რომელ ტელევიზიას რამდენი კომერციული შემოსავალი ჰქონდა 2025 წელს?
2025 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 37.4%-ით გაიზარდა და 106.8 მლნ ლარი შეადგინა. ინფორმაციას ComCom ავრცელებს. მათი ცნობით, მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 43%-ით გაიზარდა და 99.2 მლნ ლარს გაუტოლდა.
ტელემაუწყებლებისთვის 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 82.3%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, რაც 81.7 მილიონია. 10.7% — პროდუქტის განთავსებიდან მიღებული შემოსავალი იყო, რაც 10.6 მილიონი ლარია, ხოლო 6.9% - სპონსორობამ, რამაც 6.8 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისათვის, 2024 წელს პირდაპირი რეკლამით მიღებული შემოსავალი სარეკლამო შემოსავლების 70.6%-ს შეადგენდა, რაც 49 მილიონ ლარი იყო.
რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი 8.9%-ით შემცირდა და 7.6 მილიონი ლარი შეადგინა. 89%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ 6.8 მილიონი ლარით დააგენერირა, ხოლო 10.8% - სპონსორობამ, რაც 0.8 მილიონი ლარია.
რაც შეეხება 2025 წლის მხოლოდ IV კვარტალს, ამ პერიოდში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 72%-ით გაიზარდა და 41.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, IV კვარტალში მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავალი 82.5%-ით გაიზარდა და 39.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.
bm.ge-ს ცნობით, 2025 წელს ყველაზე დიდი 90 მლნ ლარის შემოსავალი "პირველმა არხმა" მიიღო, თუმცა ეს თითქმის სრულად სახელმწიფო დაფინანსებას წარმოადგენდა;
16 მლნ ლარის დაფინანსება მიიღო "აჭარის ტელევიზიამ".
რაც შეეხება კომერციულ შემოსავლებს, ამ მიმართულებით პირველ პოზიციას კვლავ "ტელეიმედი" იკავებს, რომელმაც 2025 წელს 45 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ეს თანხა წლიურად 67%-ით არის გაზრდილი;
45%-ით გაიზარდა "რუსთავი 2"-ის, ანუ სს "მედია ჰოლდინგის" კომერციული შემოსავალი და მან 20 მილიონი ლარი შეადგინა.
პოსტვ-ის კომერციული შემოსავალი კი 6%-ით 8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
2025 წელს მაუწყებლობა შეწყვიტა "მთავარმა არხმა", ხოლო "ტვ პირველის" შემოსავალი 1%-ით. 7.35 მილიონ ლარამდე გაიზარდა, "ფორმულას" შემოსავალი კი 6%-ით, 5.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები