გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში — თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება
ფოტო: თიბისი
თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი უბანი და თიბისი კონცეპტის გალერეა გიწვევთ გამოფენაზე — თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება. გამოფენა ქალაქის გეოლოგიის სიღრმისეულ და კრიტიკულ რეპრეზენტაციას სამგანზომილებიანი ხელნაკეთი მოდელების საშუალებით ახდენს.
დამთვალიერებელი გაეცნობა, გასულ წელს უბნის ორგანიზებითა და იტალიელი არქიტექტორის და თეორეტიკოსის რენატო რიცის ხელმძღვანელობით ჩატარებული სემინარის დროს შექმნილ, ხელნაკეთ ნამუშევრებს — თბილისის ორთოგონალური მოდელი და მეტეხის კლდის მოდელი გაზრდილი სიმაღლეებით, სილიკონის ნეგატივები, ფოტოები და ორი პანელი, რომელთაგან ერთზე თბილისის იზომეტრიული გამოსახულებები, მეორეზე კი — ნინო ხარატიშვილის წიგნის L‘Ottava Vita (per Brilka)-ს ფრაგმენტებია ნაჩვენები. პანელების ამგვარი დაწყვილება პროექტის გამაერთიანებელ თემას — ერთსა და იმავე ისტორიული და გეოლოგიური ლანდშაფტიდან აღმოცენებულ არქიტექტურასა და ლიტერატურას შორის არსებულ დიალოგს უკავშირდება.
ლანდშაფტის მოდელების შექმნის სემინარი 2025 წლის სექტემბერში თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრ — უბნის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. სემინარს რენატო რიცისთან ერთად მისი ასისტენტები — სუზანა პიშიელა, ჯორჯია ანტონიოლი და დავით ბროდსკი ხელმძღვანელობდნენ. ღონისძიებაში ასამდე ადგილობრივმა თუ უცხოელმა სტუდენტმა და ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა.
თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი — უბანი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მისიაა თავი მოუყაროს და წარადგინოს ცოდნა თბილისის ლანდშაფტის, არქიტექტურისა და ურბანული გარემოს შესახებ.
რენატო რიცი იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი, ვენეციის IUAV უნივერსიტეტში არქიტექტურული დიზაინის სრული პროფესორი და რომის წმინდა ლუკას ეროვნული აკადემიის წევრია. 2018 წელს მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო.
გამოფენის პარტნიორები არიან: იტალიის საელჩო საქართველოში, კინოს სახლი, გრავიტა, იბის ბაჯეთ თბილისის ცენტრი, ვენეციის IUAV უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა.
განსაკუთრებული მადლობა Marsilio Editori-ს (იტალიური გამომცემლობა), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლას, ჯესი ვოგლერსა და მალხაზ ლეკვეიშვილს.
გამოფენის ფარგლებში 28 თებერვალს 19:00 საათზე ჩატარდება რენატო რიცის ლექცია. დასწრებისთვის, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
გამოფენის გახსნა: შაბათი, 28 თებერვალი, 17:00 საათი.
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს
გადახედვა
-
კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს
-
Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია
გადახედვა
-
ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გადახედვა
-
ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა
გადახედვა
-
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც თავისზე დიდი თევზი გადაყლაპა ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც თავისზე დიდი თევზი გადაყლაპა
გადახედვა
-
ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად? ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად?
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა
გადახედვა
კომენტარები