ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატის და პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე "დოკუმენტებზე დაფუძნებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას".
როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარემ დოკუმენტური მტკიცებულებებით დაიწყო, რადგან ბრალდების მხარეს მხოლოდ სუბიექტურად დაინტერესებული პოლიტიკური აქტორები მოჰყავს შეკვეთილი განცხადებებით.
"სიმბოლურად, დოკუმენტური მტკიცებულებებით დავიწყეთ, რადგან ბრალდების მხარეს მხოლოდ სუბიექტურად დაინტერესებული პოლიტიკური აქტორები მოჰყავს აქ შეკვეთილი განცხადებებით. შესაბამისად, ჩვენ დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებების დაყრდნობით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას", — თქვა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, წარმოდგენილი და დადასტურებულია, თუ რა იყო 2019 წელს სახელმწიფოს პოზიცია.
"წარმოვადგინეთ და დავადასტურეთ, რა იყო 2019 წელს სახელმწიფოს პოზიცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირდაპირ წერდა თავის ანგარიშში, რომელიც 2020 წელს მიღებული აქვს პარლამენტს, ყველა კომიტეტს ამასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა აქვს გაცემული და ამ ანგარიშისთვის 87 დეპუტატს აქვს მხარი დაჭერილი. აქ წერია, რომ 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული ევროკავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად აფიქსირებდა მონიშვნებს ჩორჩანის ტყეში, რაც პირდაპირ მიანიშნებდა ტერიტორიულ პრეტენზიებზე სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო, თვითგამოცხადებული რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ინტერესებს კონკრეტულად, ჩორჩანას ტერიტორიასთან დაკავშირებით", — განაცხადა მან.
ადვოკატის თქმით, მსგავსი ჩანაწერები ფიქსირდება 2021 და 2024 წლების ანგარიშებშიც, რომლებიც სასამართლო პროცესზე გამოიკვლიეს.
"იგივე წერია 2021 წლის და 2024 წლის ანგარიშში, ყველა ეს ანგარიში დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა, ყველა ეს დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა ამ დასკვნებთან დაკავშირებით მიიღო, გამოკვლეული იქნა. ამასთან, ყველა იმ პარლამენტარის გვარი და სახელი იქნა წაკითხული, რომლებმაც ამ ანგარიშებს დაუჭირა მხარი, დღეს რომ რაღაცებს სხვანაირად საუბრობენ", — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, შსს-სა და სუს-ის მხრიდან დარღვეულია გიორგი გახარიას კონსტიტუციური უფლება, რადგან მათ დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა შეუზღუდეს. ადვოკატის განცხადებით, სახალხო დამცველმა კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინა დარღვევა და უწყებებს რეკომენდაციით მიმართა, თუმცა ის არ შესრულდა.
"დღეს, სასამართლო პროცესზე წარმოვადგინეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან დარღვეულია დაცვის კონსტიტუციური უფლება გიორგი გახარიასთან მიმართებით, რომლებმაც დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა შეუზღუდეს.
ასევე, სახალხო დამცველმა კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინა დარღვევა და რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მტკიცებულების მოპოვების უზრუნველყოფისთვის ინფორმაცია გამოეცა. 20 დღიანი ვადა ჰქონდათ მათ, რომ ეს რეკომენდაცია შეესრულებინათ, ეს რეკომენდაციები არ შესრულდა, შესაბამისად, დარღვევა დაადგინა სახალხო დამცველმა, რაც პირველი ინდიკატორია, რომ მოცემულ საქმეზე მართლმსაჯულება არ იყო დაინტერესებული ობიექტური გამოძიებით", — თქვა სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავამ ასევე აღნიშნა, რომ პროცესზე წარადგინეს სტატიები თეა წულუკიანის, ანრი ოხანაშვილისა და სხვა თანამდებობის პირების განცხადებებზე, ასევე გამოიკვლიეს ეგორ კოჩიევის პოზიცია.
"ასევე, წარმოვადგინეთ სტატიები, თუ რას საუბრობდნენ თეა წულუკიანი, ანრი ოხანაშვილი და თანამდებობის სხვა პირები ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით. ასევე, გამოვიკვლიეთ, ეგორ კოჩიევის განცხადება, რომელიც ტაშს უკრავს საქართველოს პროკურატურას გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნისთვის და მოუწოდებს, თუ დაიწყეს დევნა გახარიას მიმართ, ახლა დროა, ჩორჩანას საგუშაგოც აღებული იყოს", — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მეტი ე.წ ჩორჩანას საქმეზე:
- საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
- ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
- "გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას
- გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული გზის დაცვაში
- "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
- "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
- "საქართველოსთვის": "ოცნება" ოკუპანტ სახელმწიფოს დანაშაულებრივი დუმილით ჩვენი ტერიტორიების ანექსიაში ეხმარება
- გიორგი გახარია: ჟენევის ფორმატის ახალ "ნეიტრალურ" ადგილზე გადატანა უკიდურესად საგანგაშოა და ფორმატის დაშლას ნიშნავს
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები