პუტინის მეოთხე წრე
ფოტო: AP Photo
კვირას რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მომავალ არჩევნებში ვლადიმირ პუტინის გამარჯვებას ცოტა თუ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. მას ოფიციალურად მესამე, ხოლო არაოფიციალურად, მეოთხე ვადით აირჩევენ. დებატების საგანია ის, გააგრძელებს თუ არა მოსკოვი აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, თუ სანქციები და ეკონომიკური სტაგნაცია კრემლს საერთაშორისო არენაზე უკან დახევისკენ უბიძგებს.
პუტინის შიდა პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რუსეთს მიერ წარმოებული საერთაშორისო კამპანიები კრიტიკული მნიშვნელობისაა. მას საგარეო მტრის სურათი სათავეში მოსვლის პირველი დღიდან ეხმარება შეინარჩუნოს ხელისუფლება, გააერთიანოს ქვეყანა საფრთხის წინააღმდეგ და წარმოჩნდეს, როგორც ძლიერი ლიდერი. პუტინის პოპულარობამ საქართველო-რუსეთის ომის, ყირიმის ანექსიის და სირიის კამპანიის შემდეგ 80 პროცენტზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
იმ საფრთხეებზე საუბრისას, რასაც პუტინის ექვსწლიანი ვადა მეზობელ ქვეყნებსა და საქართველოს უქადის, ლეონ არონი ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში პუტინმა მისი მიზნების დიდ ნაწილს უკვე მიაღწია. ამერიკულ წამოყებათა ინსტიტუტის მკვლევარის თქმით, რუსეთის ლიდერმა "მართალია არა ყველაფერს, მაგრამ [მიზნების] დიდ ნაწილს მიაღწია და პროდასავლური მთავრობა გააძევა. მას აქვს კონტროლი სამხრეთ ოსეთზე და აფხაზეთზე, და ისინი არსებითად უკვე რუსეთის ფედერაციის ნაწილი არიან. მგონი ის, რომ მოქმედების სივრცე აღარ გააჩნია, საქართველოსთვის მომგებიანია. მართალია, რომ არცერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ახლოსაა, სრულიად თავისუფალად და უსაფრთხოდ არ არის. თუმცა, საქართველო სიმბოლურად, პუტინის შიდა პროპაგანდის და სარგებლის გათვალისწინებით, აღარაა ისეთი მნიშვნელობის, როგორც სხვა ქვეყნები".
ვლადიმირ პუტინის კარიერის საწყისი 1999 წელს მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქების სერია იყო. აფეთქება, რომელმაც 300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბუნდოვან ვითარებაში მოხდა. პასუხისმგებლობა არავის აუღია და ბევრი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომხდარში ტერორისტების კვალს. თუმცა, გამოცხადებულმა ტერაქტების ქრონიკამ პუტინს მისცა ხელსაყრელი მომენტით წამოეწყო სამხედრო კამპანია ჩეჩნეთში. ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის სისხლიანმა გამარჯვებამ მას ძლიერი მმართველის იმიჯი შესძინა. "მე მას ომის პერიოდის პრეზიდენტს ვუწოდებ", - ამბობს ლეონ არონი. "ომი მისი ლეგიტიმურობის წყაროა. ომის პერიოდის პრეზიდენტების პრობლემა ისაა, რომ ისინი არ ტოვებენ პოსტს და მხარდაჭერის შენარჩუნებისთვის მათ ომები სჭირდებათ, - ამბობს ის.
ჩეჩნეთის ომს "ფერადი რევოლუციები" და რეგიონის ქვეყნების დასავლეთისკენ აქტიური სვლა მოჰყვა. პუტინის სცენარით, რევოლუციური ტალღა დასავლეთის მიერ იყო ორკესტრირებული რუსეთის თვითგამოცხადებულ "გავლენის სფეროში" კრემლის პოზიციების შესასუსტებლად. ამასთან, მას კარგად ესმოდა ის შედეგები, რაც რევოლუციური ტალღის რუსეთში გავრცელებას მოჰყვებოდა. "ფერადი რევოლუციების" შემდეგ, იმის შიშით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა შემდეგ რევოლუციას, პუტინმა მის სამეზობლოში გავლენის კამპანიები წამოიწყო. კრემლი მიხვდა იმას, თუ რა უპირატესობა შეიძლება ჰქონოდა ორგანიზიების, ცალკეული ინდივიდების, თუ ეკლესიის გამოყენებას სამეზობლოში საკუთარი მიზნებისთვის.
იმედები დატოვეთ უკან
პუტინს არჩევნებში რეალური მეტოქე არ ჰყავს. რუსეთის სასამართლომ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სარჩელი, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, არ დააკმაყოფილა. ნავალნი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. უწყებამ მას ნასამართლეობის მიზეზით, რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ოპოზიციონერმა მხარდაჭრებს მოუწოდა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.
წინასაარჩევნო გარემო არც თავისუფალი და არც სამართლიანია. პუტინი თითქმის ყველა ადგილობრივ ტელევიზიას და გამოცემას აკონტროლებს. მედიაზე კონტროლის დამყარებას ის კარიერის დასაწყისში შეუდგა და მისი პირველი ნაბიჯი სწორედ ჩეჩნეთის ომის გამოცხადებასთან ერთად, 2001 წლის აპრილში, დილის ოთხ საათზე, „ენ-ტე-ვე“-ს ოფისში შეჭრა იყო.
ხელისუფლებაში ყოფნის 19 წლის თავზე რუსეთის ძალაუფლების ღერძი პუტინის ახლო სამეგობრო წრეა. ამ წრეს ეკუთვნიან პუტინის მეგობრები მისი დაზვერვაში მუშაობის პერიოდიდან, ასევე სანქტ-პეტერბურგიდან. საერთო ჯამში, OCCPR-ის მონაცემებით, ისინი 24 მილიარდ დოლარს ფლობენ. პუტინისთვის ხელისუფლებაში დარჩენა უსაფრთხოების გარანტიის ერთადერთი გზაა, ცვლილებების შემთხვევაში, მას და მის ქონებას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.
საქართველო-რუსეთი
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, პუტინი დასავლეთის მხრიდან გრძელვადიან სანქციებს გადაურჩა. სანქციებმა მხოლოდ ექვსი თვე გასტანა. საქართველოში შეჭრა მოსკოვის მიერ რეგიონში, სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული პირველი სამხედრო ინტერვენცია იყო. საქართველო-რუსეთის ომზე, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის სუსტმა პასუხმა, ზოგიერთი მოსაზრებით, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას გზა გაუხსნა. დემოკრატი კონგრესმენი მოლტონი ამბობს, რომ ობამას, საფრთხის თავიდან ასაცილებლად 2008 წლის ომის შემდეგ, მეტის გაკეთება შეეძლო. „მე ვფიქრობ ობამა იმსახურებს გარკვეულ კრიტიკას, რადგან არსებობს გზები, რომლითაც მის ადმინისტრაციას შეეძლო ეპასუხა უფრო აგრესიულად ამ საფრთხისთვის. თუმცა ობამას მხრიდან პასუხის გაუცემლობა, დღეს არსებულ სიტუაციასთან შედარებით, მნიშვნელობას კარგავს. დღეს [რუსეთის ქმედებები] უფრო აშკარა და უდაოა", - აღნიშნა კონგრესმენმა მოლტონმა ამერიკის ხმის კითხვაზე პასუხად.
კარნეგის ფონდში რუსეთის პროგრამის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი ფიქრობს, რომ მომავალი ექვსი წლის მანძილზე, რომელიც შესაძლოა მისი ბოლო ვადა იყოს, პუტინი მეზობლებსა და საქართველოზე ზეწოლას გააგრძელებს. „ვიდრე პუტინი უკრაინასა და სირიაშია ჩართული, ეს სხვა ქვეყნებს და საქართველოს აძლევს დროს. თუმცა, საქართველო კვლავ დაუცველია რუსეთის პირისპირ... საქართველო ჯერ ისევ დგას აგრესიული რუსეთის პირისპირ აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში, ადგილი აქვს ადმინისტრაციული საზღვრის მოძრაობას და მავთულხლართების გადაადგილებას. ეს ძალზედ შემაშფოთებელია“, - ამბობს ის. „ჩვენ დასავლეთში ხშირად ვაკეთებთ ფოკუსირებას რუსეთის ქმედებებზე სირიაში. ამ დროს, საქართველო ჯერ ისევ დარტყმის და საფრთხის ქვეშაა. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი მოახდენს საქართველოს დესტაბილიციას უახლოეს მომავალში, თუმცა ის გააგრძელებს ზეწოლას თბილისზე. ეს ქართველი ხალხისთვის ძალზედ შემაშფოთებელია. საჭიროა, დასავლეთი უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდეს საქართველოსთან და იყოს მტკიცე საქართველოს მხარდაჭერაში ზეწოლასთან გამკლავებისას“, - დასძინა მან.
საქართველოს შემთხვევაში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თბილისის ნატოში გაწევრიანების თავიდან არიდებაა. და სანამ თბილისი წევრობის სამოქმედო გეგმას არ მიიღებს და წევრობის რეალური პერსპექტივა არ გაჩნდება, რუსეთისთვის სტატუს კვო მომგებიანია. ამ აზრს იზიარებს კენანის ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ კოფმანი.
"ვფიქრობ რუსეთი კმაყოფილია მისი პოზიციებით საქართველოში... რუსეთი კარგად აკვირდება იმას, თუ რამდენად სურს ნატოს დაეხმაროს საქართველოს შეიარაღებით. ჩვენ ვიცით, რომ გასულ წელს საქართველომ მიიღო ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, თუმცა ეს რუსეთისთვის ნაკლებად შემაშფოთებელია ვიდრე ის, თუ რამდენად სერიოზულად განიხილება საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემა, მიიღებენ თუ არა ისინი წევრობის სამოქმედო გეგმას. და სანამ მოსკოვი ფიქრობს, რომ საქართველო ნატოში არ წევრიანდება, ეს მას კომფორტულ სიტუაციაში ამყოფებს", - აღნიშნავს მაიკლ კოფმანი.
პუტინის მემკვიდრეობის გათვალისწინებით, მომავალი ექვსი წლის მანძილზე რუსეთის პოლიტიკის ცვლილება მისი ე.წ. ახლო საზღვარგარეთისადმი ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, რუსული საფრთხის პირისპირ უფრო აქტიურია დასავლეთი. ბრიტანეთში, ყოფილი ჯაშუშის მკვლელობაზე პრემიერ ტერეზა მეის მკაცრი პასუხი და ამ კვირაში თეთრი სახლის მხრიდან 19 რუსი პირისა და რამდენიმე კომპანიისთვის სანქციების დაწესება აჩენს იმედს, რომ დასავლეთი შესაძლოა შეთანხმდეს რუსეთის შეკავების ახალ პოლიტიკაზე.
-
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
-
შემდეგი პოდკასტი: როგორია ძაღლების ფსიქოლოგია — რა უნდა ვიცოდეთ ოთხფეხა მეგობრებზე შემდეგი პოდკასტი: როგორია ძაღლების ფსიქოლოგია — რა უნდა ვიცოდეთ ოთხფეხა მეგობრებზე
-
ზოგ პაციენტს უნდა, პლასტიკური ოპერაციის გზით ხელოვნური ინტელექტით გენერირებულს დაემსგავსოს ზოგ პაციენტს უნდა, პლასტიკური ოპერაციის გზით ხელოვნური ინტელექტით გენერირებულს დაემსგავსოს
გადახედვა
-
რატომ გახდა მარჯვენა ხელი დომინანტური — მეცნიერებს ახალი ჰიპოთეზა აქვთ რატომ გახდა მარჯვენა ხელი დომინანტური — მეცნიერებს ახალი ჰიპოთეზა აქვთ
გადახედვა
-
ტვინი ინფორმაციას არაცნობიერ მდგომარეობაშიც ამუშავებს — კვლევა ტვინი ინფორმაციას არაცნობიერ მდგომარეობაშიც ამუშავებს — კვლევა
გადახედვა
-
Miami Ad School ახალ ლოკაციაზე — საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე მიღება დაიწყო Miami Ad School ახალ ლოკაციაზე — საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე მიღება დაიწყო
-
სუს: პანკისში "ისლამური სახელმწიფოს" წევრი საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს სუს: პანკისში "ისლამური სახელმწიფოს" წევრი საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
MyBusiness.ge — პირველი ბიზნეს მარკეტფლეისი საქართველოში MyBusiness.ge — პირველი ბიზნეს მარკეტფლეისი საქართველოში
-
ირაკლი კობახიძე: [დიუშენის წამლის] თანხას პერსონალური ჯიბიდან არ ვიღებთ — ეს ხალხის ფულია, მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ირაკლი კობახიძე: [დიუშენის წამლის] თანხას პერსონალური ჯიბიდან არ ვიღებთ — ეს ხალხის ფულია, მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს
გადახედვა
-
ბაზისბანკისა და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა — ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში ბაზისბანკისა და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა — ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
-
როგორ დაგვეხმარება ახალი ტექნიკა პროფესიულ ზრდაში? — პროდუქტები მუშაობისა თუ სწავლისთვის როგორ დაგვეხმარება ახალი ტექნიკა პროფესიულ ზრდაში? — პროდუქტები მუშაობისა თუ სწავლისთვის
-
ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირ ოფიციალურ კავშირს აჩერებს ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირ ოფიციალურ კავშირს აჩერებს
გადახედვა
-
ინოვაცია ყოველდღიურობაში — როგორ მუშაობს ტექნოლოგიური გუნდი Upgaming-ში ინოვაცია ყოველდღიურობაში — როგორ მუშაობს ტექნოლოგიური გუნდი Upgaming-ში
-
ჯინი უისლის როლის შემსრულებელმა Harry Potter-ის სერიალი მოულოდნელად დატოვა ჯინი უისლის როლის შემსრულებელმა Harry Potter-ის სერიალი მოულოდნელად დატოვა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულში ვარსკვლავური მტვრის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულში ვარსკვლავური მტვრის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მცირე ბიზნესიდან მდგრად განვითარებამდე — პროკრედიტ ბანკი რეგიონული ბიზნეს შეხვედრების ახალ სერიას იწყებს მცირე ბიზნესიდან მდგრად განვითარებამდე — პროკრედიტ ბანკი რეგიონული ბიზნეს შეხვედრების ახალ სერიას იწყებს
-
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე ირაკლი კობახიძე: მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე
გადახედვა
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტას ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტას ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
-
"ქართული ოცნება" ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს ღია წერილით მიმართავს "ქართული ოცნება" ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ეწვია საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ეწვია
კომენტარები