დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პარლამენტის წევრების ხელფასების ზრდა 2027 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა, კანონი ითხოვს.
ამის შესახებ კითხვა პარლამენტის დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობდნენ, "ოცნების" დეპუტატმა და დიასპორის კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ზარქუამ დასვა.
ირაკლი ზარქუა: რადიკალურ ტელევიზიებში და მედიაში და მათ შორის რადიკალებშიც გავრცელდა ნარატივი, რომ ბიუჯეტი იზრდება და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ეზრდებათ ხელფასი. მე მინდა თქვენ უპასუხოთ კითხვას, გვეზრდება ხელფასი? 1200, 1500 და რაღაც სიგიჟეებს ყვებოდნენ.... გვეზრდება ხელფასი პარლამენტის წევრებს თუ არა? ეს მკაფიოდ მინდა რომ აქ ბრძანოთ.
გიორგი კაკაურიძე: დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის წევრის ხელფასი დაკავშირებულია საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან. საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს პარლამენტის ხელფასიც, მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს პარლამენტის ბიუჯეტი რაც არის დამტკიცებული, იქ არ არის პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული. ანუ გათვალისწინებული არ არის ბიუჯეტში, კანონი ითხოვს, რომ უნდა გაიზარდოს, ამიტომ კანონი იქნება შესაცვლელი ან უნდა დავამატოთ ფული, ეგ იქნება საბოლოო ჯამში.
ცნობისთვის, კანონის თანახმად, 2027 წელს პარლამენტის წევრთა ხელფასები 1080 ლარით უნდა გაიზარდოს და წლიურად 166 560 ლარს უნდა მიაღწიოს. კერძოდ, საქართველოში თანამდებობის პირთა ხელფასები მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ანაზღაურებაზე. 2026 წელს საბაზო ხელფასი თვეში 1 600 ლარს შეადგენდა, ხოლო 2027 წლიდან ის 1 735 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული საბაზო მაჩვენებელი მრავლდება კონკრეტული თანამდებობისთვის განსაზღვრულ კოეფიციენტზე, რის შედეგადაც ავტომატურად იზრდება როგორც რიგითი საჯარო მოხელეების, ისე პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება.
2027 წლის ბიუჯეტის თანახმად, პარლამენტის შრომის ანაზღაურების ხარჯები 45,8 მლნ ლარზეა გათვლილი, მაშინ როცა მიმდინარე წლის გეგმით, 46,2 მლნ ლარია.
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
კომენტარები