ასობით წერილი კაპიტანს — საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
ზოგიერთი ისტორია მხოლოდ სტატისტიკურად არ აღიწერება.
129 მატჩი. 17 წელი. ათობით დაუვიწყარი საღამო, გამარჯვება, მარცხი, ემოცია, რომელიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში დარჩა. მაგრამ გურამ კაშიას ისტორია ამ რიცხვებზე ბევრად მეტია. ეს არის იმ ადამიანის არ გაჩერების ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წინ საკუთარი მაგალითით მიუძღოდა — მაშინაც, როცა ტრიბუნები ზეიმობდნენ და მაშინაც, როცა ყველაზე რთულ წუთებში გუნდის გვერდით დგომა იყო საჭირო.
2 ივნისს ეროვნული ნაკრების მაისურით კაპიტანი ბოლოჯერ ვიხილეთ.
მომენტი, რომლის დადგომაც თითქოს ყველამ ვიცოდით, მაგრამ რომლისთვისაც მზად არავინ ვიყავით.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა სპონსორმა, შექმნა სპეციალური პლატფორმა arg4cherde.ge, რომლის საშუალებითაც თითოეულ გულშემატკივარს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვებით გადაეხადა მადლობა კაპიტნისთვის.
რამდენიმე დღეში პლატფორმამ ათასობით წერილი, მოგონება და ემოცია გააერთიანა. გულშემატკივრები იხსენებდნენ ისტორიულ გამარჯვებებს, ნაკრებთან დაკავშირებულ ყველაზე ემოციურ მომენტებს და იმ როლს, რომელიც გურამ კაშიამ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეასრულა.
"შენ იყავი ერთ-ერთი ღირსეული კაპიტანი, რომელმაც საქართველო ევროპაზე გაიყვანა. მადლობა, კაპიტანო, ყველა მოგებული თუ წაგებული თამაშისთვის“.
ბევრი წერილი კაშიას იმ თვისებებს ეხებოდა, რომლებიც მან წლების განმავლობაში არაერთ თაობას აჩვენა — ლიდერობას, პასუხისმგებლობასა და თავდადებას.
"კაშო, 17 წლის განმავლობაში თქვენ არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდით მოედანზე, არამედ მაგალითი იყავით თაობებისთვის. თქვენი თავდადება, პროფესიონალიზმი და ლიდერობა საქართველოს ფეხბურთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. კაპიტნის სამკლაურით თქვენ აერთიანებდით გუნდს, შთააგონებდით გულშემატკივრებს და ამაყად ატარებდით ქვეყნის სახელს. მადლობა თითოეული მატჩისთვის, თითოეული ბრძოლისა და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ქართველ ხალხს აჩუქეთ. თქვენი გზა დარჩება შთაგონებად მომავალი თაობებისთვის“.
გულშემატკივრები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ იმ ემოციებსაც, რომლებიც კაპიტანმა და ეროვნულმა ნაკრებმა მთელ ქვეყანას აჩუქეს.
„მადლობა, კაპიტანო! მადლობა, რომ ფეხბურთი შეგვაყვარე, მადლობა, რომ იყავი ღირსეული კაპიტანი! მადლობა, რომ გვაჩუქე ის სანახაობა, რომელიც მუდამ გაგვახსენებს შენ თავს! ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იქნება შენი სახელი, როგორც ნამდვილი, მებრძოლი ფეხბურთელის. მადლობა, რომ ისტორია შეგვიქმენი და გვაჩვენე, როგორია იყო წარმატებული ადამიანი!“
თუმცა წერილები მხოლოდ დამშვიდობებას არ ეხებოდა. ბევრი მათგანი იმ იმედსაც გამოხატავდა, რომ კაპიტნის გზა ქართული ფეხბურთის გვერდით ამით არ სრულდება.
„ეს არ არის დასასრული, ეს დასაწყისია. ახალ ეტაპებს ველოდებით შენთან ერთად. არ დაგვეკარგო, კაპიტანო, გვიყვარხარ“.
საბოლოოდ, arg4cherde.ge ერთ დიდ სამადლობელ წერილად იქცა — წერილად, რომელსაც ასობით ავტორი ჰყავს, მაგრამ ერთი საერთო სათქმელი: მადლობა, კაპიტანო.
გურამ კაშია ის კაპიტანია, რომლის გვერდითაც რამდენიმე თაობა გაიზარდა. ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში გვახსენებდა, რომ ნამდვილი ლიდერობა ხმამაღალ სიტყვებში კი არა, ყოველდღიურ შრომაში, თავდადებაში, პასუხისმგებლობასა და არ გაჩერებაშია.
არ გაჩერდე — მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მუდმივ განვითარებას, წინსვლასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას გულისხმობს. სწორედ ამ იდეის მაგალითია გურამ კაშიას კარიერაც — გზა, რომელიც 21 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტით დაიწყო და 17 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩით, ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის კაპიტნობითა და არაერთი ისტორიული გამარჯვებით გაგრძელდა. ყოველი ახალი ეტაპი, გამოწვევა და მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ წარმატების უკან სწორედ არ გაჩერების ძალა დგას.
„გურამ კაშიას წვლილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მატჩებითა და ტიტულებით არ იზომება. ის იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც მთელი თაობისთვის ლიდერობის, ღირსებისა და თავდადების მაგალითი გახდნენ. იმავდროულად, მისი კარიერა ზუსტად ასახავს იმ იდეას, რომლისაც ჩვენ გვჯერა — არ გაჩერდე. თუმცა, გურამის ამბავი მხოლოდ მოედანზე მიღწეული წარმატებების ისტორია არ არის. ეს არის განსაკუთრებული კავშირი ეროვნულ ნაკრებსა და გულშემატკივრებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში ერთად გადატანილი ემოციებით, გამარჯვებებით, იმედგაცრუებებითა და ისტორიული მომენტებით შეიქმნა. გვინდოდა, ქომაგებს ჰქონოდათ სივრცე, სადაც შეძლებდნენ ამ ემოციების გაზიარებას, საკუთარი მადლიერების გამოხატვას და კაპიტნისთვის მადლობის თქმას. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა arg4cherde.ge“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ასობით წერილი, ათასობით მადლობა და ერთი საერთო სათქმელი — მადლობა, კაპიტანო.
საქართველოს ბანკი — საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები