შსს-მ ლაშა ჩხარტიშვილის პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
ლეიბორისტული პარტიის ერთ–ერთ ლიდერსა და ეკოლოგს, ლაშა ჩხარტიშვილს სასამართლოდან დაუკავშირდნენ და კიდევ ერთი სასამართლო პროცესი 6 მაისს ჩაუნიშნეს. 23 აპრილის პროცესზე, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე გზის გადაკეტვისთვის შსს-მ მისი პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, "30 აპრილს ის შესაძლოა პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრონ, ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, 28 იანვრის მიმდინარე აქციაზე დგომისთვის. ამ საფუძვლიან მოლოდინს ამყარებს ის გარემოება, რომ მასთან მიმართებაში 23 აპრილს გამართულ პროცესზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რუსთაველის გამზირზე 152 დღის განმავლობაში მიმდინარე აქციებში მონაწილეობის გამო, "დგომა–გადაკეტვისათვის" პირველად მოითხოვა ადამიანის დაპატიმრება და არა ისედაც კოლოსალური და არაადეკვატური 5000 ლარიანი ჯარიმის შეფარდება", — ნათქვამია მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე ინფორმაციით, ნოემბრიდან მოყოლებული, საპროტესტო აქციების დროს გზის გადაკეტვისთვის "22–ჯერ დააჯარიმეს კოლოსალური მოცულობის — 5000-ლარიანი ჯარიმით".
ლაშა ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "ის გასულ წლებშიც პოლიტიკურ დევნას განიცდიდა, როგორც ივანიშვილის, ასევე სააკაშვილისა და შევარდნაძის რეჟიმების მხრიდან. ჯამურად ის 15–ჯერაა დაკავებული და დაპატიმრებული. მან მოახერხა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 3–ჯერ გაიმარჯვა. მნიშვნელოვანია, რომ შსს–მ არც ლაშა ჩხარტიშვილის მწოლიარე ავადმყოფი დედის მდგომარეობა გაითვალისწინა, რომელიც გიორგი ახობაძის დედის მსგავსად, შეიძლება ასევე ემსხვერპლოს ივანიშვილი რუსული დიქტატურის რეჟიმის რეპრესიებს. აღსანიშნავია, რომ ასევე მომვლელის გარეშე რჩება, ჩხარტიშვილის მიერ შეფარებული ქუჩის ძაღლიც.
ლაშა ჩხარტიშვილის დაპატიმრება მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, პერსონალურად მისი, როგორც ერთ–ერთი ყველაზე აქტიური და მებრძოლი პოლიტიკოსის, ასევე ისედაც რეპრესირებული ლეიბორისტული პარტიის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და მეორეს მხრივ, რუსთაველის აქციების ჩახშობას, მისი მონაწილეების დაშინების მცდელობით", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები