სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი რეპრესიული ქმედებისგან იმ პირების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ მისიასთან — თამარ ონიანი მოსკოვის მექანიზმზე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ონიანი განმარტავს — როგორ მუშაობს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც ეუთოს 24-მა ქვეყანამ აამოქმედა საქართველოს წინააღმდეგ. მისი თქმით, "საქართველოს შემთხვევაში მექანიზმის გააქტიურების ინიციატორი 24 სახელმწიფო იყო. ამ მექანიზმის გააქტიურებას წინ უძღოდა ეუთოს ვენის მექანიზმი. საქართველოს შემთხვევაში პირველად 2024 წლის დეკემბერში გააქტიურდა და ძირითადად აქციების კონტექსტში ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხებოდა".
"პროცედურულად როგორ მუშაობს ეუთოს მოსკოვის მექანიზმი (Document of the Moscow Meeting of the conference on the human dimension of the CSCE-ის მიხედვით):
1. იქმნება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი მოკლევადიანი ფაქტების დამდგენი მისია, თუ: "ეუთოს წევრ ერთ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ სხვა მონაწილე სახელმწიფოში შეიქმნა განსაკუთრებით სერიოზული საფრთხე ეუთოს "ადამიანური განზომილების" ვალდებულებების შესრულებისთვის, მას შეუძლია, სულ მცირე ცხრა სხვა სახელმწიფოს მხარდაჭერით, პირდაპირ წამოიწყოს მოსკოვის მექანიზმის პროცედურა".
საქართველოს შემთხვევაში მექანიზმის გააქტიურების ინიციატორი 24 სახელმწიფო იყო. ამ მექანიზმის გააქტიურებას წინ უძღოდა ეუთოს ვენის მექანიზმი. საქართველოს შემთხვევაში პირველად 2024 წლის დეკემბერში გააქტიურდა და ძირითადად აქციების კონტექსტში ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხებოდა.
2. ინიციატორ 23 სახელმწიფოს უფლება აქვს დანიშნოს ერთი მომხსენებელი (ექსპერტი), რომელიც იქნება პასუხისმგებელი ინფორმაციის შეგროვებაზე, დოკუმენტირებაზე და ანგარიშის მომზადებაზე. საქართველოს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია დაასახელოს მეორე მომხსენებელი, თუმცა მხოლოდ ეუთოს დამტკიცებული ექსპერტების საერთო სიის ფარგლებში. ამ შემთხვევაში ასევე ინიშნება მესამე მომხსენებელიც.
3. მისიის მანდატი მოიცავს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მხრივ ბოლო პერიოდში (განსაკუთრებით 2024 წლის შემდეგ) განვითარებული პროცესების დოკუმენტირებას; ამ მოვლენების გავლენის შეფასებას სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, სამართლის უზენაესობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, რომლებიც ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველი კონცეფციის ნაწილია.
მისიამ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
4. მისიისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგზავნა შესაძლებელია ელფოსტაზე: [email protected]. მისიის დაკომპლექტების შემდეგ ყველა მიღებული მასალა მათ გადაეცემათ.
5. ვადებს რაც შეეხება, ზოგადი წესის მიხედვით, ფაქტობრივი დასკვნებითა და რეკომენდაციებით ანგარიში უნდა წარედგინოს შესაბამის სახელმწიფოს(ებს) და ეუთოს ინსტიტუტს ბოლო მომხსენებლის დანიშვნიდან სამი კვირის განმავლობაში, თუ მექანიზმით დაინტერესებული სახელმწიფოები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. შემდეგ საქართველოს სამი კვირა აქვს თავისი კომენტარების წარსადგენად, რომლებიც ანგარიშთან ერთად ეგზავნება ყველა მონაწილე სახელმწიფოს.
6. ანგარიში და შესაძლო კომენტარები შეიძლება შევიდეს ეუთოს შესაბამის ორგანოში (Committee of Senior Officials) განხილვის დღის წესრიგში, რომელიც გადაწყვეტს, რა შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. მანამდე ანგარიში კონფიდენციალურია.
7. საქართველოს ვალდებულებები (პუნქტი 6) არის შემდეგი: სრულად ითანამშრომლოს ექსპერტთა მისიასთან, მისცეს მათ დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა, უზრუნველყოს მათი დაუყოვნებელი შესვლა ქვეყანაში, თავისუფალი გადაადგილება, შეხვედრები როგორც ოფიციალურ პირებთან, ისე ორგანიზაციებთან და ნებისმიერ პირთან, ვისგანაც სურთ ინფორმაციის მიღება.
სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი რეპრესიული ქმედებისგან იმ პირების, ორგანიზაციების ან ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ მისიასთან ან აწვდიან მას ინფორმაციას. მისიის წევრები, თავის მხრივ, იცავენ სამუშაოს კონფიდენციალურ ხასიათს, — წერს სოციალურ ქსელში თამარ ონიანი.
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები