დღეს, 18 ოქტომბერს, წიგნის სახლი ბახტრიონზე გაქურდეს. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. უწყებაში საქმის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.