ტრამპი: თუ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობა არ დალაგდება, პუტინის ყველაზე დიდი მტერი ვიქნები
ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
"თუ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ დალაგდება, მე ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი მტერი ვიქნები, რომელიც ოდესმე ჰყოლია", - განაცხადა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CBS-თან ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია დღეს, 21 ივლისს გამოქვეყნდება.
ინტერვიუში ტრამპმა რუსეთთან პოლიტიკის გამო ისევ გააკრიტიკა თავისი წინამორბედი, ბარაკ ობამა და თქვა, რომ თვითონ იმაზე უფრო მეტად მკაცრია რუსეთის მიმართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი წლების განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო სამსახურები 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთს ადანაშაულებენ, ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობები შეაფასა:
"პრეზიდენტ პუტინთან და რუსეთთან ურთიერთობის დალაგება პოზიტიურია და არა ნეგატიური".
19 ივლისს თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონში ამ წლის შემოდგომაზე მიიწვიოს.
16 ივლისს ჰელსინკიში აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა პირისპირ ორ საათზე მეტხანს ისაუბრეს და შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. დონალდ ტრამპის ზედმეტად რბილმა ტონმა და ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიმართ მისმა უნდობლობამ ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების იმედგაცრუება გამოიწვია.
დონალდ ტრამპმა ჰელსინკის შეხვედრის დროს თავდაპირველად განაცხადა, რომ ვერ ხედავდა მიზეზს, რატომ შეიძლება რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩარეულიყო. მოგვიანებით კი ამერიკაში დაბრუნებისას თქვა, რომ შეცდომა დაუშვა და საპირისპიროს გულისხმობდა: კერძოდ კი, ფრაზას - "ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ ჩაერეოდა რუსეთი არჩევნებში".
CBS-ის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პუტინი პასუხისმგებელი არჩევნებში ჩარევაზე, პრეზიდენტმა უპასუხა: "დიახ, არის. როგორც მე ვარ ამ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებელი, ისევე არის პუტინიც რუსეთთან დაკავშირებით. როგორც ქვეყნის ლიდერს, სწორედ მას ვაკისრებ პასუხისმგებლობას".
ეს პირველი შემთხვევაა, როცა დონალდ ტრამპმა ღიად დაადასტურა აშშ-ის საარჩევნო პროცესში რუსეთის კვალის არსებობა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები