ვოლვო ქარ საქართველოში სპეციალური შეთავაზებები სრულად ელექტრულ VOLVO EX30-ზე მოქმედებს
ფოტო: თეგეტა
მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებით, ელექტრომობილის შეძენა 7 000 ევრომდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი. მოდელი სამი განსხვავებული კომპლექტაციითაა წარმოდგენილი — Core, Plus და Ultra. მათი შეძენა მომხმარებელს 3 თვის განმავლობაში სპეციალურ ფასად შეეძლება:
- Core — 35,000 ევროს ნაცვლად 31,000 ევროს ეკვივალენტით ლარში;
- Plus — 38,500 ევროს ნაცვლად 35,500 ევროს ეკვივალენტით ლარში;
- Ultra — 46,000 ევროს ნაცვლად 39,000 ევროს ეკვივალენტით ლარში;
ვოლვო ქარ საქართველომ სრულად ელექტრული ვოლვო EX30 ქართველ მომხმარებელს გასულ წელს წარუდგინა. მოდელს, კონფიგურაციის შესაბამისად, ერთი დამუხტვით 337-დან 476 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია. Volvo Cars-ის კედლის ყუთი სტანდარტული დამუხტვის პროცესს 5-ჯერ აჩქარებს და ელექტრომობილის სრულად დამუხტვა სწრაფი დამტენით 28 წუთშია შესაძლებელი.
ფოტო: თეგეტა
თორნიკე იკაშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელი: "EX30-ის გამოჩენა ბაზარზე საინტერესო სიახლე აღმოჩნდა ქართველი მომხმარებლისთვის. ელექტრომობილების მიმართ დაინტერესება სულ უფრო მზარდია, „ვოლვოს“ ღირებულებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა ის. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა მეტად გაიცნოს და შეიყვაროს ელექტრომობილი, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიურია მფლობელისთვის, არამედ ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოსაც.
აღსანიშნავია, რომ EX30 სრულად პასუხობს ვოლვოს მთავარ ღირებულებებს – გახლავთ 100%-ით ეკომეგობრული და მისი მთლიანი ინტერიერი გადამუშავებული მასალისგან არის შექმნილი, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განსხვავებულსა და მიმზიდველს ხდის ავტომობილს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. Volvo აქტიურად მუშაობს როგორც ეკომეგობრულ დიზაინზე, ისე ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე. ასევე ვოლვოს მიზანია, 2030-2035 წლიდან სრულად გადავიდეს ელექტრომობილების წარმოებაზე“.
ფოტო: თეგეტა
ავტომობილის კომპაქტური ზომების მიუხედავად, ინტერიერი გამოირჩევა სივრცით. საბარგულის მოცულობა 318 ლიტრს შეადგენს, რასაც ემატება წინა საბარგული; გაშლილი პანორამული ჭერით და რეტრო ელემენტებით. მოდელი გამოირჩევა განსხვავებული დიზაინით — Breeze, Mist, Pine, რაც, გარემოზე ზრუნვასთან ერთად, სტილის ახლებურ ხედვას უსვამს ხაზს.
Volvo EX30-ში არსებული Harman kardon-ის პრემიუმ აუდიოსისტემა და პლანშეტის სტილის ცენტრალური ეკრანი, ხშირად გამოყენებად მართვის ელემენტებზე, სწრაფი და მარტივი წვდომის შესაძლებლობას იძლევა. ჩაშენებული Google-ის სისტემებითა და ვოლვოს აპლიკაციით ავტომობილის სახლიდან გაღება, გათბობა-გაგრილების სისტემის მართვა და ავტომობილის ადგილმდებარეობის შემოწმებაც კი შესაძლებელია.
შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების ინოვაციური სისტემებით: Park Pilot Assist - პარკირების დამოუკიდებლად შესრულებისთვის Volvo EX30-ს შეუძლია საჭის მართვა, აჩქარება და დამუხრუჭება; 360° კამერა — ყველა მხრიდან არსებული კამერები იძლევა მაღალი გარჩევადობის 360° ხედს; Pilot Assist — ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ ზოლიდან ზოლში უსაფრთხოდ გადასვლაში. კვადრატული ფორმის სპორტული საჭე თანამედროვე გადამრთველი და მძღოლის მართვის ელემენტებით უზრუნველყოფს სპორტულ მოჭიდებას.
ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმში Volvo EX30 სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი. დაინტერესებულ მომხმარებელს კი კომპანია შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს ტესტ-დრაივით და თავად გამოცადოს Volvo-ს ელექტრომობილების შესაძლებლობები.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
"მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს "მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა
გადახედვა
-
რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ
-
34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს 34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
-
ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ
გადახედვა
-
8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო 8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო
გადახედვა
-
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
კომენტარები