ზელენსკიმ კირ სტარმერს შესთავაზა, აბრამოვიჩის მიერ "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული £2.4 მლრდ უკრაინის თავდაცვას მოხმარდეს
"რუსეთმა დაიწყო ეს ომი. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ რუსული ფული?" — უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან განიხილა რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის მიერ საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2.4 მილიარდი ფუნტის საკითხი. მისი თქმით, აღნიშნული თანხა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად შეიძლება იქნას გამოყენებული. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrainska Pravda ავრცელებს.
როგორც ზელენსკიმ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, ბრიტანეთის მთავრობა თანხის უკრაინის ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის გამოყოფას გეგმავს, თუმცა უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ ეს რესურსი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენადაც შეიძლება დაიხარჯოს.
"პრემიერმინისტრმა მითხრა, რომ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. ვიცი, რომ ჩვენი დიპლომატიური გუნდები ამ საკითხზე მუშაობენ და, რა თქმა უნდა, ეს რთული მომენტია", — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული თანხა დაეხმარებოდა ქვეყანას შეერთებული შტატებისგან დამატებითი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენაში.
"ეს სისტემები ძალიან ძვირია და, რა თქმა უნდა, ეს თანხა დაგვეხმარება. ჩვენს შორის ეს სამართლიანიცაა. ასე რომ, რუსეთმა დაიწყო ეს ომი. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ რუსული ფული?" — აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ასევე იხუმრა, რომ აბრამოვიჩს თანხა კიევში მათი ბოლო შეხვედრისას თან არ ჰქონდა.
"მას ეს ფული არ ჩამოუტანია. მე ვუთხარი: ჩვენ თქვენი ფული გვჭირდება", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა პარტნიორებისგან დამატებით დახმარებას ითხოვს ქვეყნის საჰაერო სივრცის დასაცავად და ასევე ფინანსურ მხარდაჭერას სამხედროების პროფესიულ კონტრაქტებზე გადასაყვანად, რათა გაწვევაზე დამოკიდებულება შემცირდეს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების აუცილებლობას. მისი შეფასებით, მოსკოვზე დამატებითი ზეწოლა საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო ესკალაციის გაგრძელებისგან შეაკავონ.
ცნობისთვის, ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ რომან აბრამოვიჩს შეხვდა და მისი მეშვეობით რუსეთის ლიდერს შეხვედრის გამართვის მზადყოფნის შესახებ შეტყობინებაც გადასცა. უკრაინის პრეზიდენტმა 4 ივნისს ღია წერილით პუტინს ომის დასრულების მიზნით პირისპირ შეხვედრის თარიღის შეთანხმებისკენ მოუწოდა, თუმცა 5 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრის გამართვაში აზრს ვერ ხედავს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები