რა თქვა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე?
ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის გროსმაისტერი უწოდა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებებზე ისაუბრა. კობახიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში გამართულ სატელევიზიო დებატებში გაჟღერებულმა გზავნილებმა მას საზოგადოების წინაშე საკუთარი პოზიციის გამოხატვისკენ უბიძგა.
კობახიძის თქმით, ქვეყნის გარე მტრები და ადგილობრივი ოპოზიცია თავდასხმის მთავარ სამიზნედ ბიძინა ივანიშვილს ირჩევენ და ცდილობენ, დემოკრატიული მმართველობა ავტოკრატიად, "ივანიშვილის რეჟიმად" წარმოაჩინონ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს, როგორც "პოლიტიკის გროსმაისტერს", გამორჩეული ინტელექტი და პატრიოტიზმი ახასიათებს. სწორედ ამ თვისებებით შეძლო მან 2012 წელს, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, მმართველობას ჩამოეშორებინა უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი ძალა და საფუძველი ჩაეყარა ხალხის ნდობაზე დაფუძნებული დემოკრატიისთვის.
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გამტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა —გროსმაისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული.
იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა. 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, გასული 14 წლის განმავლობაში ხალხის ნდობა კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანამ მრავალი კრიზისი გადალახა და სახელმწიფო ინსტიტუტები განამტკიცა. შესაბამისად, ბრალდებები ერთმმართველობის შესახებ სრულიად ყალბი და შეურაცხმყოფელია.
"მას შემდეგ 14 წელიწადზე მეტი გავიდა და ეს ნდობა კიდევ უფრო გამტკიცდა ისევ და ისევ იმით, რომ ამ ურთულეს წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა და კომპრომისო პატრიოტიზმმა საქართველოს მრავალი ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა მისცა. ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების გამტკიცებაა.
ამ ფონზე, ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქვეყანაში ერთმმართველობაა დამკვიდრებული, სრული სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია იმის განმარტება, თუ როგორია დღეს, ერთის მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების და, მეორეს მხრივ, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის მართვის პროცესში", — აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ივანიშვილის, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარის, პოლიტიკური როლი ოფიციალური და დემოკრატიულად ლეგიტიმურია, ივანიშვილი არ ერევა ყოველდღიურ სამთავრობო მენეჯმენტსა თუ საკადრო გადაწყვეტილებებში, თუმცა ქვეყნისთვის სტრატეგიულ საკითხებზე მისი ფასდაუდებელი რჩევებით სარგებლობა აუცილებელია, "ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება".
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი. სწორედ ამ მოცემულობით წარსდგა მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამ მოცემულობით მიიღო მან მყარი ნდობა ქართველი ხალხისგან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება.
საქართველოს მთავრობა ქვეყნის მართვას ახორციელებს იმ კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შესაბამისად, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო საქმიანობაში ზედმეტად არ ერევა, სხვადასხვა პრემიერმინისტრთან დაკავშირებულმა გამოცდილებამაც დაადასტურა. ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებითად არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში.
ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა", — თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის ლიდერები პერიოდულად იკრიბებიან საკვანძო საკითხების განსახილველად. ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულ პატივს სცემს განსხვავებულ აზრს, თუმცა, როგორც კობახიძე აღნიშნავს, დისკუსიების დროს, მისი მაღალი კომპეტენციის გამო, საბოლოოდ ყველაზე ხშირად სწორედ მისი პოზიცია იმარჯვებს.
"ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივს სცემს, შესაბამისად, გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე ყალიბდება. იმასაც ღიად გეტყვით, რომ ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა", — თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ივანიშვილს პოლიტიკიდან პირადი სარგებელი არასდროს მიუღია და კორუფციის მიმართ მისი მიდგომა უკომპრომისოა. მეტიც, ქვეყნის ინტერესების დაცვის გამო მის წინააღმდეგ დაწესებულმა ფინანსურმა სანქციებმაც კი ვერ აიძულა იგი, სახელმწიფო ინტერესებისთვის ეღალატა.
"კიდევ ერთი გარემოება, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისთვის არასოდეს უსარგებლია. ვერავინ მოიტანს ვერც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო. იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია.
მისი დამოკიდებულება კორუფციის მიმართ უკომპრომისოა. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლოს მას პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება კორუფციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მიაღებინა. 2023 წლის დეკემბერში, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, მან გააკეთა მკაფიო მინიშნება კორუფციის პრობლემის შესახებ და სწორედ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ გახადა შესაძლებელი სწრაფად გვემოქმედა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც მმართველობის ზედა დონეზე დღეს უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.
პოლიტიკაში უამრავია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებს ქვეყნის სიკეთე სახლში მიაქვთ. ბიძინა ივანიშვილი კი ამის სრულიად საპირისპირო მაგალითია, რაც მან როგორც მრავალმილიარდიანი მეცენატური საქმიანობით, ისე პოლიტიკური ქველმოქმედებით მყარად დაამტკიცა.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყნის ინტერესების პრინციპულად დაცვის გამო, მის მიმართ ამოქმედდა ჯერ დე ფაქტო, ხოლო შემდეგ დეიურე სანქციები, რომლებიც მის ოჯახსაც დიდ უხერხულობას უქმნის. თუმცა, ვერც ერთმა სანქციამ ვერ აიძულა ვერც ის და ვერც მისი ოჯახი, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგათ. ესეც არის უანგარო პატრიოტიზმის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რომელიც მუდმივად თან სდევს ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას", — თქვა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, გარე ძალებსა და მათ აგენტურას სურთ საქართველოს დაბრუნება 2012 წლამდელ რეალობაში, რასაც, მისი თქმით, თან ახლდა ტოტალური ძალადობა, ომი და ტერიტორიების დაკარგვა. კობახიძე ანალოგიას ავლებს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან, სადაც სუვერენიტეტის დაკარგვამ და გარე ძალების მსახურებამ მძიმე ეკონომიკური და კულტურული კრიზისი გამოიწვია.
"ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ. მათ აქვთ დაუოკებელი სურვილი, ქვეყანა დააბრუნონ იმ რეალობაში, რომელიც 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა. ეს იყო უცხოური აგენტურის მმართველობა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეკეტი, მედიის თავისუფლების გაუქმება, ომი, ნგრევა და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოუტანა.
არანაკლებ მძიმეა უცხოური აგენტურის მმართველობის შედეგები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და მედიის თავისუფლების დაკნინების, ეროვნული და რელიგიური იდენტობის დასუსტებისა და ეკონომიკური სტაგნაციის მთავარი მიზეზი სწორედ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაკარგვაა. ერთ დროს სამაგალითო ევროპულ ქვეყნებში დღეს უმძიმესი ტენდენციებია და სწორედ იმის შედეგია, რომ მათი ხელისუფლებები არა საკუთარ ხალხებს, არამედ გარე ძალებს ემსახურებიან.
ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზი სწორედ ამას უკავშირდება: მან ქართველი ხალხი გაათავისუფლა აგენტოკრატიისგან და მას დაუბრუნა ის, რაც ეკუთვნოდა — დემოკრატია და არჩევნების უფლება", — თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.
გამოსვლის დასასრულს კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, სუვერენიტეტი, ძლიერი ინსტიტუტები და ეკონომიკური ზრდა უპირველესად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მისი თქმით, ქვეყნის მართვა კვლავაც კონსტიტუციის ფარგლებში და იმ ღირებულებების დაცვით გაგრძელდება, რომლებიც პოლიტიკაში 2012 წლიდან დამკვიდრდა.
"დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს: ის, რომ დღეს საქართველო ინარჩუნებს 14-წლიან უწყვეტ მშვიდობას, ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს, ქვეყანას აქვს ძლიერი დემოკრატიული სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ადამიანზე ზრუნვა სახელმწიფოს მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია და საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება, პირველ რიგში არის სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
შესაბამისად, ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუვეველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და გამტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი", — განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ბიზინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასული იყო, მასთან კონკრეტული ადამიანები თხოვნით მივიდნენ და ომში ჩართვის საკითხი დააყენეს.
"იყო დროის კონკრეტული მონაკვეთი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გასული იყო პოლიტიკური პროცესიდან. დროის კონკრეტული მონაკვეთი — ეს იყო მათ შორის 2022 წლის მარტი-აპრილის თვეებიც. ის იყო გასული პოლიტიკიდან და მასთან მივიდნენ ამ თხოვნით თუ მოთხოვნით, რაც გინდათ დაარქვით, რომ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და მიზანი ჰქონდათ კონკრეტული.
ამ შეხვედრას ჰქონდა კიდევ ორი შეხვედრის წინაისტორია. ეს ორი შეხვედრა არ იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მესამე იყო მასთან. კონკრეტულმა ძალამ ვერ მიაღწია იმ ორ შეხვედრაზე სასურველ შედეგს და სასურველი შედეგი იყო მეორე ფრონტის გახსნა. და ამის შემდეგ, როდესაც აქ ვერ მიაღწიეს, ბოლო იმედს მიმართეს და მოთხოვეს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება გუნდზე ზემოქმედებისათვის, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული ოცნების დამფუძნებელი და ბუნებრივია, მის სიტყვას განსაკუთრებული წონა ჰქონდა მაშინაც, ისევე როგორც დღეს გუნდისათვის. ეს არის ზუსტად არაფორმალური მმართველობა და არაფორმალური გავლენა. ვინ ეკითხებოდა უცხოურ ძალას, ბიძინა ივანიშვილი შემობრუნდებოდა პოლიტიკაში თუ არ შემობრუნდებოდა? ზუსტად ეს არის არაფორმალური ძალა, რასაც ჩვენ "გლობალური ომის პარტიას" ვუწოდებთ," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
-
რუსეთთან დაკავშირებული აზერბაიჯანული კომპანიების უკან ბათუმში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დგანან — ჟურნალისტური გამოძიება რუსეთთან დაკავშირებული აზერბაიჯანული კომპანიების უკან ბათუმში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დგანან — ჟურნალისტური გამოძიება
გადახედვა
-
ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია იმაში, რომ მისი გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია იმაში, რომ მისი გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმის კიდევ 1 ფიგურანტი, ვახო ფიცხელაური საპროცესო შეთანხმებას დასთანხმდა 4 ოქტომბრის საქმის კიდევ 1 ფიგურანტი, ვახო ფიცხელაური საპროცესო შეთანხმებას დასთანხმდა
გადახედვა
-
ჩოხატაურში მეშვიდე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა ჩოხატაურში მეშვიდე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა ქუთაისში კონფერენცია გამართა — ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში გალტ & თაგარტმა ქუთაისში კონფერენცია გამართა — ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში
-
აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებიც კანიბალ "ზეგიგანტებად" გარდაიქმნებიან აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებიც კანიბალ "ზეგიგანტებად" გარდაიქმნებიან
გადახედვა
-
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
-
საია წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტების სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს საია წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტების სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
პენტაგონმა Alibaba და Baidu ჩინეთის არმიის მხარდამჭერი კომპანიების სიაში შეიყვანა პენტაგონმა Alibaba და Baidu ჩინეთის არმიის მხარდამჭერი კომპანიების სიაში შეიყვანა
გადახედვა
-
ზურაბ ჯაფარიძე: ივანიშვილმა, რომელსაც წეღან კობახიძე პოლიტიკის გროსმაისტერს ეძახდა, დადო ფსონი არასწორად რუსეთზე, ირანზე და ჩინეთზე ზურაბ ჯაფარიძე: ივანიშვილმა, რომელსაც წეღან კობახიძე პოლიტიკის გროსმაისტერს ეძახდა, დადო ფსონი არასწორად რუსეთზე, ირანზე და ჩინეთზე
გადახედვა
-
საფრანგეთში 7 ქართველს იშვიათი რუსული წიგნების ქურდობისთვის ასამართლებს საფრანგეთში 7 ქართველს იშვიათი რუსული წიგნების ქურდობისთვის ასამართლებს
გადახედვა
-
ბრაზილიის ნაკრების თვითმფრინავი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე "მონათლეს" — ნახეთ ვიდეო ბრაზილიის ნაკრების თვითმფრინავი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე "მონათლეს" — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ჩინეთს შორის გადავდივართ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ჩინეთს შორის გადავდივართ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე
გადახედვა
-
NASA-ს Artemis-ის ასტრონავტებს მთვარეზე სიცხისგან Prada-ს სამოსი დაიცავს NASA-ს Artemis-ის ასტრონავტებს მთვარეზე სიცხისგან Prada-ს სამოსი დაიცავს
გადახედვა
-
გუნბა სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო რეისების დაწყებას გეგმავს გუნბა სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო რეისების დაწყებას გეგმავს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "შარშანდელი ივნისიდან ერთ ფაქტს თუ ამოიღებთ კორუფციის, გპირდებით, რომ მყისიერად გვექნება უკომპრომისო რეაქცია" ირაკლი კობახიძე: "შარშანდელი ივნისიდან ერთ ფაქტს თუ ამოიღებთ კორუფციის, გპირდებით, რომ მყისიერად გვექნება უკომპრომისო რეაქცია"
გადახედვა
-
საქართველოდან ექსტრადირების შემდეგ, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააპატიმრეს საქართველოდან ექსტრადირების შემდეგ, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააპატიმრეს
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
"საქართველოსთვის": "ოცნება" ოკუპანტ სახელმწიფოს დანაშაულებრივი დუმილით ჩვენი ტერიტორიების ანექსიაში ეხმარება "საქართველოსთვის": "ოცნება" ოკუპანტ სახელმწიფოს დანაშაულებრივი დუმილით ჩვენი ტერიტორიების ანექსიაში ეხმარება
გადახედვა
-
დააზღვიე Mercedes-Benz ალდაგში და დაიბრუნე სამი თვის პრემია დააზღვიე Mercedes-Benz ალდაგში და დაიბრუნე სამი თვის პრემია
კომენტარები