"გარედან არის მცდელობა, მოაწყონ დესტაბილიზაცია, პროკურატურამ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს" — შალვა პაპუაშვილი ჩხრეკებზე
"ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც კანონიერი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს. არ ვიცი ვინ ატარებდა ჩხრეკას, თუმცა ვინც ატარებს, დარწმუნებული ვარ, ყველანაირად ყველანაირად კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი", — ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თბილისის რამდენიმე მისამართზე მიმდინარე ჩხრეკებს ეხმაურება.
მისი თქმით, "გარედან არის მცდელობა, მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ ამ მხრივ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს".
"რაც შეეხება ჩხრეკებს, ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც კანონიერი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს. არ ვიცი ვინ ატარებდა ჩხრეკას, თუმცა ვინც ატარებს, დარწმუნებული ვარ, ყველანაირად კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი. შესაბამის განმარტებებს პროკურატურა მოგცემთ, დარწმუნებული ვარ. გამოძიების მიმდინარეობისას ერთ-ერთი ღონისძიება რაც არის ხოლმე საჭირო, არის ჩხრეკა, იმისთვის, რომ სხვადასხვა მტკიცებულება იქნას ამოღებული. მნიშვნელოვანია, პროკურატურამ ჩაატაროს, რადგან იმ გამოძიებებს, რომელიც მიმდინარეობს, ექნება სრული სურათი და პასუხი ჩვენი საზოგადოებისთვის - რასთან გვაქვს საქმე. ცალსახად ვხედავთ, რომ გარედან არის მცდელობა, მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ ამ მხრივ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს. ეს არის მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯები იმ მხრივ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი, რასთან გვაქვს საქმე", — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის, ფონდ სირცხვილიას დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის და აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის სახლებში ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ.
სავარაუდოდ, ჩხრეკა იმ ფონდების დამფუძნებლების სახლებში მიმდინარეობს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაჯარიმებული ან დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხებს აგროვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ლაივ-ვიდეოებში პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის საფუძვლად იმ მუხლებს ასახელებენ, რომლებზეც პროკურატურამ გამოძიება ქართულ ოცნებასთან აფილირებული ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ ორგანიზაციის ლიდერი ვატო შაქარაშვილია.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები