თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა სომხეთის სასკოლო ტრანსპორტის განვითარებაში ერთვება. ჰოლდინგის ჯგუფში შემავალმა კომპანიამ Premium Machinery Armenia-მ (PMA) სომხეთის რესპუბლიკას, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ხუთი ახალი სასკოლო ავტობუსი უკვე მიაწოდა. საპილოტე პროგრამა ახალაშენებულ სასკოლო დაწესებულებებში მოსწავლეების უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას ისახავს მიზნად.
ახალი სასკოლო ავტობუსების ოფიციალური პრეზენტაცია ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ავტობუსების მონაცემებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს გაეცნო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. პროგრამა სომხეთში ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივის ნაწილია, რომელშიც თეგეტა ჰოლდინგი სახელმწიფო და მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტებში დაგროვილი გამოცდილებით მონაწილეობს.
ფოტო: თეგეტა
ბექა ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: "სატრანსპორტო პროექტებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის არის უსაფრთხოება, საიმედოობა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. განსაკუთრებით მაღალია ეს პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების ტრანსპორტირებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტების ფარგლებში მომხმარებელს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება კი არ შევთავაზოთ, არამედ უზრუნველვყოთ ის გამოცდილება და სერვისი, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხო და ეფექტიან ექსპლუატაციას სჭირდება. სომხეთში სასკოლო ტრანსპორტის მიმართულების განვითარება ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში ჩვენი გამოცდილებით ვმონაწილეობთ".
საპილოტე პროექტის ფარგლებში, Premium Machinery Armenia-ს მიერ მიწოდებული ავტობუსები ხუთი დასახლების მოსწავლეებს მოემსახურება - ჯამში, 103 ბავშვის უსაფრთხო და რეგულარულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. Premium Machinery Armenia-მ საპილოტე პროგრამისთვის ავტობუსები თანამედროვე, უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩია.
გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: "ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მხოლოდ ავტობუსების მიწოდებას არ გულისხმობს და უფრო ფართო მიზანს, ბავშვების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ემსახურება. საპილოტე ეტაპზე ხუთი ავტობუსი ხუთ სხვადასხვა დასახლებაში ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მოხარული ვარ, რომ Premium Machinery Armenia-ს გუნდს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში საკუთარი გამოცდილების შეტანის შესაძლებლობა აქვს. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორის ცოდნა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდეს".
ფოტო: თეგეტა
პირველი ხუთი ავტობუსის მიწოდება საპილოტე ეტაპია. პროექტის შედეგების გათვალისწინებით, სამომავლოდ სომხეთის მიერ დაახლოებით 100 სასკოლო ავტობუსის შეძენის შესაძლებლობაც განიხილება. ამ მიმართულებით Premium Machinery Armenia აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის განათლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მიმართულებების წარმომადგენლებთან.
Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან ოპერირებს და მისი გამოცდილება, კერძო სექტორთან თანამშრომლობასთან ერთად, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროექტებში ჩართულობას მოიცავს. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ერევნის მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტშიც – 2022 წელს „თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქს გერმანული ბრენდის, MAN-ის 87 ერთეული ავტობუსი მიაწოდა. Premium Machinery Armenia ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს.
ფოტო: თეგეტა
სასკოლო ტრანსპორტის პროექტში მონაწილეობა Premium Machinery Armenia-სთვის სომხეთის ბაზარზე სატრანსპორტო მიმართულების განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და, ამასთანავე, საპასუხისმგებლო ეტაპია. კომპანიის განცხადებით, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროექტებში დაგროვილი გამოცდილება მას შესაძლებლობას აძლევს, სომხეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა განაგრძოს და სხვადასხვა სექტორს მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები შესთავაზოს.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები