ციფრებით მოყოლილი კინოს ამბავი – ეროვნული კინოცენტრი ახალი დირექტორის მოლოდინში
- კინოცენტრის კონკურსის ჟიურის წევრს უნდა შეეძლოს სცენარის წაკითხვა;
- კინოცენტრის კონკურსის ჟიურის წევრს უნდა შეეძლოს საკუთარი გემოვნების ფარგლებიდან გამოსვლა და პროექტის სხვა კუთხით შეფასება;
- კინოცენტრის კონკურსის ჟიურის წევრი უნდა იყოს პროფესიონალი, რომ ადვილად არ მოექცეს სხვების გავლენის ქვეშ.
ეს ევროპული კინოფონდების ჟიურის წევრებისთვის ერთგვარი დაუწერელი კანონებია, რომელსაც კინოფონდების და კინოცენტრების დირექტორები დაწერილ კანონებსა და ქვეყნისთვის საჭირო კინოპოლიტიკას აფუძნებენ.
საუკეთესო მოდელად მიჩნეული ბელგიის კინოფონდის მოდელი, სადაც ოთხი წლის ვადით, რეკომენდაცების საფუძველზე ირჩევენ ჟიურის წევრებს. მათი უმრავლესობა ქვეყნის გარეთ მოღვაწე კინოინდუსტრიის წარმომადგენელია. მაგალითად, გერმანიაში მოღვაწე ბელგიელი გაყიდვების აგენტი, უცხოელი კინოეჟისორები, სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლები. ადამანები, რომლებიც არ არიან ბელგიის კინოინდუსტრიაში, თუმცა პირდაპირ კავშირში არიან ამ სფეროსთან.
ჰოლანდიელი კინორეჟისორი ინეკე სმიტსი ვაკის პარკის კინომოძრაობისთვის მომზადებულ სპეციალურ ინტერვიუში ამბობს, რომ ბელგიის დოკუმენტური ფილმების კომისიაში ოთხი წლის მანძილზე მუშაობდა. რეჟისორი ბელგიურ მოდელს მართლაც საუკეთესოდ მიიჩნევს, რადგან იქ ჟიურის წევრები გამორჩეულად დამოუკიდებლები არიან. საკონკურსოდ წარდგენილ პროექტებს ჟიურის წევრები ინაწილებენ, რაც ნიშნავს, რომ ჟიურის წევრი იმავდროულად კონკურსანტის წარმომადგენელიცაა. კონკურსანტს აქვს უფლება, ჟიურის წევრს დაუკავშირდეს და შეხვდეს. ამ შეხვედრებიდან ჟიურის წევრი დამატებით ინფორმაციას იღებს, რაც ოფიციალურ დოკუმენტებში არ წერია. თუ ჟიურის სხვა წევრებს სცენარი არ ესმით, კონკრეტულმა წევრმა მეტი იცის სცენარის შესახებ და კონკურსანტებს ეხმარება.
კომისიას ჰყავს თავჯდომარე, რომელიც ფონდის წარმომამდგენელია და ჟიურის მუშაობას აკონტროლებს. ჟიურის მუშაობის განხილვებს ფონდის წარმომადგენელი ესწრება, ის წერს მოხსენებასა და წერილებს. დელიკატურ ენაზე დაწერილი წერილები მოგების თუ წაგების შემთხვევაში ყველა მონაწილეს ეგზავნება. შესაბამისად, კონკურსანტს ჰყავს ორი ადამიანი, ვისგანაც შეფასებას და ახსნას იღებს.
ჩვენმა კინოინდუსტრიამ ბევრი ქარტეხილი გაიარა და ცხადია, არასოდეს ჰქონია იმის დრო, რომ ეროვნული კინოცენტრს ბელგიური მოდელის თუნდაც ცუდი ვერსია შეექმნა. მეტიც, ზემოთ ნახსენები "დელიკატური წერილის" საპირისპიროდ, 2016 წელს საკონკურსო ფილმების კომისიის ერთმა წევრმა ცენზურა დააწესა სცენარში გამოთქმული უხამსი და ნატურალისტური გამონათქვამების გამო.
უახლეს წარსულში ყველაფერი ასე დაიწყო და მე ვარ ბესოს რეჟისორის, ლაშა ცქვიტინიძის ცენზურის საგნად ქცეული პროექტი არმატურა ეროვნულ კინოცენტრს დიდ თავისტკივილად ექცა.
ცენზურის გასაპროტესტებლად შეკრებილმა კინოსექტორის წარმომადგენლებმა მალევე შექმნეს კინომოძრაობა ვაკის პარკი, რომელმაც მოკლე დროში სტრატეგია შეიმუშავა და შეისწავლა კინოცენტრის მუშაობის სისტემაში არსებული შავი წერტილები. აქტიურობითა და ხმამაღალი მოწოდებებით კინომოძრაობა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მოძრაობის წევრები ზემდგომი ორგანოებიდან რეაგირებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, რეაგიება მოხდა: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარმომადგენელი გამოყო და სამუშაო შეხვედრებიც ჩაატარა.
კინომოძრაობასა და ეროვნულ კინოცენტრს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდა. პირველადი მოთხოვნა, გაუქმებულიყო კონკურსების ჟიურის წევრების ლოტოტრონის პრინციპით შერჩევა, მოძრაობის სასარგებლოდ გადაწყდა. ზურაბ მაღალაშვილმა ვაკის პარკის კინომოძრაობის მიერ წამოჭრილი პრობლემების გათვალისწინებით შემდგომში სექტორის სხვადასხვა წევრებისგან სპეციალური კომისიაც შექმნა, რომლის ფუნქციონირებასაც, როგორც კომისიის წევრი კინორეჟისორი ქეთი მაჭავარიანი იხსენებს, თავად ზურაბ მაღალაშვილმა შეუშალა ხელი.
"კინოცენტრის ხელმძღვანელობამ თავის დროზე ჩააგდო თავის მიერვე მოწვეული კომისიის მუშაობა. კომისიაში კომპეტენტური, მრავალ საერთაშორისო პლატფორმაზე ნამუშევარი ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, შეფასებისა და დაფინანსების საექსპერტო კომისიის წევრების, შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობდნენ. სამი თვის მუშაობის შეეგად კომისიამ შეწყვიტა ფუნქციონირება, რადგან კინოცენტრის დირექციამ არ მისცა კომისიის წევრებს გარანტია, რომ მათი მუშაობის შედეგები ლეგიტიმური იქნებოდა და აისახებოდა კინოცენტრის მომავალ მუშაობაზე".
ქეთი მაჭავარიანი კინოცენტრის მთავარ პრობლემად ბიუჯეტის სიმცირეს და კინოსექტორის განვითარების სტრატეგიის არქონას მიიჩნევს: "დღეს კინოს მთავარი პრობლემა არის მიმართულების არარსებობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ასპექტი დიდი პროგრესის შემდეგ ჩამოყალიბებული სტაგნაციაა. კლანური აზროვნებისა და თანამედროვე კინოს ტენდენციების შესახებ ელემენტარული ცოდნის არმქონე ჟიურის წევრების კომისია იღებს დაფინანსების გადაწყვეტილებას".
ეს ამბები სრულ დისონანსშია ზურაბ მაღალაშვილის გამოსამშვიდობებელ წერილთან, რომელიც მან ეროვნული კინოცენტრის გვერდზე 2019 წლის 21 იანვარს გაავრცელა და შეგვახსენა, რომ მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. მაღალაშვილმა სამწლიანი მოღვაწეობა თავად შეაფასა:
- გაიზარდა დაფინანსებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების რაოდენობა. თუ ადრე ყოველწლიურად ფინანსდებოდა 6-7 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ახლა ფინანსდება 12-14;
- გაიზარდა დაფინანსებული მოკლემეტრაჟიანი მხ/ფ-ის რაოდენობა. ნაცვლად 5-6 ფილმისა, 2018 წელს დაფინანსდა 15 სურათი;
- 2018 წლისთვის დაფინანსებული დოკუმენტური ფილმების რაოდენობა გაიზარდა 10-მდე;
- 2018 წელს დაფინანსდა 3 ანიმაციური ფილმი.
ჩამონათვალი ვრცელია, მიმზიდველი, მაგრამ რეალურ მოცემულობასთან შეუსაბამო.
ბოლო დროს ერთგვარ ტენდენციად იქცა სხვადასხვა სექციის კონკურსში პროექტის გამარჯვების სანაცვლოდ ბიუჯეტის შეკვეცა. ამის არგუმენტად არსებული თანხით მეტი პროექტის დაფინანსების არგუმენტი სახელდება. შეკვეცილი ბიუჯეტი უამრავ ტექნიკურ პრობლემასთან ერთად ცხადია, რისკის ქვეშ აყენებს პროდუქტის ხარისხს.
კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი ამბობს, რომ "ახლანდელი დაფინანსება ფორმალურია. თავის მოტყუებაა. ბოლო კონკურსის მაგალითზე, სადაც ოთხი სრულმეტრაჟიანი პროექტი დაფინანსდა, თითოზე 300 ათასი ლარია გამოყოფილი. რა უნდა ქნამ ასეთმა პროექტებმა? უნდა ეძებონ სხვა გზები. ეს ხომ ტყუილია? ექნება ამას შედეგი ხვალ?"
არასათანადო დაფინანსების შემდეგ ყველაზე დიდ პრობლემად გიორგი ოვაშვილი ჟიურის წევრების კომპეტენციას მიიჩნევს, რომლებმაც ეს თეთრები უნდა გადაანაწილონ.
“პროექტის ავტორები, სამწუხაროდ, აპრიორში არ ენდობიან ჟიურის წევრებს. თავისთავად რთულია ყოველ ჯერზე 4-5 ადამიანით ჟიურის დაკომპლექტება. ეს ადამიანები კინოში კარგად უნდა ერკვეოდნენ, იცნობდნენ თანამედროვე საფესტივალო ტენდენციებს, უნდა ჰქონდეთ ხედვა. ერთხანს საუბარი იყო მუდმივი ჟიურის იდეაზე, ამანაც არ გაამართლა. პასუხისმგებლობის აღება უჭირთ. მათ ბევრი რამ მოეთხოვებათ, მაგალითად, იმის დაწერაა საჭირო, თუ რატომ იწუნებ პროექტს. ამასაც ცოდნა უნდა".
მაღალაშვილის დირექტორობის პერიოდის მიღწევად გიორგი ოვაშვილი ბიუჯეტის მცირედით, მაგრამ მაინც ზრდას ასახელებს: "დაფინანსებისთვის ბრძოლა, რომელმაც შედეგი გამოიღო ნამდვილად დასაფასებელია. თუმცა, ამ გაუფასურების ფონზე რა ეფექტს იძლევა, ეს ცალკე ამბავია".
გიორგი ოვაშვილი მიიჩნევს, რომ შექების ღირსია მცირებიუჯეტიანი პროექტების წარმოების ხელშეწყობა: "რადგან ასეთია რეალობა, მნიშვნელოვანია მცირებიუჯეტიანი ფილმებით განვითარება. სწორი სტრატეგიის შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება კარგი რეჟისორები, რომლებიც მცირე ბიუჯეტით სანტერესო ფილმებს შექმნიან. ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანია ზოგადად, ერთი ადამიანი ვერ შეითავსებს ყველაფერს. ამიტომ, თუ ახალი დირექტორი კინოსექტორის მიღმა მდგომი კარგი მენეჯერი იქნება, მას დასჭირდება მრჩეველები სწორი და საინტერესო კინოხედვით, რომლებიც სტრატეგიულ პრიორიტეტებზე იმუშავებენ.ახლა არ გვაქვს ხედვა, არ გვაქვს სტრატეგია. ნაფიქრი არ გვაქვს, საით უნდა წავიდეთ, რა მიზნები გვაქვს".
კინორეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე, რომელსაც, კოლეგების მსგავსად, მთავარ პრობლემად ჟიურის წევრების შერჩევის და პროექტების შეფასების კრიტერიუმები მიაჩნია, ახალი დირექტორის შემთხვევაში ხედვის სპეციფიკურობაზე აკეთებს აქცენტს.
"საჭიროა ხედვა, რომელიც ორიენტირებული იქნება პირველ რიგში თანამედროვე, შემოქმედებითი კინემატოგრაფის, როგორც ენის განვითარებაზე. ასევე, საგანმანათლებლო, მაშტაბური ღონისძიებები , რაც ხელს შეუწყობს ახალი კინოენის, შესაბამისად რეალურად ახალი ქართული კინო ესთეტიკის ჩამოყალიბებას"
ვახო ჯაჯანიძე პრიორიტეტად ახალი ტალანტების აღმოჩენასა და განსაკუთრებულ ხელშეწყობას ასახელებს. ასევე, მოკლე ფილმებისა და პირველი და მეორე სადებიუტო ნამუშევრების დაფინანსების გაზრდას, რაც ცხადია, ზოგადად კინოცენტრის დაფინანსების გაზრდას გულისხმობს.
რა კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს კინოცენტრის ახალი დირექტორის შერჩევა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გადაწყვეტს.
ერთნი მიიჩნევენ, რომ მხოლოდ კინოკავშირი და სახელმწიფო არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, საჭიროა პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. განხილვის საგანია ისიც, თუ რამდენად აუცილებელია ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობდეს კინემატოგრაფისტი. საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ამ თანამდებობაზე კულტურის მენეჯმენტის წარმომადგენლის ვერსი აგანვხილოთ, თუ მის მიერ წარმოდგენილი იქნება საინტერესო სამოქმედო გეგმა?
კინომცოდნე გიორგი რაზმაძის აზრით, წლების განმავლობაში, მთავარ პრობლემას კინოპოლიტიკის არარსებობა წარმოადგენდა:
"კინოცენტრის დირექტორები არ გვაცნობდნენ სამოქმედო გეგმებს, თუ როგორ ხედავენ ქართული კინოს მომავალს და სხვა. კინოპოლიტიკა არ ნიშნავს კინემატოგრაფისტთა ერთი ჯგუფისთვის პრივილეგიების მინიჭებას, პირიქით, ესაა გაწერილი და ნათლად ფორმულირებული კრიტერიუმების ერთობა, რომელიც თამაშის სამართლიან ნორმებს ამკვიდრებს. 2010-იანი წლების დასაწყისში ქართული "ახალი ტალღის" დაბადების მცდელობა იყო. მართალია, ეს პერიოდი ამ ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე კარჩაკეტილ ეტაპს წარმოადგენს, თუმცა სწორედ ამ დროს თანამედროვე ქართული კინოს ასპარეზზე ყველაზე საინტერესო რეჟისორები ჩნდებიან. ეს კი კინოცენტრის იმჟამინდელი დირექტორის უშუალო ძალისხმევით მოხერხდა".
ცხადია, მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, ძალიან მომხიბლავდა ციფრებით მოყოლილი ასეთი ამბავი: 15 – 5-ის ნაცვლად, ან 10- 3-ის ნაცვლად. მომეწონებოდა და შევაქებდი, ნდობას გამოვუცხადებდი ასეთ ხელმძღვანელს. აბა, ნახევრადმშიერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არც მოეთხოვება, იცოდეს, თუ როგორ ქმნიან რეჟისორები კინოსურათებს განახევრებული ბიუჯეტებით. არ მოეთხოვება, იცოდეს სხვა ქვეყნის კინოფონდების მოდელები. არც ის, თუ როგორ სწყინს კონკურსანტს, ჟიურის წევრი შენს საყვარელ სცენაზე რომ ეუბნება, არადამაჯერებელიაო. ან ის რატომ უნდა იცოდეს, შარშან 100 წლის რომ გახდა ქართული მხატვრული კინო?!
მთავარია, მეტი ფილმი იმავე ფასად. ამასაც ხომ დანახვა უნდა?!
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები