საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისის ინოვაციური საგანმანათლებლო ცენტრი "თუმო ქუთაისი" ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრმა მოსწავლეების პირველი ნაკადი უკვე მიიღო. პირველ ეტაპზე, ცენტრში ტექნოლოგიურ განათლებას სრული დაფინანსებით 600 მოსწავლე იღებს.
თუმო ქუთაისი 12-18 წლის მოზარდებისთვის განკუთვნილი სივრცეა თვითმართვადი სწავლების მიდგომით, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, განივითარონ ციფრული და შემოქმედებითი უნარები და იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ცენტრის უნიკალური სასწავლო მოდელი აერთიანებს ინტერაქტიულ თვითსწავლის მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს. მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეისწავლონ პროგრამირება, რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, ანიმაცია, თამაშების შექმნა, მუსიკა, 3D მოდელირება და სხვა მიმართულებები.
პროექტი საქართველოს ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ციფრული განათლების განვითარებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებასა და მომავლისთვის საჭირო უნარების მქონე კადრების მომზადებას.
"საქართველოს ბანკისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ არაერთი წელია, ვახორციელებთ და მხარს ვუჭერთ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს, რომლებიც ახალგაზრდებს ცოდნის მიღებისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას აძლევს. თუმოს ქუთაისში გახსნით კი, ვქმნით კიდევ ერთ სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, იფიქრონ ახალ იდეებზე და განივითარონ ის უნარები, რომლებიც მომავალში გამოადგებათ. გვჯერა, რომ ეს ცენტრი ბევრი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელების ადგილად იქცევა", — აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
საქართველოს ბანკი 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს. პროექტებს შორისაა STEM სკოლა, რეგიონების სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეების, იდეათეკების მოწყობა, მოსწავლეების, სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მსურველებისთვის განკუთვნილი სტიპენდიები და სხვა ინიციატივები. ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, განივითარონ მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.
თუმოს ისტორია 2011 წელს ერევანში დაიწყო. დღეს ცენტრები მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, პორტუგალიასა და ალბანეთში.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები