ხვალ, 6 ოქტომბერს დილის 11:00 საათიდან 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება მთაწმინდის, კრწანისის და ჩუღურეთის რაიონის ქუჩებს შეეზღუდებათ. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ცნობით, ამის მიზეზი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებია.

"სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განახლდა 3.6 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 9 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12.5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყებენ და პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე იმუშავებენ", — წერს GWP.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს:

მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, მიხეილ ჯავახიშვილის, ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, ბესიკის, ჟორდანიას, ზალდასტანიშვილის, სარაჯიშვილის, ალ. ჭავჭავაძის, შევჩენკოს, რეზო ჩხეიძის, ჭანტურიას, ბროსეს, 8 მარტის, ბორბალოს, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის, ვეძინის, ხოშტარია, ლეო ქიაჩელის, ახვლედიანის, მიმინოშვილის, ბარნოვის, ჯანაშიას, თარხნიშვილის, გუდაურის, ტატიშვილი, აპოლონ ქუთათელაძის, ზაქარია ჭიჭინაძის, ჯუღელისა და მიმდებარე ქუჩებს; მერაბ კოსტავას I შესახვევს, თაბუკაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, რიწის, არსენას, კოსტავას, შანიძისა და პუშკინის ქუჩების ნაწილს

კრწანისის რაიონში: აბჟანდაძის, დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, ახალი ხეივნის, საბატონოს, ცოლიკაურის, წითლანაძის, გულუას, გულიას, ერეკლე II-ის ქუჩას და მოედანს, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის რიგს, რკინის რიგს, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კათალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის და დიუმას ქუჩებს. ორბელიანის, მტკვრის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩის, ვეკუას და მიმდებარე ქუჩებს; ბარათაშვილის, გორგასლისა და კოტე აფხაზის ქუჩების ნაწილს; კრწანისის ქუჩას შესახვევებითა და ჩიხებით

ჩუღურეთის რაიონში: უშანგი ჩხეიძის და მარჯანიშვილის N1-13 (კენტ ნომრებს), N2-22 (ლუწ ნომრებს).

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით, — წერს GWP.