პუტინისტი ბაიკერები პრორუსული პარტიის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ 9 მაისს საქართველოში დაპატიჟა
პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ფიფია პუტინისტურ დაჯგუფება "ღამის მგლებს" საქართველოში ეპატიჟება და ამბობს, რომ "რუსეთი აყვავდება", — ამის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში 26 აპრილს გავრცელდა.
"კლუბი "ღამის მგლები" აუცილებლად უნდა იყვნენ საქართველოში. ჩვენ გელოდებით. მადლობა მიწვევისთვის! რუსეთი აყვავდება!," — ამბობს მამუკა ფიფია გავრცელებულ ვიდეოში.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პუტინის პროპაგანდისტმა, "ღამის მგლების" ლიდერმა, ალექსანდრ ზალდოსტანოვმა ფიფიას რუსეთის დროშა აჩუქა და სთხოვა, რომ "გულთან ახლოს" იქონიოს, ფიფიამ კ მას საქართველოს დროშა გადასცა.
"პასუხად, ძვირფასო მამუკა მე მინდა გაჩუქო რუსეთის დროშა. გთხოვ, გულთან ახლოს გქონდეს," — თქვა ბაიკერების ლიდერმა.
ვინ არიან "ღამის მგლები"?
"ღამის მგლები" ე.წ. ბაიკერთა კლუბია, რომელიც საბჭოთა კავშირში 1989 წელს შეიქმნა. "კლუბი" რუსეთის ხელისუფლებასთანაა დაახლოებული. მათ ხშირად ვლადიმირ პუტინის დაჯგუფებად მოიხსენიებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ღამის მგლებს" ხელისუფლება აფინანსებს.
2015 წელს, რუსული ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2013-2014 წლებში "ღამის მგლებმა" ხელისუფლებისგან 1 100 000 ამერიკული დოლარი მიიღეს, რაც ანტიდასავლურ ქმედებებს მოხმარდა.
თუ რუსი პროპაგანდისტი ბაიკერების საქართველოში ჩამოვლენ, ეს მათი პირველი სტუმრობა არ იქნება.
2014 წელს, "ღამის მგლები" ილია II-ს მოწვევით ესტუმრნენ საქართველოს, სადაც პირველ არხთან ინტერვიუში ბაიკერების ლიდერმა, ალექსანდრ ზალდოსტანოვ განაცხადა, რომ შეშფოთებულია, როგორ უწევს მას საქართველოს საზღვრის უცხოური პასპორტით გადმოკვეთა, როცა ის სულ რუსეთის ნაწილი უნდა ყოფილიყო.
"ღამის მგლები" საქართველოში 2015 წელსაც გამოჩნდნენ. მაშინ მათი ვიზიტის დროს ქართველმა ბაიკერებმა ვაკის პარკთან მორიგეობა მოაწყვეს, სადაც ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება, რათა პარკში ისინი არ შეეშვათ.
IPN-ის ცნობით, 2017 წერს რუსმა ბაიკერებმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს. როგორც მათ მათ ჟურნალისტებს უთხრეს, თბილისში ჩამოვიდნენ ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად.
რაც შეეხება იმას, დაარღვიეს თუ არა მაშინ მათ კანონი ოკუპაციის შესახებ, ე.წ. ღამის მგლების თქმით, ისინი საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიციამ გამოატარა და კანონდარღვევას რომ ადგილი ჰქონოდა, მათ დააკავებდნენ.
"ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი"
ცნობისთვის, 2024 წლის 4 აგვისტოს, მამუკა ფიფიას პრორუსული პარტიის წევრები გეორგიევსკის ტრაქტატის 241 წლისთავის აღსანიშნავად თელავში ჩავიდნენ და ერეკლე II-ის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. პრორუსული პარტია რუსეთს და საქართველოს ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას სთავაზობს.
მათ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნითა და "ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის" დადების შეთავაზებით მიმართეს.
მამუკა ფიფიას თქმით კი, საქართველოს "სახლში დაბრუნება სჭირდება".
"ჩვენ გადაგვარჩინა გეორგიევსკის ტრაქტატმა. რო არ ყოფილიყო გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველო, არ ვიცი, იქნებოდა თუ არა საერთოდ. [...]
ჩვენ 32 წელია ერთ წრეში დავდივართ [გულისხმობს საბჭოთა კავშირის დაშლიდან გასულ დროს]. ჩვენ გვჭირდება სახლში [რუსეთში] დაბრუნება" — თქვა ფიფიამ ჟურნალისტთან საუბრისას.
სერგეი გავრილოვთან დაახლოებულ, მამუკა ფიფიას პუტინისთვის ადრეც მიუმართავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების მოთხოვნით.
მეტი "ღამის მგლების" შესახებ:
- ნინო ბურჯანაძე ღამის მგლების ჩამოსვლაზე: მოსულ სტუმარს პატივისცემა უნდა
- შსს: მაისში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა ღამის მგლების ჯგუფის 100-ზე მეტ წევრს
- ღამის მგლების მოტოციკლისტები ვაკის პარკში მივიდნენ
- „ღამის მგლები“ და ყოველდღიური ოკუპაცია
- ღამის მგლების წევრები, სავარაუდოდ, თბილისში არიან
- შსს: საქართველოს საზღვარი ღამის მგლების ერთმა წევრმა დაანონსებულ ვიზიტამდე გადმოკვეთა
- მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს
- საქართველო ღამის მგლების წინააღმდეგ
- არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლეტისტები - მანიფესტი პრეზიდენტსა და მთავრობას
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
გადახედვა
-
სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს სარჩელის მიხედვით, Meta თავისი "გარყვნილი სათვალისთვის" ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან ფოტოებს აგროვებს
გადახედვა
კომენტარები