გზებზე ნარჩენების დაყრაზე რეაგირებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტში სპეციალური სამსახური იქმნება
ნარჩენების მართვის კონტროლი მკაცრდება. მომზადდა ახალი კანონპროექტი, რომელიც "ნარჩენების მართვის კოდექსში" ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. რეფორმის შედეგად, საავტომობილო გზებზე გარემოს დანაგვიანების ფაქტებზე რეაგირების, ოქმების შედგენისა და დაჯარიმების უფლებამოსილება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს მიენიჭებათ, ამისათვის კი საავტომობილო გზების დეპარტამენტში სპეციალური სამსახური შეიქმნება.
"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭება უფლებამოსილება — მის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე განახორციელოს დაჯარიმება. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება
ნარჩენების მართვის კოდექსშიც", — აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აქამდე არსებულ უწყებებთან ერთად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართვა ნარჩენების მართვის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების უფრო ეფექტურ გამოვლენასა და პრევენციას უზრუნველყოფს.
"კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ განისაზღვროს დეპარტამენტის
უფლებამოსილება სამართალდარღვევების გამოვლენისა და რეაგირების ნაწილში,
უზრუნველყოფილ იქნეს სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება, შემცირდეს გარემოს დაბინძურება საავტომობილო გზებზე და გაიზარდოს რეგულაციის პრევენციული ეფექტი", — წერია განმარტებით ბარათში.
რა იცვლება კანონპროექტით?
- საკანონმდებლო ცვლილება საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აძლევს უფლებას, შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები დარღვევებზე.
დეპარტამენტი რეაგირებას მოახდენს იმ შემთხვევაში, თუ:
- სამართალდარღვევა ჩადენილია უშუალოდ დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან მის შემადგენელ ნაწილზე;
- სამართალდარღვევა ჩადენილია სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით (მაგალითად, ავტომობილიდან ნარჩენების გადაყრა);
- უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება და დააფიქსირებს სამართალდარღვევის ფაქტს.
- კანონპროექტით ასევე განისაზღვრება საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენისა და ჩაბარების ახალი, მოქნილი წესი, რომელსაც შესაბამისი უწყებები დაადგენენ.
ახალი სამსახური დაკომპლექტდება 25 თანამშრომლით. საშუალო თვიური სახელფასო ფონდი შეადგენს 120 000 ლარს. დასაქმებული პირების ხელფასიდან გათვალისწინებული იქნება საპენსიო შენატანი "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით (დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ნაწილში).
- საწვავის ხარჯი —300 000 ლარი წელიწადში;
- მოვლა-შენახვის ხარჯი — 350 000 ლარი წელიწადში;
- აღჭურვილობა— 50 000 ლარი.
ხსენებული სამსახურის შექმნა და დაკომპლექტება დაგეგმილია კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მიმდინარე წელსვე. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების გაწევის საჭიროება დადგება და დაფინანსება დაიწყება სამსახურის შექმნისთანავე.
კანონპროექტის ძალაში შესვლა მიბმულია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი პროექტის ("საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“) ამოქმედების თარიღზე და ის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს ამოქმედდება.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები