15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს
ფოტო: NBC
ალასკის სანაპიროსთან, ბერინგის ზღვაში, აშშ-ის სანაპირო დაცვამ 15 წლის ბიჭი გადაარჩინა. ბიჭი, სახელად პარკერი, ამოყირავებულ სათევზაო ნავზე დღეების განმავლობაში იჯდა. პარკერი ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად, მცირე ზომის ნავით სათევზაოდ პარასკევს გავიდა, უკან კი კვირას უნდა დაბრუნებულიყო. რადგან ნავი კვირას არ გამოჩნდა, სამაშველო ოპერაცია დაიწყო. თუმცა, ცუდი ამინდის გამო, სანაპირო დაცვის თვითმფრინავმა ზღვის დათვალიერება მხოლოდ ორშაბათს შეძლო. ბიჭთან ერთად მყოფი ძმა და ბიძაშვილი დაიღუპნენ.
ორშაბათს პილოტმა ჯონათან რეშმა მოზარდი ამოყირავებულ ნავზე შენიშნა, რაც მისი აზრით, ნამდვილი სასწაული იყო. პილოტის თქმით, ასეთ პირობებში (წყლის ტემპერატურა დაახლოებით 4°C იყო) ადამიანების გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.
ფოტო: NBC
გადარჩენილი ბიჭის ძმის, დარენ ტული-ნუნგვუკის თქმით, მათი ოჯახი თევზჭერით არის დაკავებული, რის გამოც ზღვაში ხშირად დღეების განმავლობაში უწევთ ყოფნა. ეს კი რთული და ფიზიკურად დამღლელი საქმეა. როცა ნავის ძრავა სათევზაო ბადეში გაიხლართა, დარენის თქმით, ბიჭები უკვე ძალაგამოცლილები იყვნენ, ამიტომ უბრალოდ ისხდნენ, გვიან ღამით კი ამინდიც გაფუჭდა.
პარკერის ძმა, სიდნი, ამინდის გაუარესების შემდეგ სამაშველო ჟილეტის მისაწოდებლად გარბოდა, რა დროსაც თოკებში გაიხლართა და ნავიც გადაბრუნდა. პარკერმა და მისმა ბიძაშვილმა ამოყირავებულ ნავზე აძრომა მოახერხეს, თუმცა, როგორც დარენი ამბობს, სიდნი პირველი დაიღუპა. პარკერის ბიძაშვილს კი მალევე პანიკა დაეწყო.
"ჩვენი ბიძაშვილი ძალიან შეშინდა და წყალში გადახტა. მან მხოლოდ ორიოდე მეტრის გაცურვა შეძლო და სამწუხაროდ, დაიხრჩო", — ამბობს დარენი. ამის შემდეგ პარკერი ნავზე მარტო დარჩა, თუმცა სიმშვიდეს ინარჩუნებდა, რადგან სჯეროდა, რომ მისი უფროსი ძმა ზეციდან მფარველობდა.
"მთელი დრო მუხლებზე იდგა და ლოცულობდა. სჯეროდა, რომ გადარჩებოდა. სჯეროდა, რომ იპოვიდნენ და უსაფრთხოდ იქნებოდა და ასეც მოხდა", — დასძინა დარენმა.
მას შემდეგ, რაც პილოტმა პარკერი წყალში შენიშნა, ბიჭთან ყველაზე ახლოსმყოფი სამოქალაქო გემი მივიდა და მოზარდი ბორტზე აიყვანა. პარკერს ჰიპოთერმიის სიმპტომები აღენიშნებოდა. მაშველებმა წყლიდან ორი დაღუპულის ცხედარიც ამოიყვანეს. სანაპირო დაცვამ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა.
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
კომენტარები