აზერბაიჯანმა სომხეთთან ვაჭრობაზე არსებული ყველა შეზღუდვა გააუქმა
აზერბაიჯანმა სომხეთთან საქონლის ვაჭრობაზე არსებული ყველა შეზღუდვა მოხსნა — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სამშაბათს, ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტ ჯომარტ ტოკაევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ფაქტობრივად ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არ არსებობდა.
ალიევის თქმით, საქონლის პირველი მიწოდება უკვე განხორციელდა — ყაზახური ხორბლის გარკვეული რაოდენობა სომხეთში გაიგზავნა.
"მჯერა, ეს ნათელი ნიშანია იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა მხოლოდ ქაღალდზე კი არა, პრაქტიკაშიც არსებობს," — განაცხადა ალიევმა.
ახალ ამბავს სომხეთში დადებითად შეხვდნენ. პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დაწერა:
"ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია რეგიონული [ტრანზიტული გზების] გახსნის, ურთიერთნდობის განმტკიცებისა და მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციის თვალსაზრისით, ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად."
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ხორბალი ყაზახეთის ქალაქ აქტაუდან კასპიის ზღვით იგზავნება ბაქოში, საიდანაც "საქართველოს რკინიგზის" მეშვეობით გადაიტანენ სომხეთში.
"მშვიდობა დადასტურებულია," — დაწერა პაპოიანმა.
იმავე პრესკონფერენციაზე ალიევმა აღნიშნა, რომ "სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ახალი ერა დაიწყო".
აგვისტოში ალიევი და ფაშინიანი ვაშინგტონში შეხვდნენ, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასპინძლობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმების წინასწარ ვერსიას, თუმცა ის ჯერ არ გაუფორმებიათ.
მშვიდობის პროცესის ფარგლებში, ქვეყნები ვაჭრობისა და რეგიონული კავშირების აღდგენის მიზნით, ურთიერთობის ნორმალიზებასა და ათწლეულების განმავლობაში ჩაკეტილი საზღვრების გახსნაზე მუშაობენ.
მშვიდობის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი "ტრამპის მარშრუტის" (Trump Route for International Peace and Prosperity — TRIPP) შექმნაა — სატრანზიტო გზის პროექტის, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავ ნახიჩევანთან დააკავშირებს სომხეთის ტერიტორიით.
ალიევმა პრესკონფერენციაზე ამ პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მარშრუტი 2028 წლის ბოლომდე გაიხსნება. მან მას "ზანგეზურის კორიდორი" უწოდა — ტერმინი, რომელსაც სომხეთი კვლავ ეწინააღმდეგება, რადგან მიიჩნევს, რომ ის სომხეთის სამხრეთ სიუნიქის პროვინციაზე ტერიტორიულ პრეტენზიას გულისხმობს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
კომენტარები