კახა კალაძე: მეტრო [ვარკეთილი] რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა, სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება
მეტრო [ვარკეთილი] რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა, სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება, — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მუშაობენ იმაზე, რომ "მოხდეს მეტროსადგურის ერთი საათით ადრე დახურვა და ერთი საათით გვიან გახსნა".
"მეტროსადგურის გახსნის შემდეგ, სამუშაოები გაგრძელდება, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როცა მეტროს სამუშაო საათები დასრულებული იქნება და იქ მგზავრები არ იქნებიან", — ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი მუშაობს იმ მიმართულებით, რომ რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნული სადგური ერთი საათით გვიან გაიხსნას და ერთი საათით ადრე დაიკეტოს.
"როგორც მოგეხსენებათ, მეტრო რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა, სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება. სამუშაოებს იმ დროს არ ვაწარმოებთ, როცა მეტრო მგზავრებს მოემსახურება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს მეტროსადგურის ერთი საათით ადრე დახურვა და ერთი საათით გვიან გახსნა, რათა სამუშაო პროცესი გახანგრძლივდეს და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
რაც შეეხება დროებით ტრანსპორტს, რომელიც ამ პერიოდში გამოვყავით, გვესმის, რომ მეტროსადგური დაკეტილია და მის ფუნქციებს ვერანაირი ავტობუსი და მიკროავტობუსი ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ ერთ ადამიანზე ერთი ავტობუსი ან ერთი მიკროავტობუსი ვერ გამოიყოფა. რისი საშუალებაც იყო, რომ დივერსიფიცირება მომხდარიყო, ეს გავაკეთეთ. თუ საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატება, ჩვენი შესაბამისი სამსახურები გაივლიან აღნიშნულ საკითხს და მოხდება დამატება, თუმცა, რამდენიმე დღეში მეტროც გაიხსნება. დისკომფორტი იყო, რისთვისაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი. სხვანაირად ამ ტიპის და მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია", — აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების გადავადების საკითხს, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ მთავარი არის დაპროექტება და ექსპერტიზის ჩატარება, რა მიმართულებითაც საქართველოში ექსპერტები ვერ მოიძებნა.
"ძალიან ბევრჯერ ავხსენი, თუ რის გამო გადავადდა. ხედავთ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. სრული რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება. ჩვენ გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა. არ მოიძებნა საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებდა.სამშენებლო კომპანიები ბევრია, ვისაც მსგავსი სამუშაოების შესრულება შეუძლია. აქ მთავარია პროექტი, დაექსპერტიზება. სწორედ ამიტომ გართულდა და გაგრძელდა ეს პროექტი ამდენ ხანს, რომ არსებული გვირაბის მთლიანი სკანირება მოხდა უცხოელი სპეციალისტებისა და სამხარულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. გამოიკვეთა, რომ თაღს აქვს პრობლემები. მოგვიწია მეტროს დროებით გაჩერება, რომ არსებული თაღი შესაბამისი ხსნარებით გამაგრდეს და დაჭირხვნა განხორციელდეს", — განაცხადა დედაქალაქის მერმა.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები