საქართველოდან ექსტრადირების შემდეგ, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააპატიმრეს
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი ინფორმაციით, სადიგოვის პატიმრობა, რომელიც გავრცელებული ცნობებით ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, ოფიციალურად დადასტურდა. მიქელაძე მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ორი ქვეყნის რეჟიმის მიერ კოორდინირებული პოლიტიკური დევნის ნაწილია.
მიქელაძე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სადიგოვის წინააღმდეგ ძველი, სავარაუდოდ ფაბრიკაციული საქმე განაახლა. უფლებადამცველი იხსენებს, რომ აპრილში ბაქოს ოფიციალური პოზიციით ეს დევნა შეწყვეტილი იყო, რის გამოც თბილისში მისი ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძველიც აღარ არსებობდა.
"აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა. იმავე საქმეზე, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მის ექსტრადიციას ბაქოში ითხოვდა და რომელიც აშკარად ფაბრიკაციული იყო და ჟურნალისტის პოლიტიკური დევნის ნიშნებს შეიცავდა, გამოძიება და დევნა განახლდა, თითქოს დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე.
შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ ამ საქმეზე ჟურნალისტის მიმართ გამოძიება და დევნა შეწყვეტილი იყო და, შესაბამისად, ექსტრადიციის მოთხოვნაც შეჩერდა, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა", — წერს მიქელაძე.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტის დაკავება საქართველოდან დეპორტაციიდან მოკლე დროში მოხდა, რაც მისთვის წინასწარ დაგეგმილ ერთობლივ სპეცოპერაციაზე მიუთითებს. მისი თქმით, მანამდე პოლიცია სადიგოვს მონაცემთა ბაზების განახლების მოტივით ატყუებდა.
"ახლა კი, აზერბაიჯანში დეპორტაციიდან 65 დღეში, ის იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავეს.
ეს ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილი, კოორდინირებული და ფაბრიკაციული სპეცოპერაცია იყო, რომელშიც ქართული ოცნების რეჟიმიც ღიად მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდეც აფგან სადიგოვი ამ საქმეზე არაერთხელ შეაჩერა აზერბაიჯანის პოლიციამ და ყოველ ჯერზე ჰპირდებოდნენ, რომ ეს ტექნიკური პრობლემა იყო და მისი შეჩერების მიზეზი მხოლოდ ის გახლდათ, რომ ბაზებში მონაცემები უნდა განახლებულიყო", — დაწერა მიქელაძემ.
თამთა მიქელაძე შეშფოთებას გამოთქვამს სადიგოვის უსაფრთხოებასა და საპატიმრო პირობებზე, სადაც პოლიტიკური პატიმრები მძიმე მოპყრობას განიცდიან. იგი ასევე სვამს კითხვებს მისი სასჯელის ვადებსა და ევროპაში მყოფი მარტოხელა ოჯახის ბედზე:
"რა ელის ახლა აფგან სადიგოვს ციხეში, სადაც უმძიმესი პირობებია და პოლიტიკური პატიმრების მიმართ მოპყრობა კიდევ უფრო სასტიკი და არაადამიანურია?
რამდენი წელი მოუწევს მას ციხეში ყოფნა?
რა ბედი ელის მის ოჯახს, რომელიც ევროპაშია გახიზნული და სრულიად მარტო რჩება?", — დაწერა თამთა მიქელაძემ.
მიქელაძის განცხადებით, ბაქომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც კი არ დაუცადა, რაც აზერბაიჯანისა და საქართველოს მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების ბოროტი განზრახვით დარღვევაა. მისი აზრით, ეს საქმე გასცდა ინდივიდუალურ შემთხვევას და იქცა ტესტად, თუ როგორ უმკლავდება მსოფლიო ორი სახელმწიფოს კოორდინირებულ ტრანსნაციონალურ რეპრესიას.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის დალოდებაც კი არ მოინდომა აზერბაიჯანმა და ორ თვეში ჟურნალისტი იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავა.
აზერბაიჯანი და საქართველო მოქმედებდნენ ბოროტი განზრახვით, კონვენციური ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, და ეს აუცილებლად გახდება ევროპული სასამართლოს უმძიმესი გადაწყვეტილების საფუძველი.
აფგან სადიგოვის საქმე უკვე დიდი ხანია გასცდა ერთი ჟურნალისტის ინდივიდუალური ისტორიის საზღვრებს. ეს არის ტესტი იმისა, რამდენად (არა)ეფექტიანად მუშაობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის სისტემა მაშინ, როდესაც ორი სახელმწიფო ერთდროულად მოქმედებს პოლიტიკური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის ინტერესით და ტრანსნაციონალურ რეპრესიას მიმართავს.
არ ვიცი, რა ვუსურვო სადიგოვების ოჯახს, გარდა გაძლებისა და ისტორიის ჩარხის მიმართ იმედის არდაკარგვისა. იმედისა, რომ დიქტატორები აუცილებლად მთავრდებიან," — წერს მიქელაძე.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი მიმდინარე წლის 4 აპრილის ღამეს თბილისში დააკავეს. ღამის 4 საათზე კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მისი აზერბაიჯანში გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სადიგოვის დაკავებას საფუძვლად დაედო 1-ელ აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა — "იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და "პაგონების" სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ."
მეტი აფგან სადიგოვის შესახებ წაიკითხეთ აქ.
- SJC: აფგან სადიგოვი შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
- ომბუდსმენი აცხადებს, რომ აფგან სადიგოვის საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას
- მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს
- საია: აფგან სადიგოვის გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა
- რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები