რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურმა დაუდასტურა. მოზარდები, სავარაუდოდ, თბილისის #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ჯერჯერობით უცნობია, მოზარდების დაჭრის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს უთხრა, რომ ადგილზე იმყოფება პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება.