PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ფოტო: PSP
2025 წელს ჩატარებული ფარმაციის ბაზრის სამომხმარებლო კვლევის მიხედვით, PSP ფარმა ბაზრის ლიდერია. კომპანია ლიდერის პოზიციას 2013 წლიდან ინარჩუნებს და მომხმარებლისთვის #1 არჩევანს წარმოადგენს.
უპირველეს ყოვლისა, PSP-ს ლიდერის პოზიცია აქვს სააფთიაქო ბაზარზე ბრენდების ცნობადობის პარამეტრით. აფთიაქის ხსენებაზე მომხმარებელი პირველ რიგში PSP-ს ასახელებს; ასევე, მომხმარებელი ენდობა და რეკომენდაციას უწევს PSP-ს. სააფთიაქო ქსელებს შორის მომხმარებლის 96%-ს PSP ახსენდება სპონტანურად. PSP ლიდერია ნაცნობი აფთიაქების ჩამოთვლისას პირველ რიგში დასახელების თვალსაზრისითაც (TOM - Top of Mind 42%).
ფოტო: PSP
ლიდერის პოზიციას ადასტურებს სამომხმარებლო წილების განაწილებაც — PSP ლიდერია არა მხოლოდ ცნობადობის, არამედ სამომხმარებლო წილების მიხედვითაც. ჯამურად, მომხმარებელთა 74% ზოგადად სარგებლობს PSP-ს მომსახურებით, ხოლო 37% არჩევანს ძირითადად PSP-ზე აკეთებს.
ფოტო: PSP
კვლევის თანახმად, მომხმარებლები აფთიაქს სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით ირჩევენ. უმეტესად მომხმარებლები ითვალისწინებენ ხელსაყრელ ადგილმდებარეობას, მისაღებ ფასებს, აქციებსა და ფარმაცევტის კვალიფიციურ მომსახურებას.
ფოტო: PSP
აფთიაქების სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩაატარა კომპანია ACT Research-მა. კვლევა საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება და მასში 5000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
PSP 1994 წელს დაფუძნდა და საქართველოში ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. დღესდღეობით კომპანიას საქართველოში 100-ზე მეტი GMP სტანდარტის ფარმაცევტული ქარხნის პროდუქცია შემოაქვს. 2008 წლიდან PSP ერთადერთი ფარმაცევტული ქსელია კავკასიაში, რომელსაც გერმანელმა ექსპერტებმა მიანიჭეს ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სერტიფიკატი — ISO 9001-2008. ამასთან, PSP-ს არაერთხელ აქვს წარმატებით გავლილი GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი და მოპოვებული — კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის შესაბამისობის სერტიფიკატი.
აღსანიშნავია, რომ PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალი, დასავლური სტანდარტი დაამკვიდრა.
ამჟამად PSP-ს საქართველოს მასშტაბით 350-ზე მეტი ფილიალი აქვს და 5000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. PSP-ს ქსელში ხელმისაწვდომია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ფარმაციის, პარაფარმაციის, საკვები დანამატების, დედის და ბავშვის პროდუქციის, პირის ღრუს მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტი. ფიზიკური აფთიაქების გარდა, PSP-ს აქვს ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ქსელში არსებული სრული ასორტიმენტის ონლაინ შეძენა და ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა შეუძლია.
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
კომენტარები