საია წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტების სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს
"შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში, ამგვარი პრაქტიკა არსებითად უთანაბრდება ექსპერიმენტული იარაღის გამოყენებას, რამაც შეიძლება სისხლისსამართლებრივად დასჯადი არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციასაც მიაღწიოს" — საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის პრაქტიკასთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას აგრძელებს. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ვინაიდან მსგავსი საშუალებების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და რეგულირება დღემდე ბუნდოვანია. საია აღნიშნავს, რომ წერილობით კომუნიკაციასთან ერთად, ის ღიად მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით.
"საია აგრძელებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებას. შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში, ამგვარი პრაქტიკა არსებითად უთანაბრდება ექსპერიმენტული იარაღის გამოყენებას, რამაც შეიძლება სისხლისსამართლებრივად დასჯადი არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციასაც მიაღწიოს.
დღეს ორგანიზაცია წერილობით კომუნიკაციასთან ერთად, ღიად მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით.
გენერალურმა პროკურატურამ უნდა ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებისა და უშუალო ამსრულებლების გამოკითხვით. ვინაიდან სუს-ის მიერ წარმოებული გამოძიებით უკვე საჯაროდ დადასტურებულია, რომ შსს წყლის ჭავლში (თუნდაც ერთი ღამის განმავლობაში) ქიმიურ ნივთიერებას ურევდა.
საიას მიერ დოკუმენტირებულია, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა გამოყენებული იყო დამატებით ხუთ სხვა ეპიზოდში: 2024 წლის 28, 29, 30 ნოემბერს, 1 და 3 დეკემბერს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს, რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით ხდებოდა ეს, ხოლო პროკურატურამ ეს საკითხი გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უნდა აქციოს.
საია განაგრძობს დაზარალებულთა უფლებების დაცვას და სამართლებრივ ადვოკატირებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და საზოგადოებას დროდადრო განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის", — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები