პუტინისა და ტრამპის შეხვედრა - მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგების გარეშე
ფოტო: Alexei Nikolsky / Reuters
პრეზიდენტად არჩევიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
16 ივლისს ჰელსინკიში მათ პირისპირ ორ საათზე მეტხანს ისაუბრეს და შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მიუხედავად ლიდერების ოპტიმისტური ტონისა, შეხვედრის კონკრეტული შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
როგორ მზადდებოდა შეხვედრა
ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახებ ბრიუსელში ნატოს სამიტამდე გახდა ცნობილი. მაშინ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჰელსინკიში სამიტის შემდეგ შეხვდებოდა.
თეთრი სახლის წარმომადგენლები და ტრამპი ამბობდნენ, რომ პუტინთან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებდნენ, მათ შორის, ვაჭრობაზე, შეიარაღებაზე, სირიაზე და 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე.
სწორედ 13 ივლისს, შეხვედრამდე სამი დღით ადრე, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 12 რუს აგენტს არჩევნებში ჰაკერობისთვის ბრალი წაუყენა. გენერალური პროკურორის მოადგილემ როდ როსენსტეინმა განაცხადა, რომ ათობით ბრალდებული აგზავნიდა მეილებს, რომელიც ადრესატების კომპიუტერიდან კონკრეტულ ინფორმაციას იპარავდა და პროგრამულ უზრუნველყოფას ჰაკერული მიზნებისთვის ბოროტად იყენებდა.
ტრამპი-პუტინის სამიტს საპროტესტო ტალღა მოჰყვა ჰელსინკიში. აქციის მონაწილეები ორივე ლიდერის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ.
დონალდ ტრამპი ფინეთის დედაქალაქში 15 ივლისს საღამოს ჩავიდა. შემდეგ დილას ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა, მანამდე კი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას ტვიტი მიუძღვნა.
"ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი ცუდი, მადლობა მრავალწლიან ამერიკულ სისულელეს", - დაწერა ტრამპმა. მისი ტვიტი კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანხმობის ნიშნად გადააზიარა.
მან, ასევე, დაამატა, რომ ბოლო დროს ურთიერთობები უფრო მეტად დაძაბა "კუდიანებზე ნადირობამ". სავარაუდოდ, ამაში ტრამპის გარემოცვაზე რუსული გავლენების ბრალდებები იგულისხმება.
ტრამპი-პუტინის შეხვედრისა და ერთობლივი პრესკონფერენციის ზუსტი დრო უცნობი იყო. თუმცა ჟურნალისტებისთვის ღონისძიების დაწყების დროდ პირველი საათი იყო მითითებული.
საბოლოოდ კი რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა ჰელსინკიში ჩაფრენა დაიგვიანა და ფინეთის საპრეზიდენტოს სასახლეში 35-წუთიანი დაგვიანებით მივიდა. ამის შემდეგ თვითონ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთი ალოდინა.
პირველი გამოჩენა პრესასთან
დაახლოებით, ორ საათზე აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ჟურნალისტების წინაშე პირველად გამოჩნდნენ. დიალოგი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო. მან მადლობა გადაუხადა ფინეთს მასპინძლობისთვის და დაამატა, რომ დროა ორმხირივი მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამის შემდეგ ძირითადად დონალდ ტრამპი საუბრობდა. პირველ რიგში, მან მიულოცა პუტინს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებით.
"ყველა ამბობს, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რამდენიმე მატჩი ვნახე", - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა რამდენიმე საკითხი ჩამოთვალა, რაზეც ის მოლაპარაკებებს აპირებდა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა არ უხსენებია.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგია და არა ცუდი", - დაამატა მან.
ამის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი პირველად ჩამოართვეს და მოლაპარაკებების მაგიდისკენ გადაინაცვლეს. შეხვედრის ოთახში მხოლოდ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი თარჯიმნებთან ერთად იყვნენ. ბოლოსკენ მათ დელეგაციის წევრები შეუერთდნენ.
რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე
ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბარი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი ძირითადად საუბრობდა თანამშრომლობაზე და ბრალდებებს უარყოფდა. ის საუბრობდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე, ასევე, დაამატა, რომ რუსეთსა და აშშ-ს სხვა სფეროებშიც შეუძლიათ ითანამშრომლონ, მაგალითად, კიბერუსაფრთხოების საკითხებში.
ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ის შიდა საქმეებში არასდროს ჩარეულა. ამერიკელი ჟურნალისტის კითხვაზე რატომ უნდა ენდოს აშშ, პუტინმა უპასუხა, რომ არავის ნდობა არ შეიძლება და უნდა დაეყრდნო ფაქტებს.
"მე მინდოდა, რომ ტრამპს მოეგო არჩევნები, რადგან ის ურთიერთობების ნორმალიზაციას ემხრობოდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხით დაიწყო. მან უარი თქვა რუსეთი ჩარევაში დაედანაშაულებინა.
"ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა იმაზე უარესი ვიდრე ახლა, თუმცა ეს შეიცვალა, დაახლოებით, ოთხი საათის წინ. ამის ნამდვილად მჯერა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
კითხვაზე სჯერა თუ არა უფრო მეტად პუტინის განცხადების, ვიდრე ფედერალური ბიუროს მონაცემების, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ უნახავს. კერძოდ კი, დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერები, რომლებიც, როგორც სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რუსმა ჰაკერებმა გატეხეს. ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან შეთქმულების ბრალდებები სამარცხვინოა.
"მე მჯერა ჩემი დაზვერვის სამსახურის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი პუტინი ძალიან მტკიცედ უარყოფდა ჩარევის ბრალდებებს", - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.
პუტინმა დაამატა, რომ დაზვერვაში თვითონაც უმუშავია და იცის მსგავსი დოკუმენტების როგორ კეთდება. მან ჟურნალისტს მიმართა:
"მე რუსეთის დემოკრატიულ ქვეყნად მიმაჩნია, იმედია, რომ ამაში თქვენს ქვეყანას უარს არ ეუბნებით, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული ქვეყანაა? და თუ ეს ასეა, საბოლოო გადაწყვეტილება მსგავს დავებში შეუძლია გამოიტანოს მხოლოდ სასამართლოს და არა დაზვერვის სამსახურს", - განაცხადა პუტინმა.
რაც შეეხება რუსი აგენტები ბოლო ბრალდებას, პუტინმა განმარტა, რომ ამ საკითხში უნდა გაერკვეს და მიულერის კომისიისგან შესაბამისი დოკუმენტების გამოგზავნას ითხოვს. მისივე თქმით, მსგავს შემთხვევაში თუ რუსეთი დაუშვებს ამერიკის საგამოძიებო სამსახურებს, მაშინ ამერიკამაც უნდა მისცეს დაშვება ზოგიერთი ადამიანის დაკითხვისთვის.
ერთ-ერთ საკითხი, რაზეც პრეზიდენტებმა მიაღწიეს შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთია. ორივე პრეზიდენტი სირიაში წარმატებულ თანამშრომლობაზე საუბრობდა როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ სფეროებში.
პუტინმა განმარტა, რომ ამერიკელმა და რუსმა სამხედროებმა "კავშირები დაალაგეს" და შეძლეს აეცილებინათ შეტაკებები ხმელეთსა და ჰაერში. მან, ასევე, განაცხადა, რომ მზადაა მიგრაციის კრიზისის მოგვარებაში მიიღოს მონაწილეობა და სირიელი ლტოლვილების სახლში დასაბრუნებლად პირობები შექმნას.
Russia Today-ის ჟურნალისტის კითხვაზე, სირიის საკითხზე ვის მხარეს არის ბურთი ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს მოულოდნელად მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი აჩუქა. ტრამპმა საჩუქარი სიხარულით მიიღო და თქვა, რომ ბურთი მის შვილს გაუხარდებოდა და ბურთი პირველ ლედის, მელანი ტრამპს გადაუგდო.
პრესკონფერენციიდან გამოიკვეთა, რომ ლიდერები ვერ შეთანხმდნენ ყირიმის საკითხზე. როგორც პუტინმა განმარტა, აშშ უარს ამბობს ყირიმის აღიარებაზე, ხოლო რუსეთი მის დაბრუნებას არ აპირებს და ეს საკითხი რუსული მხარისთვის დახურულია.
რას უნდა ველოდოთ ერთობლივი სამიტიდან
სამიტის ბოლოს არანაირ შეთანხმებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ერთობლივი პრესკონფერენციიდან ჩანდა, რომ ორივე პრეზიდენტი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ შეხვედრით კმაყოფილები იყვნენ. შეხვედრის ერთ-ერთ მიღწევად შეიძლება ჩავთვალოთ ბირთვულ საკითხებზე რუსული დელეგაციის მიერ ამერიკული მხარისთვის წერილის გადაცემა. ამაზე პუტინმა პრესკონფერენციის დასაწყისში ისაუბრა. ასევე, ტრამპის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრას გამართავენ.
სამიტი მწვავედ გააკრიტიკეს ამერიკაში. ტრამპის განცხადებებით უკმაყოფილო იყვნენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრაჰამმა ტვიტერზე დაწერა, რომ არჩევნებში ჩარევის ბრალდებებზე დონალდ ტრამპმა ხელიდან შანსი გაუშვა პასუხი მოეთხოვა რუსეთისთვის.
სენატორები ძირითადად წერდნენ, რომ ტრამპი პუტინის მხარეს დადგა და თავის სპეცსამსახურებს ზურგი აქცია.
"ეს ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენა იყო ისტორიაში", - დატვიტა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკეინმა.
-
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა
გადახედვა
-
7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება 7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები
გადახედვა
-
განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება
-
არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ
გადახედვა
-
დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
გადახედვა
-
მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება
გადახედვა
-
დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს
გადახედვა
-
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ
გადახედვა
-
ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით
გადახედვა
-
კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს
გადახედვა
-
ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს
გადახედვა
-
"საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე "საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
გადახედვა




კომენტარები