"ისტორიას კატასტროფის სახელით შემორჩებით" — პედრო ალმოდოვარი ტრამპს
ფოტო: Nico Bustos; Getty Images
ცნობილი ესპანელი კინორეჟისორი პედრო ალმოდოვარი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისტორიაში "ჩვენი დროის უდიდესი შეცდომის" სახელით შევა. ნიუ-იორკში, ლინკოლნის ცენტრში, ალმოდოვარს სულ ახლახან გადაეცა ჩაპლინის ჯილდო. თავის სამადლობელ სიტყვაში რეჟისორმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ჩასვლამდე ორჭოფობდა. ვფიქრობდი, რამდენად მართებული იქნებოდა ვიზიტი იმ ქვეყანაში, რომლის "ნარცისი მმართველი" ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემსო.
"ტრამპი და მისი მეგობრები, მილიონერები და ოლიგარქები, ვერაფრით დაგვაჯერებენ, რომ ჩვენი თვალით დანახული რეალობა განსხვავდება იმისგან, სადაც ვცხოვრობთ — როგორც უნდა თამაშობდნენ სიტყვებით და გვარწმუნებდნენ, რომ თავიანთი ნამოქმედარისგან განსხვავებული განზრახვა აქვთ. მიგრანტები დამნაშავეები არ არიან. დამნაშავეა რუსეთი, რომელიც უკრაინაში შეიჭრა.
"ბატონო ტრამპ, თქვენ მოგმართავთ და, ვიმედოვნებ, გესმით, რასაც ვამბობ. ისტორიაში თქვენ ჩვენი დროის უდიდესი შეცდომის სახელით შეხვალთ. თქვენი უგუნურება მხოლოდ თქვენსავე ძალმომრეობას თუ გაუტოლდება. ისტორიას კაცობრიობისთვის მიყენებულ ერთ-ერთ უდიდეს ზიანად შემორჩებით. ისტორიას კატასტროფის სახელით შემორჩებით".
ალმოდოვარმა, რომელიც თავის შემოქმედებაში ხშირად შეეხება ლგბტქ საკითხებს, სამადლობელ სიტყვაში ტრამპის ტრანსფობიურ რიტორიკაზეც გაამახვილა ყურადღება. ქვიარ რეჟისორმა გაიხსენა ფრანკოს დიქტატურის ქვეშ გატარებული ბავშვობა და თქვა, რომ იმ პერიოდში ფილმები მისთვის თავშესაფრად იქცა. მოგვიანებით კი, გვიანდელი 1970-იანი წლებიდან, როცა ესპანეთში ფაშისტური რეჟიმი დაემხო, თავადაც მიეცა ფილმების გადაღების საშუალება.
"სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რას ნიშნავდა ამ უსაზღვრო თავისუფლების შეგრძნება ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელსაც ფილმების გადაღება სურდა", — თქვა ალმოდოვარმა.
ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში პედრო ალმოდოვარმა უსაზღვრო წარმატებასაც მიაღწია. რეჟისორის სახელზე ოსკარი, ორი ოქროს გლობუსი და კიდევ არაერთი პრესტიჟული ჯილდოა. მისი ამ დროისთვის ბოლო ნამუშევარია შარშან გამოსული The Room Next Door ("ოთახი მეზობლად"), სადაც მთავარი როლები ჯულიან მურმა და ტილდა სუინტონმა შეასრულეს. ამ ფილმმა, რომელიც ალმოდოვარისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ინგლისურენოვანი ნამუშევარია, ესპანეთის კინოაკადემიის "გოიას" დაჯილდოებაზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კომენტარები