ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი, ამაღლობელის პროცესზე დასწრების გამო, ევროპელ ელჩებს აკრიტიკებენ
ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე და ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრების გამო აკრიტიკებენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.
"ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის, იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესებზე ერთი დანიშნულება აქვს — ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება , რაც ეს ქმედება საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობაა.
"ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი დატვირთვა, რაც მათ ყოფნას სასამართლო დარბაზში აქვს, ეს არის ზეწოლა მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ სასამართლო დარბაზებში, იმ საელჩოების წარმომადგენლებს, რომლის ხელისუფლებები შემდეგ რაღაც სავიზო შეზღუდვებს უწესებენ მოსამართლეებს. ეს კინო ჩვენ ვნახეთ, როდესაც აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა და მისმა საელჩომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე დაიბარეს, ანგარიში ჩამოართვეს, "რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება" საყვედური უთხრეს და შემდეგ ამოიღეს ყველა პროგრამიდან, რომელიც ამერიკის საელჩოს ფარგლებში ხორციელდებოდა.
კიდევ ერთხელ, ეს არის ვენის კონვენციის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ წასვლა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ისე გაერთო ურჩხულებთან ბრძოლას, რომ თავად ემსგავსება ურჩხულს," — აღნიშნა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პაპუაშვილი ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც აკრიტიკებს. უწყებამ განცხადება "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით X-ზე გაავრცელა. ბელგია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას პატივი სცეს.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბელგიის მთავრობის პოზიცია მისთვის ცნობილია ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, სადაც მათმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს კრიმინალების გათავისუფლებას. მისი თქმით, " ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას კანონის უზენაესობის მიმართ".
"კანონის უზენაესობის გარეშე დემოკრატია არ არსებობს. შესაძლოა მათთვის კანონის უზენაესობა სხვა ქვეყნებში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც საკუთარ ქვეყნებში და ეს გამოჩნდა კიდევაც, მაშინ როდესაც ბელგიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში ([ვგულისხმობ], სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს) მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ითხოვენ კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას და ასევე ითხოვენ კრიმინალი კეზერაშვილის შერაცხვას მედია გურუდ. ბელგიის მთავრობის პოზიცია ჩვენთვის ცნობილია ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, სადაც მათმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს კრიმინალების გათავისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ასე რომ, ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას კანონის უზენაესობის მიმართ სხვა ქვეყნებში. როგორც ჩანს, ზოგიერთ ხელისუფლებას ქართველი ხალხისთვის არ ემეტება კანონის უზენაესობა, დემოკრატია, არჩევნები. როგორც ჩანს, ზოგს სურს, რომ ის რაც მათთვის კარგია და იუპიტერისთვის კარგია, ჩვენ ალბათ, ხარები ვართ და არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენ გვქონდეს მართლწესრიგი და კანონმდებლობა", — განაცხადა პაპუაშვილმა.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები