რატომ არის iMac საჭირო 2026 წელს: პერსონალური კომპიუტერის უპირატესობები. ღირს თუ არა iMac-ის ყიდვა? მისი დადებითი მხარეები და თავისებურებები
ფოტო: iMac
რატომ გვჭირდება 2026 წელს პერსონალური კომპიუტერი, როცა ლეპტოპები ასე პოპულარულია? ამ კითხვაზე საუკეთესოდ გვპასუხობს iMac, მოწყობილობა, რომელიც უკვე მრავალი წელია აქტუალობას არ კარგავს.
iMac უნივერსალური All-in-One ფორმატის კომპიუტერია. ის შექმნილია ყოველდღიური ამოცანებისთვის, მუშაობისთვის, შემოქმედებისა და გართობისთვის, M4 ჩიპის წყალობით. მაღალი წარმადობით გამოირჩევა. აქვს საოცრად თხელი და ელეგანტური დიზაინი, წარმოდგენილია შვიდ ფერში, ერგება და ალამაზებს ნებისმიერ ინტერიერს.
iMac-ის მონობლოკის ფორმატი (მონიტორისა და სისტემური ბლოკის ერთ მოწყობილობაში გაერთიანება) განსაკუთრებით მოსაწონია მათთვის, ვისაც მინიმალიზმი, კაბელებისგან თავისუფალი და სუფთა სამუშაო სივრცე უყვარს.
ვის სჭირდება 2026 წელს პერსონალური კომპიუტერი?
პერსონალურ კომპიუტერს ირჩევენ ისინი, ვისი მთავარი პრიორიტეტი არა მობილურობა, არამედ დიდი ეკრანია — მუშაობისთვის, სწავლისთვის, ფილმების ყურებისთვის და თამაშისთვის. ის განსაკუთრებით კომფორტულია იმ ოჯახებისთვის, სადაც ერთი კომპიუტერით რამდენიმე ადამიანი სარგებლობს.
24-ინჩიანი iMac-ით უფროსებს შეუძლიათ იმუშაონ, ბავშვებმა სასკოლო პროექტები მოამზადონ, საღამოს კი ოჯახურად უყურონ ფილმებს ან სხვა ქალაქში მცხოვრებ ნათესავებს დაუკავშირდნენ.
შესაძლებელია რამდენიმე ფანჯარაში ერთდროულად მუშაობაც: მაგალითად, ფოტოების დამუშავების პარალელურად ლექციის მოსმენა.
iMac-ს ირჩევენ ფრილანსერებიც, რომლებსაც სჭირდებათ სტაბილური სამუშაო ინსტრუმენტი, აგრეთვე კრეატორებიც, ვისთვისაც მნიშვნელოვანია იდეების სწრაფად რეალიზება და შედეგების გამოქვეყნება.
All-in-One დიზაინი, რომელიც ამარტივებს ცხოვრებას
iMac ურადღებას იქცევს დიდი Retina ეკრანით, რომელიც კომფორტულია ყველაფრისთვის, დაწყებული დოკუმენტებზე მუშაობით, დამთავრებული ფოტოების რედაქტირებითა და ფილმების ყურებით.
iMac-ის გარე კვების ადაპტერი კომპაქტურია და მაგნიტით ერთდება, მუშაობის დასაწყებად მხოლოდ ერთი კაბელია საჭირო. ზოგიერთ კონფიგურაციაში Gigabit Ethernet პორტი პირდაპირ კვების ადაპტერშია ინტეგრირებული, ამიტომ სამუშაო სივრცეს არ ტვირთავს ზედმეტი კაბელები, სუფთა და მოწესრიგებულია.
ეს ის შემთხვევაა, როცა საინჟინრო გადაწყვეტები ყოველდღიურ გამოყენებაში იგრძნობა და მხოლოდ ტექნიკურ მახასიათებლებში არ აისახება.
ფოტო: iMac
მზად არის მუშაობისთვის გახსნისთანავე
iMac დამატებით მომზადებას არ საჭიროებს, კომპლექტში შედის ყველაფერი აუცილებელი: კომპიუტერი, USB-C კაბელი, კვების ადაპტერი, კლავიატურა Magic Keyboard და მაუსი. შესაბამისად, მოწყობილობა მზადაა მუშაობისთვის შეფუთვის გახსნისთანავე.
Magic Keyboard Touch ID-ით საშუალებას გაძლევთ სწრაფად შეხვიდეთ სისტემაში, გადაიხადოთ Apple Pay-ით და მარტივად გადაერთოდ სხვადასხვა მომხმარებლის პროფილებზე.
Touch ID შესაძლებელია რამდენიმე მომხმარებლისთვის დაკონფიგურირდეს, ამიტომ ოჯახის თითოეულ წევრს ექნება საკუთარი დაცული წვდომა.
Migration Assistant-ის დახმარებით კი ძველი კომპიუტერიდან ფაილებისა და პარამეტრების გადატანა სწრაფი და მარტივი პროცესია, რაც მთავარია გამორიცხულია მონაცემების დაკარგვა.
კომფორტული კომუნიკაცია დამატებითი გამართვის გარეშე
iMac-ის ჩაშენებული 12-მეგაპიქსელიანი კამერა, დინამიკები და მიკროფონები გარე მოწყობილობების საჭიროებას ხსნის. ფუნქცია Center Stage ზრუნავს, რომ ვიდეოზარის დროს ყოველთვის კადრის ცენტრში იყოთ, ხოლო Desk View სამუშაო მაგიდა ზემოდან ჩვენების საშუალებას იძლევა.
სამ მიმართულებიანი სტუდიური ხარისხის მიკროფონის სისტემა უზრუნველყოფს სუფთა და მკაფიო ხმას FaceTime-ის ზარების, ვიდეოკონფერენციების ან პოდკასტის ჩაწერისას. Voice Isolation რეჟიმი კი ფილტრავს ფონურ ხმაურს, შესაბამისად, კომუნიკაცია კომფორტულია მაშინაც კი, როცა სიჩუმე არ არის.
ფოტო: iMac
iMac Apple-ის ეკოსისტემაში
თუ უკვე გაქვთ iPhone ან iPad, iMac ერთიანი ეკოსისტემის ნაწილი ხდება. Continuity ფუნქცია გაძლევთ საშუალებას დაიწყოთ საქმე ერთ მოწყობილობაზე და გააგრძელოთ მეორეზე, დამატებითი ქმედებების გარეშე.
შეგიძლიათ წერილის წერა iMac-ზე დაიწყოთ და დაასრულოთ iPhone-ზე, დააკოპიროთ ტექსტი ან სურათი ერთ მოწყობილობაზე და ჩასვათ მეორეზე, ან iPad-ზე Apple Pencil-ით დოკუმენტი მონიშნოთ და ცვლილებები მაშინვე დაინახოთ iMac-ის ეკრანზე.
აპლიკაციები, როგორებიცაა Messages, Notes, Calendar სინქრონიზებულია, ამიტომ მოწყობილობებს შორის გადასვლა პრაქტიკულად შეუმჩნევლად ხდება.
შთამბეჭდავი წარმადობა
iMac მხოლოდ სახლისთვის არ არის, ის სრულფასოვანი ინსტრუმენტია პროფესიონალური მუშაობისთვისაც. შეუფერხებლად ამუშავებს საოფისე პროგრამებს, მათ შორის Microsoft Office, ვიდეოკავშირის სერვისებსა და დიზაინისა თუ პროექტირების პროფესიონალურ პროგრამებს.
განახლებული გრაფიკული პროცესორი, აპარატურული სხივების ტრასირების მხარდაჭერით, უზრუნველყოფს რეალისტურ და დეტალურ გრაფიკას. გაუმჯობესებული Media Engine კი 4K ვიდეოს რამდენიმე ნაკადის ერთდროულად და შეუფერხებლად დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.
M4 ჩიპი და სწრაფი ერთიანი მეხსიერება უზრუნველყოფს სტაბილურ წარმადობას, როგორც თამაშის დროს, ისე აპლიკაციებს შორის სწრაფი გადართვისას.
თამაშები და გართობა
თანამედროვე, გრაფიკულად დატვირთული თამაშები ყველა iMac მოდელზე ეფექტურად მუშაობს. Game Mode რესურსებს თამაშის სასარგებლოდ ანაწილებს და ამცირებს დაყოვნებას AirPods-ისა და უსადენო კონტროლერების გამოყენებისას.
iMac-ზე შესაძლებელია Xbox და PlayStation კონტროლერების დაკავშირებაც, რაც მას უნივერსალურ გასართობ ცენტრად აქცევს.
ანუ, ვის სჭირდება iMac 2026 წელს?
2026 წელს iMac ლოგიკური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ერთი ძლიერი, ესთეტიკური და მარტივად გამოსაყენებელი მოწყობილობა მუშაობისთვის, შემოქმედებისა და დასვენებისთვის.
შესაფერისი მოდელების შერჩევა და iMac-ის რეალური ფასის გაგება საქართველოში შესაძლებელია Apple-ის ავტორიზებული პარტნიორების მაღაზიებში: iSpace, Elite, Kontakt Home, iStore.
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
კომენტარები