თეგეტა მოტორსი 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
ფოტო: თეგეტა
15 წლის ქართველი მრბოლელი მათე კობახიძე 2026 წლის სეზონში ბრიტანულ ფორმულა 4-ის ჩემპიონატში (FIA F4 British Championship) ასპარეზობას იწყებს. საერთაშორისო დონის შეჯიბრება, რომლის ერთადერთი ქართველი მონაწილე მათე იქნება, მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპია. ახალგაზრდა მრბოლელის 2026 წლის სარბოლო სეზონის ერთ-ერთი მხარდამჭერი თეგეტა მოტორსია. პარტნიორობის ფარგლებში, თეგეტა მოტორსმა, Raw Production-თან თანამშრომლობით, მათე კობახიძის შესახებ ვიდეორგოლიც მოამზადა, რომელიც მკაფიოდ გადმოსცემს იმ ემოციას, ენერგიასა და ხასიათს, რომლებიც ბრიტანულ ფორმულა 4-ის ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენის მონაწილეობას უკავშირდება. წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვა მარკეტინგული აქტივობებიც.
მათე კობახიძის სპორტული გზა 2019 წელს დაიწყო რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სადაც 9 წლის ასაკში კარტინგით ივარჯიშა. 2020 წელს, 10 წლის ასაკში, ის უკვე საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მომდევნო წლებში ასპარეზობდა საერთაშორისო ტურნირებზე, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ამ წარმატებების შედეგად, მათე ფორმულა 4-ის ტესტებზე მიიწვიეს და კონტრაქტიც გაუფორმეს. სარბოლო სეზონის ოფიციალური სტარტი 18-19 აპრილს დონინგტონის ტრასაზეა დაგეგმილი. აქ მათეს დებიუტი შედგება.
მათე კობახიძე, მრბოლელი: “პირველ სტარტამდე დარჩენილია თითქმის 2 თვე, მოსამზადებელი პერიოდი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს — ძალიან დატვირთული და ინტენსიური ვარჯიშებია, არც ერთი დღე არ არის დაუგეგმავი. ამ პროცესში თეგეტა მოტორსის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიის, რომელსაც სჯერა დაუჯერებელი ამბების და მწვერვალების დაპყრობის. ჩემპიონობის საფუძველი დისციპლინა და საკუთარი საქმის დიდი სიყვარულია. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა მრავალთათვის ადრე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დიდი შრომითა და თავდადებით აქამდეც მოვედით .”
მათეს ავტოსპორტისადმი სიყვარული ოჯახური ტრადიციიდან მომდინარეობს —მისი მამა და ბაბუა ყოფილი მრბოლელები არიან. სამომავლოდ ახალგაზრდა სპორტსმენს ავტოინჟინერიის შესწავლა სურს და საკუთარი სპორტული ავტომობილის შექმნაზე ოცნებობს, ხოლო საბოლოო მიზანი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონობაა.
“გამარჯვებისთვის აუცილებელია შრომა, ძალიან ბევრი შრომა. რბოლის წინ სპორტსმენები ნერვიულობენ. მე უმეტესად არ ვნერვიულობ ხოლმე, თუმცა, თუ ცოტა მაინც ავღელდები, წარმოსახვაში ჩემს უმცროს ძმას ვეხუტები და როცა მასზე ვფიქრობ, მომენტალურად მეუფლება სიმშვიდე. ჩემთვის ყველაზე რთული საკუთარი ცხოვრების სტილის რადიკალური შეცვლა იყო, რადგან პროფესიონალური სპორტი უამრავ რამეზე უარის თქმას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, კარგად ვსწავლობ, საუკეთესო შეფასებები მაქვს. მიყვარს ტექნიკური საგნები და ზუსტი მეცნიერებები. მაქვს არაერთი ჰობიც“. — აღნიშნავს მათე.
ბრიტანულ ფორმულა 4-ის სერიებში ასპარეზობა მაღალ კონკურენციასა და პროფესიონალთა გარემოში რბოლას გულისხმობს. ეს არის საერთაშორისო დონის ჩემპიონატი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდა მრბოლელები მონაწილეობენ. შეჯიბრებაში მონაწილეობა მათესთვის წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ელენე კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: “ახალგაზრდების მხარდაჭერა თეგეტა მოტორსის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ინვესტიცია ახალგაზრდებში არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ამ ინდუსტრიის განვითარებასა და ავტოსპორტის მხარდაჭერას. მათე უკვე აჩვენებს მაღალ პროფესიულ დისციპლინას და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას. მისი პროგრესი ადასტურებს, რომ მას საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრებისთვის რეალური პოტენციალი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათეს შეექმნას სტაბილური გარემო საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობისათვის.
ამ პარტნიორობას განვიხილავთ, როგორც გრძელვადიან პროცესს, სადაც თეგეტა მოტორსი არა მხოლოდ მხარდამჭერია, არამედ თანამგზავრი მის სამომავლო პროფესიულ განვითარებაში. გვსურს, რომ ახალ თაობას უფრო მეტი სტიმული და შესაძლებლობა მივცეთ, რათა გამარჯვებისკენ სვლა უფრო თავდაჯერებულად განაგრძონ. ვფიქრობთ, ასეთი თანამშრომლობა ქმნის პრეცედენტს, რომ კერძო სექტორს შეუძლია, რეალური წვლილი შეიტანოს სპორტის განვითარებაში“.
თეგეტა მოტორსი, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესი, სამომავლოდ მსგავსი ინიციატივების განხორციელებასა და მათესთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს — თანამშრომლობას, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარებას, აფასებს ახალგაზრდების ნიჭს და მათ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე დამატებით სტიმულს აძლევს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს? როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს
გადახედვა
-
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს? ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემი ჩაიძირა — დაღუპულია 8 მგზავრი, 18-ს ეძებენ კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემი ჩაიძირა — დაღუპულია 8 მგზავრი, 18-ს ეძებენ
გადახედვა
-
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა
გადახედვა
-
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული
გადახედვა
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
-
6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა 6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა
გადახედვა
-
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს
გადახედვა
-
YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
-
სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას? სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას?
გადახედვა
-
1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს 1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს
გადახედვა
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
კომენტარები