ირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეების გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს
"ქართული ოცნების ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა", — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.
კირცხალიას განცხადებით, ოპონენტების მხრიდან აგორებული "ათასნაირი კონსპირაცია და უსაფუძვლო ბრალდებები" მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ ივანიშვილის კომპეტენცია მათ გეგმებსა და ინტერესებს მუდმივად აბათილებს. ირაკლი კირცხალია ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში აბსოლუტურად გამჭვირვალეა და საზოგადოებამ მხარი სწორედ ამ მოცემულობას დაუჭირა. დეპუტატის თქმით, ოპონენტების გაბრაზების რეალური მიზეზი ის არის, რომ მათი რადიკალური გეგმები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მუდმივად მარცხდება.
"ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საკვანძო როლი შეასრულა, რაც შემდგარი ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ დღეს ის, ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და პოლიტიკური საბჭოს წევრია, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებშიც ჩართულია. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნება სწორედ ამ მოცემულობით წარდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების წინაშე, თანაც ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო და ბუნებრივია, ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი ამ კონფიგურაციას დაუჭირა.
ამ ფონზე, თურმე ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს "პოლიტიკის გროსმაისტერს" უწოდებს, ადასტურებს მის ჩართულობას შიდაპარტიულ დისკუსიებში, ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს და ლიდერშიპთან შეხვედრების დროს არსებული პრობლემების გადაჭრისთვის ის ძირითად შემთხვევებში საუკეთესო გზებს პოულობს, რადიკალებისა და მათი გარე პატრონებისთვის, ე.წ. ერთმმართველობა ყოფილა.
ამავდროულად, არ არსებობს ფაქტი, რომ ქართული ოცნების გუნდის იმ წევრებიდან რომელიმეს, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილს საქმიანი ურთიერთობა გააჩნია, მან საკუთარი აზრი მოახვია თავს, ან რამის გაკეთება დაავალდებულა. ნიშანდობლივია, რომ ამაზე ვერც ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც თავის დროზე იყვნენ პოლიტიკური გუნდის წევრები და დღეს, არათუ პარტია დატოვეს, არამედ ქართული ოცნების წინააღმდეგ იბრძვიან. თუმცა იმასაც არავინ უარყოფს, რომ მისი გამოცდილებიდან, პირადი თვისებებიდან და უნარებიდან გამომდინარე, როგორც წესი, ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობის პროცესში, ყველაზე კომპეტენტურ აზრს გამოთქვამს და მისი ლიდერობის მთავარი საფუძველიც სწორედ ეს არის.
გამოდის, რომ ქართული ოცნების ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ადგილობრივი რადიკალების ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ჩვენი ქვეყნის გარე ინტერესებისთვის დაქვემდებარების მუდმივი მცდელობის მიუხედავად, ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს, პრობლემების გადაწყვეტისთვის კი საუკეთესო გზებს ოპერატიულად პოულობს, რაც შიდა აგენტურას და მათ გარე პატრონებს დასახულ მიზნებს უფრო და უფრო აშორებს.
სწორედ ეს არის მათი გაბრაზების, ათასნაირი კონსპირაციების, უსაფუძვლო ბრალდებებისა და არარსებული რეალობის შეთხზვის საფუძველი, რაც ყველასთვის ნათელია. მათთვის სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს აბსურდში დარჩენა კიდევ დიდხანს მოუწევთ", — დაწერა კირცხალიამ.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები