ჟორჟოლიანი: ხალხმა უკმაყოფილება გამოხატა ოცნების პოლიტიკის და არა ზურაბიშვილის მიმართ
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის უმეტესობამ უკმაყოფილება გამოხატა მმართველი გუნდის პოლიტიკის და არა სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
"ვფიქრობ, რომ მეორე ტურში საზოგადოების დიდი ნაწილი და ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ნაციონალურ მოძრაობას, რომ მან დაიკავოს არა, რა თქმა უნდა, ხელისუფლება, არამედ ასეთი მნიშვნელოვანი პოსტი", — განაცხადა ჟორჟოლიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც. როგორც ცნობილია, დეპუტატებმა მეორე ტურის წინ კონსულტაციები გამართეს.
ზურაბიშვილის გზა მეორე ტურამდე
სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად განიხილავდა დაუჭერდა, თუ არა მას მხარს ქართული ოცნება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი გუნდში განხეთქილების მიზეზად იქცა, რაც რამდენიმე თვის შემდეგ პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა კიდეც. ეჭვების მიუხედავად, საბოლოოდ, ზურაბიშვილი ოცნების რჩეული კანდიდატი გახდა.
საარჩევნო კამპანიის დროს მისმა განცხადებებმა აგვისტოს ომზე, მარიხუანის ლეგალიზაციასა და ავლაბრის რეზიდენციაზე, როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკოსების და ეკლესიის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.
ზურაბიშვილს აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, თუმცა საპასუხოდ მათ კანდიდატის და ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის მოგერიება მოუწიათ. პრეზიდენტობისთვის მებრძოლი კანდიდატი კრიტიკული და ცინიკური იყო მედიის მიმართაც.
მისი კამპანიის დროს აქტიურად განხილვადი იყო შემოწირულობებიც, რადგან მან კოკა-კოლის, არქი ჯგუფის, ანაგის, ღუდუშაურის კლინიკის, ქართუ ბანკის, თეგეტას, აისის და სხვა ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებისგან მილიონზე მეტი ლარის შემოწირულობები მიიღო. ამას ერთვებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების ირაკლი კობახიძის, ეკა ბესელიას, გია ვოსლკის, კახა კალაძისა და სხვათა დიდი ოდენობის შემოწირულობები.
მიუხედავად ყველაფრისა, კანდიდატი, ისევე როგორც მისი მხარდამჭერი პარტია დარწმუნებული იყო, რომ მას კონკურენტი არ ჰყავდა და არჩევნების მოგებას შეძლებდა. ზურაბიშვილი საუბრობდა იმაზეც, რომ მის წინააღმდეგ წარმართული კამპანია არაევროპული და არაჯანსაღი იყო, რადგან ქალ კანდიდატს ესხმოდნენ თავს.
კამპანიის დროს მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, იმასაც რომ ზურაბიშვილი პირველივე ტურში მოიგებდა და მეორე ტურის ჩატარების ალბათობა მცირე იყო, მაგრამ იქაც კი ზურაბიშვილი იქნებოდა ლიდერი.
ამის დასტურად ხელისუფლების წარმომადგენლებმა არჩევნების დღეს გამოქვეყნებული, მათ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებიც გამოიყენეს, სადაც ზურაბიშვილი 53%-ით ლიდერობდა. პარალელურად ჩატარებულ სხვა ეგზიტპოლებში ზურაბიშვილს საერთო ხმების 40 და 34 პროცენტი ჰქონდა.
თავად კანდიდატმა ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ განაცხადა, რომ ბედნიერი იყო, თუმცა "ფრთხილად". მისი თქმით, ცესკოს საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ იზეიმებდა.
თუმცა, ცესკოს პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბთან გამზადებული სცენა დაშალეს და კონცერტიც გადაიდო. თავად ზურაბიშვილმა კი ორი დღის განმავლობაში ამ საკითხზე არ ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვაზე რას აპირებდა კანდიდატი, მან უპასუხა "როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ".
ამ დღეების განმავლობაში შეიცვალა ხელისუფლების რიტორიკაც. მაგალითად, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილს ჟურნალისტების მიმართ მეტი პატივისცემა უნდა ჰქონდეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ ქართული საზოგადოებისგან შეცდომებზე მკაფიო გზავნილი მიიღეს. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა გადაჭარბებული თავდაჯერება და არ ჰქონდა საკმარისი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.
მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა საბოლოოდ 30 ოქტომბერს პროცესები შეაფასა და დაადასტურა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. ზურაბიშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძესა და რუსეთს არ დაუთმობს ქვეყანას და თანამებრძოლებს არ მიატოვებს შუა გზაში.
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
კომენტარები