როგორ შექმნა შუმბა ლენდმა შეთავაზებები Ads მენეჯერით — გაიცანით მულტიფუნქციური გასართობი სივრცე
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბავშვთა დაცვის დღე შუმბა ლენდისთვის განსაკუთრებული თარიღია. ამ დღეს, ვაკის პარკში არსებული გასართობი სივრცე ათასობით პატარას მრავალფეროვანი და განსაკუთრებული თავგადასავლის მონაწილეა. შუმბალენდში ამ თარიღისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან. წელს გასართობი პარკი საქართველოს ბანკის 1 ივნისის კამპანიაშიც ჩაერთო და სტუმრებისთვის Ads მენეჯერით ქეშბექის შეთავაზება შექმნა. ამ სტატიაში ელენე ქორიძე, შუმბა ლენდის მარკეტინგის მენეჯერი, კომპანიის ისტორიასა და 1 ივნისის კამპანიაზე გვიამბობს.
“ჩვენი ქალაქი გასართობი პარკებითა და საბავშვო ატრაქციონებით განებივრებული ნამდვილად არ არის,“ — ამბობს ელენე ქორიძე. სწორედ ამ დანაკლისის გამო გაჩნდა იდეა, ახალი სიცოცხლე შეეძინათ ვაკის პარკისთვის — ადგილისთვის, რომელიც ყველასთვის საყვარელია. რაც შეეხება სახელს, ის სივრცეს თბილისის ზოოპარკის ყოფილი ბინადარის, პატარა ლომის, შუმბას საპატივცემულოდ დაერქვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შუმბალენდის მთავარი გმირები ასევე არიან შუმბას მეგობრები ბეგი და კარაკული.
შუმბა ლენდი ბავშვებისთვის შექმნილი მინიატურული სამყაროა, სადაც ფანტაზია რეალობას ხვდება — უსაფრთხო, სახალისო და მრავალფეროვანი ატრაქციონებით. აქ ყოველი დეტალი ბავშვთა გამოცდილებაზე და ემოციურ კავშირზეა გათვლილი.
“ჩვენი კონცეფცია მხოლოდ გართობით არ შემოიფარგლება — ჩვენ ვცდილობთ, ბავშვებს მივცეთ თვითგამოხატვის, თავგადასავლის განცდის და მეგობრული გარემოს პოვნის გამოცდილება. ჩვენთან ძალიან ხშირად იმართება სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობები, რითიც ასევე ვცდილობთ, ადგილობრივ მცირე ბიზნესს დავეხმაროთ”, — ამბობს ელენე.
შუმბა ლენდი მუდმივად ცდილობს, საკუთარი სერვისები ბავშვებისა და ოჯახების ინტერესებზე მოარგოს. “მუდმივად ვმუშაობთ სხვადასხვა პაკეტურ შეთავაზებაზე, რითიც, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო სასიამოვნოა ჩვენთან სტუმრობა. ამასთან, ჩვენი გუნდი შშმ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ მასპინძლობს“.
ოჯახებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარების მიზნით, კომპანია საქართველოს ბანკის კამპანიაში ჩაერთო, რომლის ფარგლებში, კვების ობიექტებს, გასართობი ცენტრებს, აქსესუარების, სათამაშოების ან საკანცელარიო ნივთების მაღაზიებს შესაძლებლობა მივეცით, 1 ივნისისთვის 30%-იანი ქეშბექის შეთავაზება შეექმნათ sCool Card-ის მფლობელებისთვის ან 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი, ბანკის სრული დაფინანსებით.
“ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა სხვადასხვა გამოწვევით: სამსახურებრივი, ფინანსური, თუ შვილებთან გატარებული დროის დეფიციტი; შესაბამისად, მშობლებს, რომლებსაც სურდათ, ბავშვთა დღე შვილებთან ერთად გაეტარებინათ და ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ, გვინდოდა ამის შესაძლებლობა მიგვეცა — საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ქეშბექის მეშვეობით.”
როგორც ელენე აღნიშნავს, ყოველწლიურად 1 ივნისი შუმბა ლენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს სტუმრებს გასართობი აქტივობებითა და შემცნებითი პროგრამებით ანებივრებენ.
წელს, 1 ივნისს, შუმბა ლენდში "Meko Studio” -ს კონცერტი გაიმართა, პატარების განწყობაზე სხვადასხვა გმირებმა იზრუნეს, ასევე გაიმართა საპნის ბუშტების შოუ, აზოტ შოუ, ყინულის შოუ და ილუზიონისტის შოუ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.
მომვალ წლებში კი იგეგმება, რომ შუმბა ლენდი კიდევ უფრო მრავალფეროვან სივრცედ იქცეს — შეიძინოს არა მხოლოდ ატრაქციონების პარკის, არამედ საგანმანათლებლო და შემოქმედებით სივრცის დანიშნულება. აქ, თამაშთან ერთად, ბავშვები თანაგრძნობას, გარემოზე ზრუნვას, გუნდურობასა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას ისწავლიან. სივრცეს დაემატება სხვადასხვა თემატური ზონა — მეცნიერების, ბუნების, კულტურის ინსპირაციით; გეგმაშია სპორტული აქტივობების ზონების განვითარება; შუმბა ლენდი უმასპინძლებს საბავშვო ფესტივალებსა და საგანმანათლებლო აქტივობებსაც, საბოლოო ჯამში კი მათი სურვილია, შუმბა ლენდი ოჯახებისთვის დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის გამორჩეულ სივრცედ იქცეს.
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები