გემოვნებით იცვამს და უშიშრად მიდის იმ საზოგადოებაში, რომელშიც მასზე სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის უდიდესი რისკია.
ნელიკო ახალ მეზობელს ჩვეული სტუმართმოყვარეობით ხვდება და სახლში შეუძღვება, სადაც შოკირებული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მობაბულიკო-როკერი ნოდო ხვდებიან.
ელექტრონული მუსიკის მოყვარული ცოლ-ქმარის შოკირებულობა ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ მათ ტრანსგენდერი ადამიანები მხოლოდ კლუბებში უნახავთ და არასოდეს მსხდარან მათთან ერთად საოჯახო სუფრაზე. ხოლო ნოდოს აგრესიული დამოკიდებულება ასევე სიმპტომატურია ქართული ბაბულიკური-ნონკონფორმიზმისთვის. ჩვენთან როკერობა ხო, მხოლოდ "პადზემკებში" ლოთაობასა და სიყვარულზე უნიჭო სიმღერების წერაში გამოიხატება. სხვა მხრივ, ქართველ "ნეფორმალებს" არანაირი კავშირი არ აქვთ თავიანთ მუსიკალურ წინაპრებთან, რომლებმაც სექსუალური და კულტურული რევოლუციები მოახდინეს. ჰო, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ქართველ როკერა ტიპებთან, მისთვის ნოდოს საქციელი საერთოდ არ იქნება გასაკვირი. აი, ავთოს და მისი ძმაკაცების რეაქცია, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც ახსნას არ საჭიროებს.
მოკლედ, ქეთი დევდარიანი და სერიალის შემოქმედებითი ჯგუფი დიდ და რთულ სოციალურ თემას შეეჭიდნენ, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, კარგად გაართმევენ თავს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ მსახიობი გიორგი მარშანიას გამბედაობაც, რომელიც არ შეუშინდა ამ როლს. ცხადია, მასზე დიდი საზოგადოებრივი ზეწოლა იქნება, რომელსაც, იმედი მაქვს, თამამად გაუმკლავდება და როლს ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება, როგორც ჯეფრი ტემბორი.
-
იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე
გადახედვა
-
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
გადახედვა
-
აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო
გადახედვა
-
მოძრაობა "ხმა" უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს მოძრაობა "ხმა" უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ? რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
-
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა
გადახედვა
-
10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი 10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი
გადახედვა
-
ძალადობამ ჩამოაყალიბა შარლიზ ტერონი, მაგრამ არ განსაზღვრავს მას — ინტერვიუ ძალადობამ ჩამოაყალიბა შარლიზ ტერონი, მაგრამ არ განსაზღვრავს მას — ინტერვიუ
გადახედვა
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ, რომ შემოგვიერთდეთ ყოველ ორშაბათს 17:00-ზე სახელმწიფო კანცელარიის წინ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ, რომ შემოგვიერთდეთ ყოველ ორშაბათს 17:00-ზე სახელმწიფო კანცელარიის წინ
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფილმები ერთმანეთს შეადარა და გაგვიმხილა, რომელია სიის ბოლოში დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფილმები ერთმანეთს შეადარა და გაგვიმხილა, რომელია სიის ბოლოში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: Trump Tower წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს შალვა პაპუაშვილი: Trump Tower წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს
გადახედვა
-
14 წლის გოგოს ცხედრის მანქანაში პოვნიდან 7 თვის თავზე ბრალს წაუყენებენ მომღერალ d4vd-ს 14 წლის გოგოს ცხედრის მანქანაში პოვნიდან 7 თვის თავზე ბრალს წაუყენებენ მომღერალ d4vd-ს
გადახედვა
-
გიორგი ვაშაძე: 10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება გიორგი ვაშაძე: 10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება
გადახედვა
-
ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი
გადახედვა
-
ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო. ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო.
გადახედვა
-
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) საცხოვრებელი სახლიდან გვიან ღამით გამოასვენეს ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) საცხოვრებელი სახლიდან გვიან ღამით გამოასვენეს
გადახედვა
-
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე "სამოქალაქო ომი" აღწერეს ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე "სამოქალაქო ომი" აღწერეს
გადახედვა
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა




კომენტარები