სალომე გოგიაშვილი ლიკა შენგელიას ცივი იარაღის — ჩაქუჩის ჩარტყმის ბრალდების გამო ცილისწამებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სასამართლოში უჩივლებს.
ყოფილი ტელეწამყვანი და ღიად ქართული ოცნების მხარდამჭერი სალომე გოგიაშვილი ყოფილ მოდელს, ლიკა შენგელიას ცივი იარაღის — ჩაქუჩის ჩარტყმის ბრალდების გამო ცილისწამებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სასამართლოში უჩივლებს.
გოგიაშვილის თქმით, შენგელიას ბრალდებები "აბსურდია" და სასამართლოში წარადგენს ვიდეო და აუდიო მასალას, რომლითაც თავის სიმართლეს დაამტკიცებს.
"რახან ასეთი ბრალდებები ისმის ჩემ წინააღმდეგ და აქ უკვე სისხლის სამართალი ერთვება და ის ბრალს მდებს, რომ მე ცივი იარაღით ვითომ მივუვარდი და განზრახ ვაპირებდი მის არამარტო სხეულის დაზიანებას, შეიძლება სიცოცხლის მოსპობითაც ვემუქრებოდი, არ ვიცი, მისი ფანტაზია სადამდე წაგვიყვანს, მინიმუმ უნდა არსებობდეს ექსპერტიზის ცნობა და ეს მას უკვე უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენ ყველას დაგვიმტკიცოს, რომ მე მართლა მას ავუვარდი ცივი იარაღით. თუმცა, ნუ, რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი და ყველა ის სიტყვა, რაც იქ წერია. ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერი ჩაწერილი მაქვს, აბსოლუტურად ყველაფერი, თუკი რამეს ის წერს რომ ასე არ იყო, ყველაფერი მაქვს...
გადავწყვიტე, ეს ცილისწამება თავიდან ავირიდო, ჩემს შვილებს ავარიდო ეს საზიზღარი ბრალდებები ჩემთან მიმართებაში. გადავწყვიტე, რომ მივმართო სასამართლოს, შესაბამისად, ძალიან მალე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, სადაც თქვენ შეძლებთ, რომ მოხვიდეთ იმიტომ რომ სასამართლო ღიაა ყველასთვის, მოხვიდეთ და ნახოთ ყველა ის კადრი რაც გადაღებული მაქვს, მოისმინოთ ყველა ის აუდიოჩანაწერი რაც ჩაწერილია, და დამიჯერეთ, ერთადერთი მიზეზი რატომაც არ ვასაჯაროებ ახლა მე ამ ყველაფერს, ეს არის ჩემი შვილების ინტერესი... ამას უკვე არ გავუტარებ, რომ მე მაბრალებს ამ ყველაფერს, რაც თავის პოსტში უწერია", — ამბობს გოგიაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მანამდე სალომე გოგიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "სხვის ქმარზე ნადირობა სულიერი სიღარიბის მანიშნებელია! ვინც სხვის ტკივილზე ბედნიერებას აშენებს, ის თვითონ იქცევა წარსულად ღვთის წინაშე".
მას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ლიკა შენგელია. შენგელია ვრცელ პოსტში წერს, რომ გოგიაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე მიუვარდა და მასზე ჩაქუჩით ფიზიკურად იძალადა და დაზიანებები მიაყენა. ის ამ, სავარაუდო, თავდასხმისა და დაზიანების ფოტოებსაც აქვეყნებს.
ფოტოებს ლიკა შენგელია აქვეყნებს
ფოტო: ლიკა შენგელია
მას შემდეგ, რაც გოგიაშვილმა განაცხადა, რომ შენგელიას სასამართლოში უჩივლებს, ლიკა შენგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "კარგად ჰქონდა გაცნობიერებული რომ მოედავებოდნენ ცილისწამებაზე, რადგანაც ნამდვილად არ აქვს ხელმოსაკიდი მტკიცებულება იმაზე, რაც მთელმა ქალაქმა ისედაც იცის".
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები