შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების ათასი აბი ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,897 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.