გირჩის სახეები, იდეები და პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხის გააქტიურება პოლიტიკურ ცხოვრებაში, შემცირებული გადასახადები, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა 40 ათასით შემცირება და მარიხუანის დეკრიმინალიზაცია - ეს არის ის ძირითადი გზავნილები, რასაც ახლადდაფუძნებული პარტია გირჩი ამომრჩეველს სთავაზობს.
პარტია აცხადებს, რომ მათი კარი დახურულია ფაშისტებისთვის, ჰომოფობებისთვის, ქსენოფობებისა და პროოკუპანტებისთვის.
გირჩის პრეზენტაცია ფილარმონიაში
16 აპრილს ფილარმონიაში "გირჩის" დამაარსებლების, წევრების, დელეგატებისა და საზოგადოების სხვადასხვა წევრების შეკრება გაიმართა, სადაც ახალი პოლიტიკური ცენტრი პარტიად დაფუძნდა - გირჩმა დიდ პოლიტიკაში პირველი ნაბიჯი გადადგა.
დარბაზში იმყოფებოდნენ გირჩის დელეგატები ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან და იმერეთიდან.
გირჩის დამფუძნებელ შეკრებაზე მისულმა ხალხმა თბილისის საკონცერტო დარბაზი გაავსო. შეხვედრა დაგეგმილზე რამდენიმე წუთით გვიან დაიწყო, რადგან ყრილობაზე მისულ მოქალაქეთა ნაწილს საკუთარი ადგილის პოვნა გაუჭირდა.
კრების გახსნისას დელეგატებმა ყრილობის თავჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს, კრების მდივნად - ნინო დარსაველიძე. ასევე, ხმის დამთვლელი კომისიის წევრები: გიორგი გოგოლაძე, მარიკა ქორიძე, ლუკა ხარაძე და ნატალია გამყრელიძე.
შეკრებაზე გირჩის ერთ-ერთმა სახემ და სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა, მანამდე კი საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
"ყოველდღე მიწევს ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა. გირჩი კი არის პროგრესი, თავისუფლება, აზროვნების პროცესი და საშუალება იმ იდეების რეალიზაციისა, რომლებზეც მრავალი წელია ვმუშაობ როგორც პროფესიონალი და ვიბრძვი, როგორც მოქალაქე. აქ ვდგავარ, რადგან აქედან შემიძლია მონაწილეობა მივიღო თქვენთვის უკეთესი მომავლის შექმნაში".
შეხვედრა "გირჩის" წევრებს, მარტა ბარამიძესა და ჰერმან საბოს მიჰყავდათ:
"ჩვენი ერთ-ერთი მიზანი პოლიტიკაში ახალი სახეების წამოწევაა. იმ ადამიანების, რომლებსაც რეალურად აწუხებთ ქვეყანაში არსებული პრობლემები. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ახალი ხედვითა და ახალი მიდგომებით ეცდებიან პრობლემების გადაჭრასა და ქვეყნის პოლიტიკის გაჯანსაღებას".
ყრილობაზე სიტყვით წარდგნენ პარტიის ახალი სახეებიც. მათ შორის იყო მწერალი და პრემია საბას ლაურეატი ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი და საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა.
ვინ არიან გირჩის პოლიტსაბჭოს წევრები
გირჩის დელეგატებმა ყრილობაზე მოისმინეს და დაამტკიცეს პარტიის წესდება. მათ აირჩიეს პოლიტსაბჭოც, რომლის შემადგენლობაც ასეთია:
- ზურაბ ჯაფარიძე - პარლამენტარი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი.
- პავლე კუბლაშვილი - პარლამენტარი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი.
- გიორგი მელაძე - პარლამენტარი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი.
- გიორგი (გოგა) ხაჩიძე - პარლამენტარი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი.
- ვახტანგ მეგრელიშვილი - ნიუტონის სკოლის დამფუძნებელი.
- ლევან ჩოლოყაშილი - ქირურგი.
- იაგო ხვიჩია - იურისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
- მამუკა კუდავა - საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში.
- ვახტანგ მოსიაშვილი - იურისტი, მწერალი (ფსევდონიმი ტორესა მოსი).
- სოფო მახათაძე - ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი.
- თეიმურაზ ცამციშვილი - ბიზნეს ადმინისტრატორი.
- ნინო დარსაველიძე - საქართველოს აუტიზმის საზოგადოების ხელმძღვანელი.
- მარიამ ხუნწარია - ბიზნესის ადმინისტრირება - ტურიზმი.
- ეკატერინე კალანდაძე - ისტორიკოსი.
- ნათია კალაძე - საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი.
შეკრების დასასრულს დელეგატებმა ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის თავჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს, რის შემდეგაც მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
"ამ ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტი გადაქცეულია პოლიტიკური ჯგუფების ერთ დიდ ბანკომატად. ჩვენ გვსურს ეს რეალობა შევცვალოთ და ეს ქვეყანა წავიყვანოთ წინ".
პარტიის იდეები და მიზნები
ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებს საინფორმაციო გამოშვებებიდან ამოჭრილი ვიდეო-კოლაჟის სახით უჩვენეს გირჩის მიერ წარდგენილი ინიციატივები და კანონპროექტები, ესენია:
- გადასახადების შემცირება და მათი ნაწილის სრულად გაუქმება.
- სოციალური ხარჯების მიზნობრივი მიმართვა გაჭირვებული მოსახლეობისკენ.
- სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად პროფესიული სამსახურის ჩამოყალიბება.
- მარიხუანის დეკრიმინალიზაცია.
ბოლო ინიციატივის გამოცხადებას დარბაზში განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა.
შშმ პირები გირჩის პროგრამაში
ფილარმონიაში შეკრებილი საზოგადოების წინაში კიდევ ერთხელ წარსდგა გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ნინო დარსაველიძე, რომელმაც საკუთარ სიტყვაში საქართველოში შშმ პირების პრობლემებს გაუსვა ხაზი და პარტიაში საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა:
"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს საქართველოში პრობლემები ექმნებათ. ეს პრობლემები პირადად ეხება ჩემს ოჯახს. ეს თემა უნდა დადგეს არა ქველმოქმედების, არამედ პოლიტიკის დღის წესრიგში. მოვიდა დრო ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახის წევრების უფლებები ირღვევა.
მინდა წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც არსებობს მყარი პოლიტიკური ნება, რომ ინკლუზიურმა განათლებამ რეალურად იმუშაოს და არა ისე, როგორც არის დღეს, ერთმანეთისთვის თუ უცხოელი მეგობრებისთვის კარგად შეფუთული ტყუილი".
ნინო დარსაველიძემ აღნიშნა, რომ შშმ პირები უნდა იღებდნენ სრულფასოვან განათლებას, მათ უნდა ჰქონდეთ სამსახური და საკუთარი ხელფასით უნდა ცხოვრობდნენ და არა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პენსიით. ქვეყანაში არსებული პრობლემის სიმძიმის აღსაწერად მან თავისი მეგობრის ისტორია გაიხსენა:
"მე მყავს მეგობარი ნინო, რომლის შვილსაც აქვს აუტიზმი. შემდეგ აუტიზმს დაემატა დიაბეტი და ბავშვი საერთოდ ვეღარ დადიოდა სკოლაში. ნინომ დაანება სამსახურს თავი, რათა შვილისთვის მოევლო, შესაბამისად, დარჩა პირადი შემოსავლის გარეშე. ჩემი მეგობარი წავიდა ამ ქვეყნიდან და მოითხოვა სოციალური თავშესაფარი სხვა ქვეყანაში. იქაური საემიგრაციო სამსახურისთვის წარსადგენად მე მას რეკომენდაცია მივეცი და როდესაც ვწერდი ყველა იმ მიზეზს, თუ რატომ უნდა მისცენ ნინოს თავშესაფარი, ვგრძნობდი რომ ეს იყო ერთადერთი შანსი მისი და მისი შვილის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. დღეს ისინი არიან ქვეყანაში, რომელშიც მისი შვილი იღებს ყველა იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება.
ჩემთვის ძლიერი ქვეყანა ისაა, რომელიც ზრუნავს თავის ყველაზე დაუცველ, ყველაზე ჩაგრულ მოქალაქეებზე და არ ხარჯავს მილიონებს სისულელეებზე. ესაა ქვეყანა, სადაც კონსტიტუცია მუშაობს და ყველა ადამიანი დაცულია განურჩევლად მისი სქესისა, შესაძლებლობებისა, კანის ფერისა. სადაც ვერავინ გაბედავს ჩვენზე, ქალებზე ხელის აწევას, სადაც ვერავინ ვერ მოკლავს ქალს, იმიტომ რომ ამისთვის მას სახელმწიფო და პოლიცია მკაცრად დასჯის, ჩემთვის ძლიერი ქვეყანა ისაა, სადაც მამას არ უწევს ხეების მოჭრა იმისთვის, რომ შვილები არ გაეყინოს. არც ერთ დედას არ უნდა ეშინოდეს, რომ მისი შვილი ვერ დაბრუნდება შინ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის განსხვავებულია. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ქვეყანა, სადაც განსხვავებული ადამიანების ჩაგვრა აღარ გაუვათ".
ეკონომიკური პროგრამა
შეკრებაზე აღინიშნა, რომ პოლიტიკური პარტია გირჩის მთავარი ღირებულებაა ადამიანის თავისუფლება და მისი რეალიზაცია. პარტიის დამფუძნებლების თქმით, ქვეყნის განვითარების გასაღები თავისუფალ ეკონომიკაშია.
საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა "გირჩის" ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი ავტორი და ნიუტონის სკოლის დამფუძნებელი ვახტანგ მეგრელიშვილი. მან თავისი საუბრის ორ მთავარ თემად მოქალაქეების სწრაფად გამდიდრების პროგრამა და გაჭირვებული მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობა გამოყო.
"ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ დღეს უმუშევრები და პენსიონერებიც იხდიან გადასახადს. თითოეული თქვენგანი იხდის გადასახადს, როდესაც ყიდულობს პურს, რადგან თქვენი პროდუქტებით სავსე კალათის შიგნით, ან მობილურის ტარიფის შიგნით, ნებისმიერი პროდუქტის შეძენის დროს, თქვენ ავტომატურად იხდით გადასახადს. დღეს თქვენი გამომუშავებული თითოეული 3 ლარიდან 1 ლარს სახელმწიფოს უხდით" - თქვა მან თავისი სიტყვის წარმოთქმის დროს.
მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ გირჩის ეკონომიკური პროგრამა არ დააზარალებს არცერთ სოციალურ ფენას, მხოლოდ ბიუროკრატებს:
"11 მილიარდი, რომელიც მთავრობის ბიუჯეტში გადასახადებიდან შედის, გვინდა რომ ჩამოვწიოთ 8 მილიარდამდე. 3 მილიარდი დარჩება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 115 ათასი ბიუროკრატი არ სჭირდება საქართველოს, რადგან იგივე საქმეს 75 ათასი ბიუროკრატი გაართმევს თავს.
სახელმწიფოს ბიუროკრატიულ სამსახურში იმ ზედმეტ 40 ათას ადამიანს ჩვენ 1 წლის განმავლობაში ავუნაზღაურებთ საკუთარ ხელფასს, იმისთვის რომ მათ საკუთარ განათლებაში ჩადონ ეს ფული და იზრუნონ კერძო სექტორში დასაქმებაზე, ან საკუთარი ბიზნესის შექმნაზე. სახელმწიფოს თუ უნდა, რომ განვითარდეს, უნდა ჩამოიხსნას ეს ტვირთი".
დაფინანსება და ოფისები რეგიონებში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის პირველ სამ თვეში ყველა პარტიამ შემოწირულობის სახით ჯამში 428 ათასი ლარი მიიღო. აქედან ყველაზე მეტი - 168 ათასი ლარი სწორედ გირჩს შესწირეს. 428 ათასიდან 143 ათასი მიიღო პატრიოტთა ალიანსმა, ხოლო დანარჩენი თანხა სხვა 12 პარტიაზე გადანაწილდა.
გირჩს ოფისები რამდენიმე ქალაქში აქვს გახსნილი, ესენია ოზურგეთი, ქუთაისი, მარტვილი, თელავი, ფოთი, გორი, რუსთავი. პარტიის ერთ-ერთი სახის, ანა სუბელიანის თქმით, ახალ პოლიტიკურ ცენტრს აქვს გარკვეული რესურსი საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, თუმცა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის სულისკვეთება, რომელსაც პარტიის ახალგაზრდა წევრები და დელეგატები იჩენენ.
-
გადახედვაფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო ფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო
-
გადახედვადღეს თბილისში 11 აქცია-მსვლელობა გაიმართება დღეს თბილისში 11 აქცია-მსვლელობა გაიმართება
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
დისკუსია: ეთანხმებით თუ არა გირჩის პროგრამას?