რუსეთი სომხეთში საქონლის ტრანზიტს აზერბაიჯანის გავლით განახორციელებს
რუსეთს აზერბაიჯანის სარკინიგზო ქსელის გამოყენებით, აზერბაიჯანის გავლით, რუსული პროდუქციის სომხეთში გატანის შესაძლებლობა ექნება, — ამის შესახებ რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.
"აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენების შესაძლებლობა რუსული პროდუქციის აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ტრანზიტისთვის," — თქვა ოვერჩუკმა კვირას. "რუსეთის რკინიგზა ამჟამად რეგიონულ პარტნიორებთან ამ გადაზიდვების ორგანიზებაზე მუშაობს. აგრეთვე შესაბამისი მითითებები მივეცით სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა მოამზადოს ეს ახალი ლოჯისტიკური მარშრუტი," — აღნიშნა ვიცეპრემიერმა.
ეს ნაბიჯი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ოქტომბერში აღნიშნა, რომ სომხეთთან ყველა სავაჭრო შეზღუდვა მოხსნილია და პირველი ტვირთი — ყაზახური ხორბალი — აზერბაიჯანიდან სომხეთში წავა.
"ეს უმნიშვნელოვანესი განცხადებაა, და მსურს მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს ამ ნაბიჯისთვის და მივესალმო ამ ინიციატივას," — განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და დაამატა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საქონლის ტრანზიტი "რამდენიმე თვის წინაც კი წარმოუდგენელი იქნებოდა."
ფაშინიანმა ცალკე აღნიშნა:
"ჩვენ მზად ვართ, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ტექნიკური თვალსაზრისითაც, დღესვე უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში, სომხეთის ტერიტორიის გავლით."
იგივე შეეხება აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს — ნახიჩევანს შორის ტრანზიტს სომხეთის ტერიტორიაზე, თუმცა ფაშინიანის თქმით, "ტექნიკურად ჯერ მზად არ ვართ, ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო."
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით სარკინიგზო ხაზების ამოქმედებისთვის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.
ამავე გამოსვლაში პრემიერმინისტრმა ნახიჩევანს შორის დაგეგმილ სარკინიგზო კავშირზე ისაუბრა, რომელიც ცნობილია როგორც Trump Route ან TRIPP.
"ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, კეთილსინდისიერად გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიზნის რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად," — განაცხადა ფაშინიანმა, თუმცა პროექტის დასრულების ზუსტი ვადები არ დაუსახელებია.
ორშაბათს, 27 ოქტომბერს, ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, ორმხრივად უზრუნველყოს სატვირთო ტრანზიტი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავისი ტერიტორიის გავლით და ეს პროცესი შეიძლება "დღესვე დაიწყოს."
"ზუსტად ისე, როგორც აზერბაიჯანმა გააუქმა ტრანზიტის შეზღუდვები ჩვენთვის, ჩვენც ვაუქმებთ შეზღუდვებს მათთვის," — აღნიშნა ფაშინიანმა.
აგვისტოში ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, ისტორიული შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმების საწყის ვარიანტს, თუმცა დოკუმენტი საბოლოოდ არ გაფორმებულა.
მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, ორი ქვეყანა მუშაობს ურთიერთობების ნორმალიზებასა და დახურული საზღვრების გახსნაზე ვაჭრობისა და რეგიონული კავშირების განვითარების მიზნით.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
კომენტარები